დღესდღეობით რელიგიის როლის დასაკნინებლად თუ განსამტკიცებლად ათასობით მიზეზს იგონებენ, მაგრამ მრავალი მათგანი სუბიექტური შეხედულებების მატარებელია, სინამდვილეში კი საქმე გვაქვს საზოგადოებასთან, რომელიც ყოველდღიურობით და ყოველდღიურობაში არსებული მატერიალური პრობლემებით დატვირთულს ერგვარი ხსნის სახით ევლინება რელიგიური მოტივები.
საერთოდ, ადამიანს აქვს მიდრეკილება სულიერებისაკენ, ანუ იმ შეუცნობლისაკენ, რომელსაც ერთის მხრივ ზეგავლენა აქვს მასზე, მეორეს მხრივ კი ყოველდღიურობისაგან თავის დაღწევის საშუალებას აძლევს და ამასთანავე იძლევა მიმართულებას ჭეშმარიტებისა და ხსნისაკენ. ერთადერთი ასეთი ერთობა არის სწორედ რელიგია, რომელიც ახერხებს და საკუთარ თავში ატარებს ხსნის ყოველივე ნეგატიურისაგან მოტივს. მართალია რწმენა აბსოლუტურად ინდივიდუალური მოვლენაა და მას არანაირი კავშირი არ აქვს ინსტიტუციონალურ ერთობასთან, მაგრამ განსაკუთრებით გავითარებად ქვეყნებში, სადაც ინდივიდზე წინ უფრო კოლექტიური შეხედულებები ჭარბობს, რელიგიის როლი უზომოდ დიდია. თუმცაღა ამის მიზეზი ისიც არის, რომ ყოველდღიურობა დაცლილია ირაციონალური ფაქტორებისაგან, არ არსებობს განსაკუთრებულობის ცნება და რაც ყველაზე ცუდია, საზოგადოება ვერ ახერხებს ყოველდღიურობაში დათესოს ის, რის კომპენსირებასაც ახერხებს რელიგიური დაწესებულებებში სიარულით.
შესაბამისად, სანამ საზოგადოების ყოველდღიურობა იქნება ძლიერი სოციალური პრობლემებით განმსჭვალული, მანამ იქნება რელიგიის, როგორც გარკვეულწილად ხსნის ინსტიტუტის არსებობის აუცილებლობა.
მაგრამ საქართველოს მაგალითზე, ისევე, როგორც ცალკეული ინდივიდების მაგალითზე, სურათი რადიკალურად იცვლება. გარდა ზემოთ თქმულისა ქართველი ერი ძველთაგან დიდ მნიშვნელობას ძენდა ღვთაებრივის ცნებას და პოლიტიკაშიც გარკვეულწილად ატარებდა სულიერ მოტივებს. შესაბამისად ერი ცოცხლობდა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სულიერი ძლიერებითაც. დღეისთვის პოლიტიკაში, სამწუხაროდ, რელიგია საშუალებად იქცა, ფარად, რომელიც უნდა გამოიყენოს ცალკეულმა ძალამ. ეს კი, ზოგადად, ძირეულად იწვევს ქრისტიანული მრწამსისაგან ადამიანთა დაშორებას, რადგან ასეთ დროს წინ პროპაგანდისტული მოტივები უფრო მოდის, ვიდრე სულიერი.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოსათვის რწმენა უდიდესი ფასეულობა გახლდათ. საბჭოთა კავშირმა ერთგავარად დაასამარა მისი მისტიური მოტივები და საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ შეგვრჩა, ნახევარზე მეტად ინსტიტუციონალური სახის რწმენა, რომელიც მართლაც რომ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებზეც თავდაპირველ აბზაცებში ვისაუბრეთ – ანუ რელიგია ხშირ შემთხვევაში გახდა რაციონალური და ინსტიტუციონალური ერთობა, რომელიც ადამიანს ყოველდღიურობისაგან მოწყვეტაში ეხმარება, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. შესაბამისად ჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც რელიგიის როლს აკნინებენ და მის წინააღმდეგ გაურკვეველი მიმართულების ბრძოლას აცხადებენ, რაც რელურად უსაფუძვლოა. რელიგიის გავლენა ადამიანზე ბევრად უფრო ღირებული შეიძლება გახდეს, რადგან რელიგიას შეუძლია პიროვნებას უბოძოს არამხოლოდ დროებითი დასვენების საშუალება, არამედ რმწენა საკუთარი თავის, ქვეყნისა და უკეთესი მომავლისა და ასწავლოს თუ რას ნიშნავს ეცადო, ეწადო და მიაღწიო უფრო მეტს.
