არა, მე ეგ არ მითქვამს
როცა ღმერთის გწამს (ყოველგვარი სხვა განმარტებების გარეშე) ამას რელიგია არ ჰქვია.
მაგრამ, თუკი გწამს ღმერთი, ყოველი შემდგომი ქმედება თუ მოსაზრება ამ რწმენის შესახებ, არის უკვე რაღაც დამოკიდებულება, რომელსაც რელიგია ეწოდება.
მრწამსი არის ტერმინი, რომელიც სრულიად სხვა რამეს გამოხატავს. შეგიძლია განმარტებით ლექსიკონშიც ჩაიხედო.
ნუ გაქვთ ამ სიტყვაზე ალერგია

არ არის ტერმინი "რელიგია" ცუდი სიტყვა. ის ჩვეულებრივი ტერმინია, რომელიც გამოხატავას ამა თუ იმ ადამიანის კავშირს ღმერთთან.
მე ვიცი, რომ ერთადერთი მიზეზი ამ ტერმინის ანტიპატიისა არის პროტესტი საყოველთაოდ ცნობილი რელიგიების მიმართ.
ნუ გექნებათ ეს პროტესტი, რადგან ამით თქვენ ამ მშვენიერ "სიტყვას" სხვა მნიშვნელობას ანიჭებთ, არა იმას რაც სინამდვილეში არის, არამედ სხვა, რომელიც თქვენ გაქვთ წარმოდგენაში.