
სატანიზმი… პირველად რა გახსენდებათ ამის გაგონებაზე? გატყავებული კატები? საშინელი რიტუალები და ბოროტების მსხაურება? ვითომ, მართლა ასეა? ქვემოთ მოყვანილია სატანისტების და სატანიზმის წესები ცოდვები და საფუძვლები, რომლებიც დარწმუნებული ვარ ოდნავ მაინც შეცვლის თქვენს წარმოდგენას სატანიზმზე და მათ მიმდევრებზე, ასევე ბევრ მცდარ შეხედულებას კითხვისნიშნის ქვეშ დააყენებს
სატანიზმის საფუძვლები:
1.სატანა განასახიერებს წაქეზებას ნაცვლად თავშეკავებულობისა.
2.სატანა განასახიერებს ცხოვრებისეულ ყოფას ნაცვლად სულიერი ილუზიებისა.
3.სატანა განასახიერებს შეუბღალავ სიბრძნეს, ნაცვლად ფარისევლურად თავის მოტყუებისა.
4.სატანა განასახიერებს სიყვარულს მათთვის ვინც ამას იმსახურებს, ნაცვლად მლიქვნელებზე დახარჯული სიყვარულისა.
5.სატანა გასანსახიერებს შურისძიებას ნაცვლად მეორე ლოყის მიშვერისა.
6.სატანა განასახიერებს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობიანების 7.მიმართ, ნაცვლად ფსიქიკურ ვამპირებზე ზრუნვისა.
8.სატანისთვის ადამიანი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლდ მორიგ ცხოველს, რომელიც ზოგჯერ უკეთესი, ხოლო უმეტეს შემთხვევაში კი იმათზე უარესია რომლებიც ოთხ ფეხზე დადიან, რომელიც თავისი “განვითარების, სულიერების და ინტელექტის” ხარჯზე ყველაზე ცოდვილ ცხოველად იქცა.
9.სატანა წარმოადგენს ყველა ე.წ. ცოდვას, თუ მათ ფიზიკური, გონებრივი, ან ემოციონალური სიამოვნება მოაქვთ.
10.სატანა ეკლესიისათვის საუკეთესო მეგობარი იყო, რადგან ის, მთელი ამ წლების განმავლობაში, ხელს უწყობდა მათ ბიზნესს.
დედამიწაზე ცხოვრების 11 სატანისტური წესი
1.ნუ დააფიქსირებ საკუთარ მოსაზრებას და ნურავის მისცემ რჩევას, თუ შენთვის არ უთხოვინათ ამის გაკეთება.
2.ნუ მოუყვები სხვებს საკუთარი უსიამოვნებების შესახებ, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მათ ამის მოსმენა უნდათ.
3.სხვის ბუნაგში ყოფნისას, მეპატრონეს პატივი ეცი, თუ არა და იქ მეტი ნუღარ გამოჩნდები.
4.თუ სტუმარი შენს ბუნაგში გაჯავრებს, გაუსწორდი მას სასტიკად და უმოწყალოდ.
5.ნუ გააკეთებ სექსუალურ ავანსებს, თუ საამისო მიპატიჟების სიგნალი არ მიგიღია.
6.ნუ აიღებ იმას, რაც შენ არ გეკუთვნის, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ ეს ნივთი მის პატრონს ტვირთად აწევს და მის თავიდან მოშორებას ლამობს.
7.ნუ უარყოფ მაგიის ძალას თუ შენ ის წარმატებით გამოიყენე, თუ წარმატების შემთხვევაში, შენ მაგიას უარყოფ, წაგერთმევა ყველაფერი რასაც მიაღწიე.
8.ნუ დაიწყებ იმაზე ჩივილს, რაც შენ არ გეხება.
9.პატარა ბავშვებს ნურაფერს დაუშავებ.
10.არ მოკლა არაადამიანური წარმოშობის ცხოველები, თუ ისინი არ დაგესხნენ თავს, ან საჭმელად არ გჭირდება.
11..გაშლილ ადგილას სიარულისას, ნურავის შეაწუხებ. თუ ვინმე გაწუხებს, სთხოვე რომ გაჩერდეს, თუ არ გაჩერდა _ გაანადგურე.
სატანისტური ცოდვები
სატანისტური “ცოდვები”, უფრო სწორად კი თვისებები, რომელიც არ უნდა გააჩნდეს სატანისტს არის:
1.სისულელე.
2.პრეტენზიულობა.
3.სოლიფსიზმი.
4.საკუთარი თავის მოტყუება.
5.ჯოგური კონფორიზმი.
6.შეხედულებების ფართე არეალის არქონა.
7.წინა თაობების გამოცდილების არცოდნა.
8.კონტრპროდუქციული სიამაყე.
9.არაესთეტიურობა.
რას ფიქრობთ ამ "ფილოსოფიურ" მიმდინარეობაზე, ანტონ ლავეის ფანტაზიის ნაყოფია თუ მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული კომერციული პროექტი?