#24284255 · 3 Mar 2011, 19:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ დავწერ. დიდი პოსტების წერა აღარ მინდა.
გასაგებია რასაც ამბობ და ვერც შენ ვერ გამიგე რას ვამბობ მე.
მე არ ვამბობ რო მხოლოდ რჯულით გადარჩები. ზევითა პოსტებშიც დაგიწერე, თუ კაცი საქმეებს ჩადის მარა ღმერთის არა წამს მისი საქმე ღმრთის წინაშე არა მგონია შეირაცხოს. მე იმ ადამიანზე მაქ საუბარი რომელიც განგებ უარყოფს ღმერთს,და არ წამს,ანუ ათეისტია რა. ნურავინ ნუ იტყვის რო დიდი მორწმუნეა. ვერ გამიგე, გადარჩენა რწმენით ხდება რა თქმა უნდა მარა როცა ირწმუნებ საქმეებიც არის მასთან ერთად და ამის გაყოფა არ მინდა მე,აი ამას ვამბობ და იმედია გაიგე, რწმენა საქმის გარეშე მკვდარია,მარა გადარჩენა რა თქმა უნდა თუ არ ვირწმუნე აბა როგორ მოხდება? გავიგე რასაც წერ და მოდი ასე ვთქვათ, რწმენა და საქმე ერთადაა. თითქმის მთელი იაკობის ეპისტოლე საქმეებზეა ლაპარაკი,მარა განა ცალკე საქმე? არამედ რწმენიდან გამოდინარე,ასე რომ რწმენა და საქმე ერთადაა,გადარჩენა რწმენით იწყება რა თქმა უნდა და გავიგე რასაც გულისხმობ შენ კი.
| QUOTE | | უბრალოდ გამიგე რას ვამბობ გთხოვ გამიგო |
ვიცი გავიგე. მხოლოდ რჯულით რა თქმა უნდა ვერ გადარჩები. რწმენა და საქმე.
| QUOTE | | მოგიყვანო მუხლები? მითხარი და დავწერ რამოდენიმე მუხლს |
ვიცი ბატონო გავიგე და ვიცი ეგ მუხლები,პავლეს ეპისტოლენი, უბრალოდ შენ ვერ გამიგე მე რას ვამბობ, მე მარტო საქმე არსად მიგულისხმია. მე ვამბობ რწმენა და საქმე ერთადაა.
| QUOTE | | პროტესტანტები უფრო ადრე იყვნენ ვიდრე შენ გგონია? |
ლუთერმა დაუდო პროტესტანტიზმს საფუძველი. ამიტომაც იწოდება პროტესტანტული ეკლესია ლუთერანურად.
| QUOTE | | რჯული უარყოფილი არაა ვინ თქვა? მე გეუბნები რომ რჯულით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება წაიკითხე რომალეთა წერილი იქ პავლე მშVენივრად ასწავლის |
ვიცი ჩემო კარგო. დავწერე მე რასაც ვგულისხმობდი. 11. რადგანაც ცოდვამ, მცნებისგან რომ მიიღო საბაბი, მაცდუნა და მის მიერ მომკლა.
12. ასე რომ, რჯული წმიდაა და მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.
13. ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. არამედ ცოდვამ, იმისათვის, რომ ცოდვად ჩანდეს, სიკეთის მეშვეობით მომაგო სიკვდილი, რათა უცოდვილესად წარმოჩენილიყო მცნების წყალობით.
14. რადგანაც ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი ხორციელი ვარ და ცოდვას მიყიდული.
15. ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს.
16. ხოლო თუ იმას ვაკეთებ რაც არა მსურს, მაშასადამე, ვაღიარებ, რომ რჯული კეთილია.
17. ასე რომ, მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში.
18. რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში.
19. ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს.
20. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში.
21. და ვპოულობ ამ რჯულს კეთილის ქმნა მსურს, მაგრამ ბოროტი კი მიდევს გვერდით.
22. ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები.
23. მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში.
24. ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან?
25. ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი - ცოდვის რჯულს.
მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. გავიგე რასაც ამბობ და შენც გამიგე იმედია მე რასაც ვამბობ. მე განა რწმენა ვუარყვე სადმე?არა, არამედ ვამბობ ამას. 25. მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით
17. ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია.
18. მაგრამ მავანი იტყვის: „შენა გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმე“. მიჩვენე შენი რწმენა საქმის გარეშე და მე ჩემს საქმეთაგან გიჩვენებ ჩემს რწმენას.
19. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც.
20. შენ კი, ამაო კაცო, გნებავს იცოდე, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია?
21. განა საქმით არ გამართლდა მამაჩვენი აბრაამი, როცა თავის ძეს ისააკს მსხვერპლად სწირავდა?
22. ხომ ხედავ, რომ რწმენა შეეწია მის საქმეს, საქმემ კი სრულყო რწმენა.
23. და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, რაც სიმართლედ შეერაცხა“ და ღვთის მეგობრად იწოდა იგი.
24. როგორც ხედავთ, კაცი საქმით მართლდება და არა მხოლოდ რწმენით.
25. განა საქმითვე არ გამართლდა მეძავი რახაბიც, როცა მიიღო მსტოვარი და სხვა გზით წარავლინა შინ?
26. ვინაიდან როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე.
| QUOTE | ჩვენ მართმადიდებლები ვართ ზუსტად მოციქულების ნასწავლს რომ მიყვებიან გადავხედოთ ბიბლიას და ვნახოთ ვინ არის მგავსებაში პირველს ქრისტიანებთან, ჯვარი ხატი საკმეველი ბზა ჯვრის ტარება ნათლობა ბავშვების და სხვა აბა მანახე ბიბლიაში ხოლო ჩვენ რა მივამატეთ მითხარი? არც არაფერი ყველაფერი ბიბლიის თანახმადაა და იმის ძახილი ჩვენ ვიყავითო არააფერია მთავარია ახლა რას აკეთებ ახლა?
|
ამაზე არ დავიწყებ პასუხების გაცემას.იმიტო რო აზრი არა აქ.სხვა თემებშიც იყო ამეებზე საუბარი მარა არ გესმით რასაც ვამბობთ ჩვენ. ჩვენში არ ვგულისხმობ გაყოფას ადამიანისა. მართლამიდებლობა ვიგულისხმე.
| QUOTE | | იტირე კაცო განა ვინმე გიშლის |
სხვანაირა არ გაიგო ეგ ტირილი,მე ისეთ ტირილზე არ ვამბობ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილის ტირილს რო გავს,მე ცოდვებზე სინანული ვიგულისხმობ მანდ.
| QUOTE | | ისე წმიდა რას ნიშნავს თუ იცი? |
ყოველ სიტყვაზე გამოკიდება არაა საჭირო, წმინდა რა არის.სიკეთე რა არის.სიყვარული რა არის, და ასე შემდეგ,
| QUOTE | | იუდეველები შენზე ადრე იყვნენ რატომ არ გწამს მათი? იქნებ ისინი არიან სწორი და მესია არ მოსულა ჯერ? |
იმიტო, მე მესია ვიწამე. მისი ჭეშმარიტება. სადაც მე ვხედავ ჭეშმარიტებას.
| QUOTE | | ანუ ქრისტე პირველი ქრისტიანებისთვის და ჩვენთვის არ მომკვდარა არამედ პირველქმნილი ცოდვა გამოისყიდა მხოლოდ ხომ? ამას ასწავლიდნენ მოციქულები? სად მანახე ერთი ამას სად ისმენ და ვინ გასწავლის ამას? მან გამოიყიდა კაცობრიობის ცოდვა ბიბლიაში არ წაგიკითხავს? იოანეს 3:16 რა წერია განა არ ეუბნებოდნენ მოციქულები მოინანიებ და თქვენი ცოდვები აღიხოცებაო? ეს ავტომატურად არ ხდება მაგრამ თუ ირწმუნებ მაშინ ყველა ცოდვა აღიხოცება და როდესაც მოინანიებ.... |
ვერ გავიგე აქ რას მედავები.შენვე გიწერია პასუხი. თუ ირწმუნებ მაშინ ყველა ცოდვა აღიხოცება როდესაც მოინანიებ. მე იმას არ ვამბობ თუ მოინანიე არ მიგეტევებათქო.
