ატ-ატ-ატ რა აგრესიაა დაცინვა წამითაც არ მიფიქრია

)))))) ნუ ვინც როგორც თვლის, რომ დაიმსახურა, ყველა ისე იღებს ყველაფერს საკუთარ თავზე ეტყობა, იავიც, იავიც...

კაკრაზ, რომ მორწმუნედ რომ ვთვლი თავს და ასეთ მარაზმომებს ვაწყდები, რაც გარშემო ხდება, იმიტომაც გამოვხატავ ცინიზმს

ეკლესიაში შესვლა შვებას და თვითრწმენას უნდა გმატებდეს, უნდა გავსებდეს და გახარებდეს და არა მუხლებს გიკანკალებდეს... ღმერთი უნდა გიყვარდეს და არა გეშინოდეს, რაც სამწუხაროდ, დღესდღეობით ძალიან ბევრს ეშლება, აღსარებას ღმერთს უნდა აბარებდე და არა მამაოს, გააზრებული უნდა გქოდეს ღმერთი, არასოდეს არ უნდა იკითხო, თუ რა არის ღმერთი, ან სად არის ღმერთი, პირიქით, უნდა იკითხო, რა არ არის ღმერთი, ღმერთი პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა იპოვო, მოუარო და გაზარდო, ყველაფერი ღმერთისგან მოდის, ის როკ მუსიკაც, ის დამწერლობაც, ის ფერწერაც, ყველაფერი! ღმერთს სახელი არ აქვს, ღმერთი სიყვარულია ის ჩვენი თითოეული გადადგმული ნაბიჯი თუ ჩასუნთქული ჰაერი, ღმერთია ის ჩვენი შეცდომებიც, ჩვენი წარმატებებიც და ჩვენი ყველაფერი და მთელი ეს სტერეოტიპები სანამ არ გადაჯიშდება (და ეს ეჭვი მაქვს, რომ არასოდეს მოხდება), მანამდე ექნებათ უმეტესობას ღმერთის შიში... არადა როგორც მიიღებ მას, ისევე მოგექცევა, თუ შეიყვარებ, ისიც შეგიყვარებს და თუ შეგეშინდება, უარესად შეგაშინებს გაიგე ბალღო?

ვიღაცამ აქ რჩევა დადო, უფრო დაბალ ხმაზე მოუსმინეო

იგივეა, რომ უფრო მკრთალ ფერებში დახატეო ურჩიო მხატვარს, ან წერისას ნაკლები სიტყვები იხმარეო - მწერალს...
თემის ავტორს კი ვურჩევ ყოველ დილას, ადრე ადგეს, ავიდეს ნარიყალაზე და ღმერთზე იფიქროს, დაიჯეროს რომ ღმერთს ყველაზე მეტად უყვარს, დედაზე, მამაზე, ყვეეელაზე-ყველაზე და თუ უნდა ამის პარალელურად ბორგირს უსმინოს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, საერთოდ არაფერს არ აქვს მნიშვნელობა როცა გინდა გწამდეს და გინდა გჯეროდეს და ეს თემაც რაღაც პაკაზუხობაა ისევე, როგორც საერთოდ ყველაფერი ადამიანური. ცხოვრებაში არავისთვის მიმიმართავს რწმენასთან დაკავშირებით დახმარებისათვის, მე თვითონ ავიღე ბიბლია, მე თვითონ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი და მაგის მოძებნაში ვერავინ დაგეხმარება, თითოეული რჩევა ღმერთთან დაკავშირებით მოცემული იქნება სუბიექტური, იქნება იმ ადამიანის აზრი, რომელიც გირჩევს და ასე რომ, სჯობს შენ თვითონ მოკიდო ხელი მაგ საქმეს, Adios
This post has been edited by sopia_li on 16 Jan 2011, 04:37