მე შეგახსენებთ წარსულს, როდესაც რელიგიას საკუთარ თავზე აღებული ჰქონდა საგანმანათლებლო ფუნქციაც, რომელსაც საკმაოდ მაღალ დონეზე ასრულებდა კიდეც იგი. დღეისათვის კი ეს ფუნქცია ინდივიდთან მიმართებით აღარ არსებობს და ხშირ შემთხვევაში (თუმცა არა ყველა შემთხვევაში – საბედნიეროდ) ბრძანებითი კილოთი არის ფორმირებული, რომელიც იერარქიულ კიბეს მოგვაგონებს. შემეცნებამ, კვლევამ, ძიებამ უკანა პლანზე გადაინაცვა და წინ წამოიწია უკვე არსებულმა, უეჭველობამ და ძიების უარყოფამ, რაც ზოგადად მკაცრად ფორმალურ ინსტიტუტებს ახასიათებთ.
მე კვლავ შეგახსენებთ, რომ საქართველო ის ქვეყნაა, რომელიც ლაზარეს აღდგინებასთან არის დაკავშირებული. არსებობს შემდეგი მოტივი: იესო ქრისტემ როგორც ოთხი დღის გარდაცვლილი ლაზარე აღადგინა მკვდრეთით, ისევე აღდგა საქართველო და სამომავლოდ თავის სიტყვას სულიერსა და მატერიალურ ყოფაში აუცილებლად იტყვის. ლაზარესეული იდეა თანამედროვე საქართველოში და თუნდ რელიგიურ მოტივებში ნაკლებად არსებობს ანუ შედარებით წარსულთან თანამედროვეობამ რელიგიას დაატყო ისეთი კვალი, რომ მისგან გაქრა ღრმა ძიებანი, ირაციონალური მოტივები… მინდა გაგახსენოთ, რომ შუა საუკუნეებში ევროპა სწორედ იმიტომ იყო სულიერად დაცემული, რომ ყოველივე არაფორმალური იდევნებოდა, ცელცხზე იწვებოდა და მონანიებაც კი ფორმალური ქაღალდებით – ინდულგენციებით ხდებოდა. სამწუხაროდ, ხშირად, თანამედროვეობაშიც, სოციალურ რელობაში შეინიშნება მსგავსი ტენდენცია, რაც ნიშნავს იმას, რომ რელიგიური ქმედება და მორწმუნის სტატუსი, ფორმალური ხასიათისა გახდა. შესაბამისად, დიახ, დღეისათვის რელიგიის როლი განუსაზღვრელად დიდია, მაგრამ უფრო ნაკლებ იმიტომ, რომ მას შეუძლია ღრმა სულიერიერის მიწოდება ინდივიდისათვის, არამედ საზოგადოების ყოველდღიურობიდან, რაღაც უფრო მაღალზე გადატანის ერთადერთი საშუალებისა და გამოსავლის გამო.
სულიერებას და თავის ირაციონალურ გავლენას მთლიანი კაცობრიობის ფორმირებაში დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, მთავარია იგი აღიქმებოდეს, როგორც რაიმე ცოცხალი და არა ფორმალური, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების კონკრეტული შტრიხის განმსაზღვრელი იქნება.
http://www.patriots.ge/?p=293
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.