| QUOTE | | რწმენა ამპარტავნებაა? პავლე მაშინ პეტრე და თვით ამპარტავნები ყოფილან ხო? პავლეს სწამდა პეტრესაც რომ გადარჩებოდნენ დ აამას ოცი საუკუნეა საქვეყნოდ ამბობენ ვინ მალავდა მითხარი? არა მხოლოდ ამბობდნენ არამედ სხვებსაც ეუბნებოდნენ რომ გადარჩბითო და თავად უფალმაც თქვა თუ მირწმუნებთ გადარჩებითო ახლა შენ გინდა ამპარტავანი დამიძახე გინდა სექტანტი |
მე არაფერს არ გიძახი შენ.ეს ერთი,მერე ვინ თქვა რწმენა ამპარტავნებააო? ეგ არ მიგულისხმია, რწმენის გაფეტიშებაა ამპარტავნება,როცა ადამიანს თავი ყველაზე დიდი მორწმუნე გონია, მე ვიტყვი ყველგან და დავამოწმებ რო მე მწამს უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, მაგრამ ვინაა მცირედ მორწმუნე და დიდიი ამას უფალი განსჯის და მე არ დავიწყებ არასოდეს რო დიდი მორწმუნე ვარ, ყოველთვის ავღნიშნავ რო მცირედ მორწმუნე ვარ.
| QUOTE | | შენ იესო ქრისტესი არ გჯერა და ადამიანების გჯერა, მერე მე რა ისინი თუ მალავდნენ მე პირიქით ვამაყობ და მსურს რომ შენც იყო იმაში დარწმუნებული რომ ხვალ რომ მოკვდე სასუფეველში იქნები |
რატომ მწამებ ცილს. შენ არ იცი მე ვისი მწამს. მე რომ ესეთი კითხვა დავსვა: რატომ გწამს მოციქულების? იესო ხო არ გინახავს პირდაპირ ფიზიკურად.მაშ რატომ გწამს მოციქულების. მოციქულები ადამიანები არ იყვნენ თუ რა? თუ მოციქულების მერე არავიზე გადმოსულა სულიწმინდა? და არავინ ასწავლიდა სხვა? შენ გგონია რო განსხავვებულს ასწავლიან ის ადამიანები რომელიც შენ იგულისხმე. ეგ შენ გგონია ეგრე რომელიც არანაირად არაა ეგრე, ამიტომ ამაზე კამთს აღარ დავიწყებ.არც შენ მითხრა მეტი. აზრი არ აქ.
| QUOTE | | სიმდაბლე რა არის??? |
კიდევ ვამბობ სიტყვებზე გამოკიდება ნუ იცი და ნურც იმას ამბობ რო შენ იცი ყველაფერი.
| QUOTE | | სიმდაბლე ის არ არის რომ ღმერთი განადიდო და თქვა უფალმა მე ეს მაჩუქა და მისი წყალობით დახსნილი ვარ ამის დამალვა სიმდაბლე არაა ეს უგუნურებაა რადგანაც საჩუქარს გამოსაჩენ ადგილზე დებენ და არა დასამალ ადგილზე |
ნურც ამაზე შემედავები . ახალ რაღაცეებ ნუ მომიგონებ ხოლმე.
| QUOTE | | დამღუპველია ადამიანთა კვალზე მიმყოლი. მე განა ვამბობ რომ ისითი ჯოჯოხეთში არიან მაგრამ უფალმა ბრძანა მე გამომყევითო და არა მამა პაპათ და ისტორიას ამიტომ მიის გაძღოლა თუ გინდ ააიღე ბიბლია დანახავ რა გზით დადიოდა უფალი |
ეეხ ჩემო კარგო აბა რას ამბობ. შენ რა გგონი ჩემ წინაპრებში ვისა ვგულისხმობ? ურჯულოებს და ურწმუნოებს და ათეისტებს რო არ ვგულისხმობ შენც კარგათ იცი. ჯერ ისტორია შეისწავლე საქართველოსი. მერე დაწერე ეგ.
