თიხაც სიმბოლურია, აქ იგულისხმება მატერიად ქცეული სულიერი ანუ შეკუმშული.
თანაც საინტერესო ის სიმბოლოა, რომ ევა ადამის ნეკნისგან შეიქმნა, ანუ ადამი
აქ ევას მშობელი გამოდის..

ჯერ კიდევ ატლანტიდის პერიოდშიც არის ლემურიიდან
შემორჩენილი ასეთი ადამიანები რომლებიც ორსქესიანები არიან ანუ თავის თავში
ახდენედენ განაყოფიერებას და შესაძლოა ასეთ ადამიანს ქვია ის იდეალური ადამი.
ის ცვლილება, რაც ღმერთმა ასეთ ადამიანებში შეიტანა (ნეკნის სიმბოლო), იწვევს
ერთ სქესიანი ადამიანის დაბადებას.. მას მერე დაიწყო კაცად და ქალად დაყოფა...
ამიტომაც სანამ სამოთხეში იმყოფებოდნენ ჯერ არ ქონდათ მათ საკუთარი სახელები,
მათ მიენიჭათ საკუთარი სული, მაგრამ ჯერ არ იყვნენ ცხოველის დონიდან გამოსული
ანუ არ ქონდათ ეს ინდივიდუალური გათავისებული, ეს იყო ღმერთის მიზანიც რომ
ისინი ინდივიდები გამხდარიყვნენ, მათ არც იცოდნენ თუ რა იყო სიშიშვლე ისევე
როგორც ცხოველმა არ იცის, სამოთხის ხილის მიღების მერე ანუ ცნობიერების
ჩართვისას დაიწყო მათი პირველი ნაბიჯები და სწორედ აქ მთავრდება სამოთხეში
ცხოვრება და ინდივიდუალური სახელების წარმოქმნა იწყება...
აქედან გამომდინარე, ერთი ადამი და ერთი ევა კი არ იყო არამედ ბლომად...
ლოგიკურია ის რომ ეს ადამი და ევა ზოგადად არის დარქმეული, როგორც
გარკვეულ სახეობას ქვია, მაგ. ლომებს ძუ ან ხვად ლომად მოიხსენიებენ..
ასე იყო ადამიანთა მოდგმაც ტყეში შიშვლად თავიდან.. ადამ და ევად
წოდებული ადამიანები იყვნენ, რომელნიც ცხოველის ცხოვრებიდან
ინდივიდუალურისკენ პირველ ნაბიჯებს დგამდენ.