არ ვიწყენ, მაგრამ სანამ მსგავს კითხვას მეორედ დასვამ, მანამდე იფიქრე რა სხვაობაა უცდომელობას და უცოდველობას შორის.

პაპები არასოდეს ყოფილან შეუმცდარები და არასოდეს უცოდველები, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და იქნებიან, მათი აზრები, წერილები ან მოსაზრებები შეიძლება მცდარი იყოს ან უარყოფითი. მაგრამ როდესაც პაპი პეტრეს ტახტზე ჯდება, რაც საუკუნეში ერთხელ შეიძლება მოხდეს ან არც მოხდეს. აქ უკვე როგორც ეს მსოფლიო კრებების დროს ხდებოდა სულიწმიდის მადლით იკლაპარაკოს.
ეკლესია ასწავლის რომ სახარება დაწერილია და ზოგადად ბიბლია, სულიწმიდის მადლით მოციქულების და სხვა ადამიანების მიერ, ამიტომ თუ აღიარებ რომ ბიბლია სულიწმიდის შთაგონებით დაიწერა და მსოფლიო კრებები სულიწმიდის შთაგონებით გაიმართა, მაშინ ქრისტეს მიერ პეტრესადმი გადაცემული რეგალიები სწორედ სულიწმიდის მადლით მის ქმედებაზე მეტყველებს, ოღონდ არა ყოველთვის და არა ყველგან. იხილე მათე: 16, 16-19 მუხლები.