" რატომ არ შეიძლება რომ...., უბრალოდ, გვიყვარდეს ერთმანეთი?....."
რამდენჯერ მიოცნებია ამაზე...
რატომ წარმოშობს რელიგია ამდენ სიძულვილს და აგრესიას როცა ის სიყვარულზეა აგებული?
გიყვარდეს მოყვასი შენი _პირველი მცნებაა,
და ვინ იყო მოყვასი რომელიც ქრისტემ მოიყვანა იგავში?
ის არც შენი რელიგიური აღმსარებლობისაა და არც შენი თანამემამულე.
რატომ აკეთებთ ყველაფერს პირიქით?
რატომ დაიყავით ასე?
რატომ დააწესეთ რომ პირველ რიგში შენი სამშობლო
და შენი ერის წარმომადგენლები და შენი მრწამსის გამზიარებ;ლები დგანან?
რატომ დასცინით სხვას თუ ის სხვა რელიგიას ეკითვნის?
რატომ შეურაცხყოფთ მის რწმენას, და რატომ აყენებთ ტკივილს?
ღმერთს რომელსაც სიყვარულს უწოდებთ ნუთუ ეს უნდოდა?
გაგიჟებული გაფანატებული მასა, რომელიც ვერაფერს ვერ ხედავს და არაფერი არ ესმის,
მხოლოდ ჩაბეჭდილი აქვს ერთი რამ ტვინში რომ ის მართალია, და მზადაა სხვას ყველას გადაუაროს?!
რატომ გეზიზღებათ ასე ძალიან ერთმანეთი?
ტკივილი, აგრესია, დაცინვა, ლანძღვა, ცემა, გინება, წყევლა, შეურაცხყოფა, მუქარა, ცინიზმი...
აი ეს მოდის თქვენგან,
ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო, იმიტომ რომ მართლა მთელი გლით მინდა მიყვარდეს ადამაინები,
მაგრამ არ შემიძლია, არ შემიძლია როცა მახსენდება როგორ ექცევით ერთმანეთს, და მეც,
როცა ვგრძნობ ამ ტკივილს რომელიც მოგაქვთ სიყვარულის სახელით...
როცა ვხედავ იმ უსამართლობას რომელსაც აკეთებთ სამართლიანობის სახელით...
რატომ არ მიყვებით ქრისტეს,
განა მან არ დაგიბარათ:
" ისე მოექეცით სხვებს როგორც თქვენ გინდათ რომ მოგექცნენ.."
ნუთუ გინდათ ისე მოგექცნენ როგორც თქვენ ექცევით სხვებს?
ერთხელ მაინც რომ გეცადათ სხვის მდგომარეობაში შესვლა...
ერთხელ მაინც რომ გეცადათ მართლამდიდებლის, ბუდისტის, კათოლიკის, ორმოცდაათიანელის, იეჰოვას მოწმის, მუსულმანის
და სხვა მილიონობით რელიგიის მიმდევრის თვალით დაგენახათ სამყარო, ან მათი ცხოვრება,
ერთხელ მაინც რომ დაფიქრებულიყავით რომ მათაც ააქვთ ოჯახები, მათაც ყავთ შვილები, მშობლები, და მათაც ტკივათ,
იქნებ დაგენახათ რა მშვენიერია ცხოვრება დედამიწაზე
და აღარ მოგეტანათ ამდენი ტკვილი აღარც თქვენთვის და აღარც ჩემთვის...
უბრალოდ რომ არსებობდნენ ადამაინები, რომლებიც დატკბებოდნენ ცხოვრებით
და სხვებსაც მისცემდნენ ამის საშუალებას, ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნებოდა ...
"ენა მამული სარწმუნოება", კი კარგია,
მაგრამ იქნებ ჯობდეს :
"დედამიწა, ადამაინები, სიყვარული.."
რადგან ქრისტე სწორედ ამას ასწავლიდა...

პ.ს: ათეისტებო მიყვარხართ !