კი მასეა, თანაც საკმაოდ ძლიერი საშუალებაა
რელიგიის მართვის მეთოდები ძალიან მაგონებს სეთურის მართვის მეთოდებს ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური ნაწარმოებიდან
როგორც სეთური აზეპირებინებდა ხალხს თავის სახვადასხვა სახელებს და ამით მათ ფსიქოლოგიას ტვირთავდა რომ სხვა რამეზე (პირველრიგში კი თავისუფლებაზე) არ ეფიქრათ, ისე ეკლესიაც აზეპირებინებს ათასგვარ საეკლესიო წესებს:
დღეს მარხვაა ხვალ ხსნილია, დილას ეს ლოცვა უნდა წაიკითხო საღამოს ის ლოცვა, დილას წირვას უნდა დაესწრო საღამოს ლოცვას, ამ დროს ამდენი მეტანია უნდა გააკეთო და სხვა დროს მეტანიის გაკეთება არ შეიძლება, დღეს ეს უნდა გააკეთო ხვალ ის და ა.შ. უსასრულოდ.
მრევლიც ყოველდღიურად დატვირთულია სხვადასხვა წეს-ჩვეულებებით და კმაყოფილია, რადგან გონია, რომ რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს თავისთვისაც და სხვისთვისაც. მისი თავმოყვარეობა დაკმაყოფილებულია, რადგან გონია რომ თვითრეალიზებულია და აკეთებს რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს და შესაბამისად თავადაც განსაკუთრებულია.

ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა ეკლესიის მორჩილება და ისიც დიდი სიამოვნებით ემორჩილება და ასრულებს მის ყველა მითითებებს .
თუ გახსოვთ სეთური რომ ათხრევინებდა ხალხს გვირაბს ჭაში გასასვლელად და აბრაგებს რომ ეუბნება იმედს ვუქმნი ხალხსო.
ზუსტად მასეა ეკლესიის შემთხვევაშიც.

საჭიროა იმედი მასებისთვის, რათა ამ იმედის მოლოდინი ჰქონდეთ და ამ იმედის ხორცშესხმისთვის მორჩილები იყვნენ და ყველა მითითება შეასრულონ. ეს იმედია ზუსტად სამოთხე, მარადიული ცხოვრება და ზოგიერთ შემთხვევაში ამქვეყნიური სიკეთეებიც, რომლებსაც საეკლესიო იერარქები პირდებიან ხალხს.
ხოლო თუ მოხდა და ვინმემ თუთაშხიასავით შეუძახა რას შვებით ხალხო და თუ ხედავთ ამასო, რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმაო

იმათ იგივე ბედი ელით რაც ჭაბუა ამირეჯიბის შესანიშნავი ნაწარმოების მთავარ გმირს ხვდა წილად, რადგან ხალხს ეშინია სიმართლის, იმიტომ რომ სიმართლე გაცილებით უფრო მკაცრი და შეუბრალებელია, ვიდრე ის ზღაპრები რომელშიც იქამდე უწევდათ ცხოვრება. როგორც ნარკომანი გაურბის რეალობას, ისეა რელიგიური ადამიანიც : უჭირს იმ აზრთან შეგუება რომ მოკვდება და აღარ იარსებებს, რომ მისი "კეთილი" საქმეებისათვის იმქვეყნად არავინ დააჯილდოვებს და ა.შ. ამიტომაც ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნას გაბრუებულ მდგომარეობაში ყოფნა ურჩევნია. ნამდვილად მართალი იყო მარქსი, რელიგია ძალიან გავს ოპიუმს, რომლსაც ნარკოდილერები ანგარებით ძალიან ბოროტად იყენებენ