არადა ყოფილა შემთხვევები, განსაკუთრებით ძველ დროში, რომ კაცი მკვდარი ეგონათ, დაუმარხავთ და ცოცხალი იყო სინამდვილეში. არსებობს ვარაუდი, რომ გოგოლს სწორედ ასე მოუვიდა. მკვდრად ჩათვალეს და დამარხესო. მერე საფლავი ხელახლა რომ გაუთხრიათ და კუბო გახსნეს, მიცვალებული პირქვე ყოფილა დამხობილი და კუბოს შიგნიდან ვითომ ნაფხაჭნი ჰქონდაო.
არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ პატარა ვიყავი, გაზეთში რომ წავიკითხე ეს და შოკში ჩავვარდი.
ალბათ ასეთ შემთხვევაში როგორ გამოადგებოდათ მობილური ტელეფონი...