J_O_Z_Eრა თქმა უნდა აბა მე ვინ მეკითხება?

მაგრამ "ხე ნაყოფით იცნობის", ვხედავ რა ნაყოფიცაა თქვენთან, ასე უპრაკუნოდ რომ ნათლავთ ბავშვებს...
მომაკვდინებელი ცოდვების არჩადენა არის ანბანი ქრისტიანობის, თუ ამას არ ასრულებ, ქრისტიანი აღარ ყოფილხარ...
გაგნებაში არ ხართ ქრისტიანული ღვთისმეტყველების, ისტორიის და ასე შემდეგ...
წმ. თეოდორე სტუდიელი მთელ საპატრიარქოს და მთავრობას განუდგა, როცა იმპერატორი ცოლს გაშორდა და მეორე ცოლი მოიყვანა, რატომ იცი? "არაა თანხმობა ქრისტესა და ბელიარს შორის!" ქრისტემ თქვა: "ვინც ცოლს გაშორდება მრუშობის მიზეზის გარეშე, მრუშობს და ცოლსაც ამრუშებს!" წმ. თეოდორე მთელი ცხოვრება ებრძოდა იმპერატორსაც და იმ ეპისკოპოსებს ვინც თანხმობაში იყვნენ იმპერატორთან, შიშის ან რამე სხვა რამის გამო...
დიდი სჯულის კანონზე გსმენია? მაგაზე კი არა, არამომაკვდინებელ ცოდვებზეც კი უზიარებლობით სჯიდნენ ხალხს, მომაკვდინებელ ცოდვებზე რამოდენიმე წელი უზიარებლობა იყო პირველ ჩადენაზე... დღეს რომ ჭეშმარიტად ზეობდეს ის დიდი სჯულის კანონი, რაც უნდა იყოს კიდეც ასე, ეგ ხალხი მრავალგზის განიკვეთებოდა უკვე!
Abulabasსისულელე, ნიშნავს რომ არ გესმის საერთოდ ქრისტიანობის იდეა...

(წაიკითხე ზემოთ რაც დავწერე ისიც)
ეკლესია არაა ცოდვილთა თავშესაფარი, ეკლესია არის მათთვის, ვინც "ძველი კაცი ჯვარს აცვა", "მოუკვდა ცოდვას", "იშვა ღმრთისაგან და აღარ სცოდავს"...
როცა ამ ცნებებს გაიაზრებ, მერე მოდი და მელაპარაკე მართლმადიდებლობაზე...
Realism4Lifeამათ ვერ გააგებინებ...
გაგიგია ისე ამგვარი რამე სხვა ქვეყანაში რომ ცოდვის არჩადენის გამო რელიგიურმა ხალხმა დაგცინოს? ეს არის ქართული სირცხვილი და მარაზმი...

რა სინდისით ლაპარაკობს ეს ხალხი მართლმადიდებლობაზე მე არ მესმის...

პ.ს.
როგორც თქვა პავლე მოციქულმა: "რჯულის იქადი და რჯულის დარღვევით მას შეურაწყოფ??? ამბობ: არ იმრუშოო და მრუშობ? ქადაგებ: არა იპაროო, და იპარავ? ვინაიდან, როგორც წერია, თქვენს გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის."
ბიბლია მაინც წაიკითხეთ ხალხო სანამ ათეისტებს შეედავებით... This post has been edited by OtherguyL on 28 Jan 2011, 20:06
Virtuous Historian...
Vanilla WoW for ever. Dota 2 isn't bad either.