დღეს ერთ-ერთ კლასელს ვუთხარი რო არ მწამს ღმერთის რის გამოც ლამის გინება დამიწყო რაზეც სერიოზულად გაუჭედე. ნუ გინება სამ ასოიანი სიტყვა მაკადრა (

)
ეს დედა ნატირები რატო არ იღებთ "მორწმუნეები" განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ? მე თუ მინდა დავიჯერებ და თუ მინდა არა.
რამდენიმე კითხვა მაქ მორწმუნეებთან და სრული სერიოზულობით მიპასუხეთ
1) სამოთხის და ჯოჯოხეთის არსებობის რო გწამთ და იმის რო სული არ კვდება მაშინ რითი ახსნით ადამიანის სიკვდილს ? (ოღონდ ახლლა გარდაიცვლებაო და ეგეთი ტრუხა ბაზარი არ მინდა)
ჩემი პასუხი ამ კითხვაზე მარტივია : ადამიანთAნ ერთად სულიც კვდება და არანაირი სასუფეველი არ არსებობს .. რატო ? თქვენ თვითონ დაუკვირდით,სული ადამიანის შემადგენელი ნაწილია ის რითიც ადამიანი ცოცხლობს,ადამიანი რო კვდება მაშინ კვდება სულიც (ჩემი აზრით რა თქმა უნდა) "სული" რო არ კვდებოდეს არც ადამიანი არ მოკვდებოდა. უბრალოდ ლოგიკურად რო მივყვეთ ადამიანის მაცოცხლებელი თუ არ კვდება მაშინ ადამიანი რაღატო კვდება ? ? ?
2) რატომ გჯერათ რო ღმერთი განსაზღვრავს თქვენ ცხოვრებას ? ანუ ღმერთი გაყენებთ ცხოვრების გზაზე ღმერთი გეხმარებათ გაჭირვებაში და ა.შ.
გაქვთ მაინც იმის დამამტკიცებელი საბუთი რო ღმერთს თხოვეთ რაღაც და ის უცბათ აგიხდათ ?
3) ბიბლია - ერთი წიგნი რომელიც დაწერა უბრალო მოკვდავმა,ხო ეგრეა ? აი მართლა არ მესმის რა,ღმერთს რამის თქმა თუ მოუნდებოდა ადამიანისთვის თვითონვე იზამდა ამას რაღა ადამიანს "გამოიყენებდა" ?
ბიბლიას ჩემთვის ფასეული ღირებულება არ გააჩნია
4) რო ამბობთ წმინდა ცეცხლია და არ წვავსო,აი მაინცდამაინც იმ ტაძარში არ წვავს ? იქიდან გამოსული უკვე ჩვეულებრივი ცეცხლი ხდება,აქვს ვინმეს იმის მტკიცებულება რო ცეცხლი თავისით გადმოდის "დახმარების" გარეშე ?
ამაზეც მაქ პასუხი
სიტყვაზე ერთმა ადამიანმა რო ირწმუნოს რო იგი (სიტყვაზე ავიღოთ კიბო - უკურნებელი სენი) დაავადებას დაამარცხებს მას მართლაც ექნება იმის შანსი რო დაამარცხოს იგი.თქვენ უბრალოდ გინდათ რო ეგ ცეცხლი იყოს "წმინდა" ... თქვენ უბრალოდ თქვენი თავი დაარწმუნეთ მაგაში თორე ვინ არის დარწმუნებული რო ის ცეცხლი თავისით გადმოდის ? ნანახი გაქვთ ვინმეს ?
ახლა კიდე ჩემ აზრს გამოვთქვამ :
მორწმუნეებს (რელიგიას არ აქვს მნიშვნელობა) უბრალოდ გინდათ რო გჯეროდეთ და მაგიტომ ხართ ეგრე,ყველაფერს აკეთებთ იმიტო,რომ არ მოხვდეთ ჯოჯოხეთში რეალურად კი არ იცით არსებობს თუ არა საერთოდ ჯოჯოხეთი ან სამოთხე
რელიგია არი აი შიშისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საშუალება მეტი არაფერი,რამდენი ძალით მორწმუნეა საქართველოში და მსოფლიოში რომელსაც ღმერთი მარტო გაჭირვების დროს ახსენდება ? უამრავი მორწმუნეების დაახლოებით 70 - 80 % ეგეთია

ანუ ადამიანი რომელიც არის მორწმუნე თავს იმით იწყნარებს რო სიკვდილის მერე ის უკვალოდ არ გაქრება და მისი "სული" ანუ თვითონ ის გააგრძელებს ცხოვრებას ...
BULLSHIT
პ.ს. არ ვარ ათეისტი უბრალოდ მწამს იმის რო ღმერთი არსებობს,ეგეც იმიტომ რო ღმერთის გარეშე ეს სამყარო არ შეიქმნებოდა მაგრამ დანარჩენი ყველა "ლეგენდა" ღმერთზე,სამოთხეზე,ადამზე და ევაზე არის სრული სისულელე და თქვენც ვერ დაიმტკიცებთ იმას რო ეს ასე არ არის.მწამს პირველ რიგში ჩემი თავის (და ყველა ადამიანი ეგრე უნდა იყოს იმჰო) არანაირად არ მაქვს არც ღმერთის და არც არაფრის იმედი იმიტო რო მე თუ ხელი არ გავანძრიე არავინ/ვერავინ/ვერაფერი ვერ მიშველის
პ.პ.ს. მართალია ათეისტების თემაა მარა ბევრი მორწმუნე შემოდის აქ ვიდრე სხვა თემებში და მაგიტომაც გადავწყვიტე აქ დაპოსტვა
This post has been edited by x360Soulja on 26 Jan 2011, 23:54