Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠

        
ჯგუფი: Members
წერილები: 47222
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04
|
#24682601 · 28 Mar 2011, 13:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Oldŭboi
| QUOTE | და მიზეზი რა არის მაგ შიშის? შეუძლებელია ადამიანი შეცდეს? ჩემი აზრით გამუდმებული ბრმა რწმენა ისე რომ საერთოდ არ გაეცნო საწინააღმდეგო აზრს, საბოლოო ჯამში ცუდ შედეგს გამოიღებს, დიდი ალბათობით ფანატიზმში გადავა.
|
მაგ შიშის მიზეზი ის არის, რომ მისი ცხოვრება აზრს დაკარგავს, ანუ ფაქტიურად ამოაგდებ "კომფორტის ზონიდან" ფსიქოლოგიურად ადამიანი მიდრეკილია გარშემო კომფორტი შეიქმნას, ეს ფიზიკურ კომფორტს არ გულისხმობს, ფიზიკური კომფორტიც კი იმისკენ არის მიმართული, რომ ფსიქოლოგიურად კარგად იყოს. ხოლო როცა მორწმუნე ფიქრობს, რომ ის სიკვდილის მერე სამოთხეში მოხვდება, იქ მკვდარ შვილს, ოჯახს და ა.შ. ნახავს, იქ ინება სამართლიანობის აღსრულება და ა.შ. ეს მისთვის დიდი კომფორტია, მერე ვიღაცა, მისნაირი ადამიანი მოდის და ამ ზე-იდეებში ეჭვი შეაქვს, ეუბნება, რომ შეიძლება ცდებოდეს, არ შეეშინდება? ყველას შეეშინდება, მეც შემეშინდება.
ეს საშუალო, რიგითი მორწმუნის შემთხვევაში, ახლა შენ დაუფიქრდი, რამდენმა ადამიანმა მიუძღვნა საკუთარი ცხოვრება სხვადასხვა ტიპის ღმერთს? წარმოიდგინე მღვდელი, რომლის ოჯახიც, მისი წარმატება და ძალაუფლება, მის მიმართ უზარმაზარი პატივისცემა ამ იდეაზეა ჩამოკიდებული - მის გარეშე ის რიგითი ადამიანია. ანდა უარესი -ბერი! რომელმაც მთელი ცხოვრება ასკეტურ ცხოვრებაში გაატარა, იმ იმედით რომ მერე საიქიოში აუნაზღაურდება, მის რწმენაში ეჭვის შეტანით, შენ პრაქტიკულად იმას ეუბნები, მთელი ცხოვრება მოცდი უაზროდო... ანუ შენ საფრთხე ხარ! ამიტომ თუ დასჭირდება - მოგიშორებს.
ადამიანთა უმრავლესობას არაფერში სჭირდება არც სიმართლე და არც თავისუფლება, იმიტომ რომ ამ ორ მოვლენას თან პასუხისმგებლბა სდევს, პასუხისმგებლობა კიდე არავის სურს. სამაგიეროდ სასიამოვნო ტყუილი იყიდება ლიწინით.
creedo
| QUOTE | შესაძლებელია შენც ცდებოდე, მორწმუნეს თუ შიშები აქვს ღმერთის არ არსებობის შენ შიშები გაქვს ღმერთის არსებობის. რომელი ჯობია, ცხოვრობდე წესებით რომელსაც შენთვის ზიანი არ მოაქვს თუ ცხოვრობდე უხილავი მტრის შიშით რომელიც ასაკთან ერთად მატულობს ? : )) |
ნამდვილად ასეა, ერთი ჩასწორებით - ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ღმერთი იარსებებს თუ არა, უფრო მეტიც, რომ არსებობდეს მაინც არ ვადიდებდი ასეთ ბოროტების წყაროს, ასეთ არსებას, რომელსაც ფეხებზე კიდია მის მიერ შექმნილი არსებების ტანჯვა და ერთი ხელის გაწკაპუნებით შეიძლება უშველოს, მარა არ შველის. განსაკუთრებით თუ სამოთხეში ისეთი ხალხი უნდა დამხვდეს, როგორიც მორწმუნეებია - ჯოჯოხეთი მირჩევნია 100%.
ეგ შენ ფიქრობ რომ ზიანი არ მოაქვს, ჩემთვის კიდევ ზიანი მოაქვს, იმიტომ რომ მასწავლის, თითქოს ტალახიდან გამომძერწეს, მაშინ როცა ვიცი - ევოლუცია ფაქტია. ჩემთვის ეს წინააღგმდეგობაა, ძალიან დიდი, რომელსაც ვერანაირი პირობა ვერ გადამიწონის. მითუმეტეს არ მაქვს არანაირი მიზეზი, რატომ უნდა მწამდეს მაინცდამაინც ებრაული მითოლოგიის და არა ვთქვათ ბერძნული მითოლოგიის? არ მაქვს ეს ღმერთების და მფარველების მოთხოვნილება, საკუთარი თავის რწმენა მაქვს საკმარისი + სკეპტიკი ვარ + ავტორიტეტებს ვერ ვიტან + მეამბოხე ცოტა ბავშვური ნათქვამია, მაგრამ ასეა - სულით მეამბოხე ვარ, ვერ ავიტან წვერებიანმა, შავებში ჩაცმულმა და სასაცილო ქუდის მქონე კაცმა გადამიწყვიტოს როდის უნდა მქონდეს სექსი, უნდა ვჭამო თუ არა ხორცი და ა.შ. სისულელეები, იმიტომ რომ უმეტესობა მათგანზე, გაცილებით ჭკვიანი ვარ, იმიტომ ყველაფერი იქეთ მიუთითებს, რომ ისინი ცდებიან და ჩემი დამორჩილება სურთ, ებრაული ზღაპრებით.
აი უხილავი მტრის შიშით, რომელიც ასაკთან ერთად მატულობს - მორწმუნე ცხოვრობს, რაც უფრო ახლოს არის სიკვდილთან, მით უფრო უმძლავრდება ეს შიში, რომ იქნებ მთელი ცხოვრება ისე გალია, რომ არაფერი გაუკეთებია და ახლა უნდა გაქრეს? ეს არ უნდა, ჰოდა იწყებს უაზრობების დაჯერებას... ისე ძალიან კარგი ფილმია: Invention of lie ქვია, კომედიაა და ზუსტად ამ თემაზე.
--------------------
Sic semper tyrannis⚡️
|