temuckaათეისტების კი არ ეშინიათ, უბრალოდ - ღიად ათეიზმის აღიარებით იბნევიან და ადამიანისთვის აუხსნელი = საშიშს. იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის 90% მორწმუნეა, დანარჩენი - სხვადასხვა რელიგიების აღმსარებლები, მათ შორის ურელიგიო მორწმუნეები არიან და ათეისტები ალბათ 0,1% თუ იქნებიან

მეც რამოდენიმეჯერ შემემთხვა ეგეთი ისტორია, მასე მერე უბრალოდ ვეუბნები რომ არ მჭირდება არც მათი ხატები და არც რომელიმე ეკლესიას "შევეწევი".
მაგრამ როცა მათხოვარს ვეხმარები და მეუბნება: ღმერთმა დაგლოცოს შვილოო, მე ვეუბნები - ღმერთი, სადაა ბებო ღმერთი, თორემ მანდ რატომ იდგებოდი-თქო
P.S. დიდი ხნის წინად, საუკეთესო ქართველებს რომ არჩევდა "ერი", მაშინ დადიოდნენ კიდე ბებიები და ხელმოწერებს აგროვებდნენ, რომ "წმინდანები" ამოეღოთ სიიდან

ერთი ცალი მეც შემხვდა და მეკითხება, რატომღაც აგრესიით:
- ქართველი ხარ?
- კი?!
- ხელმოწერებს ვაგროვებთ, წმინდანები რომ არიან შოუში უნდა ამოვაღებინოთ, ხელი მოაწერე აქ! - და რაღაცა ფურცელს მაჩეჩებს
- არაა, არ ვერევი ეგეთებში ბებო... - თქო და გაშრა

მერე ამიქნია ეს თავის ფურცელი და სხვა ბავშვების ჯგუფს დაეტაკა, რომლებმაც რათქმაუნდა თავისი "ქართველობა" მერე კიდევ თავისი "განათლება" დაადასტურეს და დაუხედავად მოაწერეს ხელი პასკვილს.
ასე, რომ ათეისტობის ღიად აღიარების მორწმუნეს რათქმაუნდა ეშინია, ამის ბევრი მიზეზი აქვს, პირველ რიგში კი მასში გაბატონებულ, ილუზიებს ვიღაცა - გამოწვევას უწყობს, ეს ავტომატურად აღიქმება, რომ "მისკენ არ ხარ" ანუ თუ მისკენ არ ხარ, ესეიგი მისი მოწინააღგმდეგე ხარ, თან რელიგიაც ხომ ამას ასწავლის - ურწმუნოებს მოერიდეო და ა.შ. პრაქტიკულად, ადამიანს ეუბნები - მოგატყუეს, რომ მოკვდები - გაქრები და თუ ამ ცხოვრებაში "ლუზერი" ხარ, არც იქით არის რაიმე შვება.
მეორეს მხრივ - თუ ათეისტებმა ღიად დაიწყეს მათი შეხედულების გამოხატვა - ესეც საშიშია, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაც, მათ სჯობდეს, უფრო ჭკვიანი იყოს, უფრო წარმატებულიც იყოს და ა.შ.
ადამიანებს უყვართ ილუზიებში ცხოვრება, იმდენად უყვართ, რომ უმეტესობა მათგანი მზად არის სიცოცხლე გასწიროს საკუთარი ილუზიის გადასარჩენად, ცხადია ეშინიათ, მათი ილუზიების მსხვრევის