| QUOTE | | მერე ამიტომ გეუბნები თუ ცდილობ არ შესცოდო კარგია დიდება უფალს მაგრამ თუ შესცოდე რა ნაკლებ ღირსი ხდება თუ? |
არანაირად არ ვგულისხმობიმას რაც შენ გგონია. მონანიება არასოდეს არაა გვიან. და არც ნაკლები ხდება. ეს უფალმა იცის როდის მოინანიებს ადამიანი.
| QUOTE | ანუ ბოლოს უფალი საქმეების მიხედვით მოგაგებს? ანუ რამდენი სიკეთე და რამდენი ბოროტება გააკეთე იმის მიხედვით? ისე ერო ინანიებ მაშინ რა ხდება? |
ზევით დაგიწრე საქმეებზე და რწმენაზე. რწმენით და საქმეებით,რადგან საქმე იგივე უფლის ერთგულებაა მის მცნებებში.დამეთანხმები. კიდევ გეუბნები საქმეს ცალკე არ ვაყენებ და მხოლოდ საქმე არსად მიგულისხმიაა.
| QUOTE | | ამ დიდ პოსტებს ზრი არ აქვს ერთ საკითხზე ვილაპარაკოთ დავა შორს წაგვიყვანს და ფუჭიც იქნება და უშედეგო ამიტომ ვილაპარაკოთ საუკუნო სიცოცხლეზე გახსოვს რა უთხრა მოციქულებს უფალმა იესომ? ნუ გიხარიათ რომ სულები გემორჩილებათ არამედ ის რომ თქვენი სახელები ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში. არა ჩაეიწერება არამედ უკვე ჩაწერილიაო და რა უცოდველები იყვნენ? არა... ხოლო მეორე ის რომ იხარეთო იხარეთო და კიდევ იხარეთო რომ თქვენი სახალები ზეცაშია ჩაწერილიო... |
მოკლე პასუხი. იმიტო რომ უფალმა აირჩია ისინი და არა მოციქულებმა უფალი. რა დროსაც ვგულისხმობ იმედია გაიგებ.
| QUOTE | | მოციქულებს მივდევთო და რასაც ისინინ აკეთებდნენ და ასწავლიდნენ სადღაც კუთხეში გაქვთ მიტოვებული |
ამას ალბათ მართლმადიდებლებზე ამბობ. მოკლე პასუხი: ტყუილია და ცილის წამება.
| QUOTE | | ისე მაინტერესებს მეორე რამ. შენ თავად თუ კითხულობ ბიბლიას? თუ იკვლელვ თუ გაინტერესებს? |
ვკითხულობ. სიტყვა " კვლევას" სიტყვა " განმარტება" ჯობია
| QUOTE | | მე დავდებ ციტატებს ბიბლიიდან ალბათ მომავალში და ვნახოთ მართლა მისდევთ თქვენ იმ სწავლებას რასაც მოციქულები ასწავლიდნენ საუკუნო სიცოცხლეზე |
აი აქ კი ყველაფერი ჩააფლავე და აი აქ ვხედავ თქვენ დიდ ამპარტავნებას. თქვენ ყოვლის მცოდნეები გგონიათ თავი. ჯერ დაკითხვა არაა საჭირო ჩემო კარგო მე რა ვიცი და რა არა.
აი შენ ხო იცი რო ყველაფერი იცი. ხოდა მაგ სიმართლით იარე. არ შეწუხდე მაგ ციტატების მოყვანით.
P.S : რა ციტატების მოტანაც გინდოდა ყველაფერზე აქ პასუხი მართლამდიდებლობას.
This post has been edited by koba71786 on 3 Mar 2011, 20:32
|