ღრმად ნამდვილად არ ვარ გაცნობილი, მაგრამ ზოგადი ცოდნა მაქვს.
ანუ 7 ჩაკრა, 7 ენერგეტიკული ცენტრი რომლიც ადამიანს გააჩნია, და მათი განვითარება და ზეგავლენა ადამაინზე.
ინი და იანის პრინციპის ფართო გაგებაში რას გულისხმობ?
მე მესმის როგორც ორი ურთიერთსაპირისპირო ძალა, ბნელი და ნათელი ,დადებითი და უარყოფითი
და სამყარო შედგება ამ ორი ძალით, ანუ ყველაფერშია ეს ორი მხარე, ყველა არსებულ ორგანიზმს აქვს ინიც და იანიც ,
და ინი და იანი მოიცავს ერთმანეთს , ისინი კი არ განიზიდავენ და ეწინააღმდეგებიან ერთამნეთს, პირიქით ავსებენ ერთმანეთს, ერთიანდებიან ერთმანეთში,
ისე რომ ვიღაც იყოს მხოლოდ თეთრი და ვიღაც მხოლოდ შავი ასე არ არის, ადამაინს შეუძლია ერთი მხარე უფრო მეტად წამოსწიოს წინ, მაგრამ სრულიად გამორიცხვა არა.
ადამაინი არის გარკვეული ენეგრეტიკის მატარებელი, და ეს ენერგეტიკა არის ჩვენს გარშემოც, მთელს სამყაროში,
და იმის მიხედვით თუ ადამაინი რას ირჩევს _ დადებითს თუ უარყოფითს, ის ხდება იმ ენერგეტიკის მატარებელი
და აგზავნის მას სამყაროში და და შემდეგ უბრუნდება უკან ის, თუ რა ენერგეტიკა გააგზავნა მან.
სამყარო ჩემთვის ერთი მთლიანია,
ანუ მე მთლიან სამყაროს ასე ვხედავ,
როგორც ადამიანის ორგანიზმი და შიგნით მიმდინარე პროცესები და სხვადასხვა უმარავი ორგანო თუ უჯრედი,
მსაგვასდ ამის სამყარო მთლიანია და ჩვენ მის შიგნით ვართ, მისი აგებულების შემადგენელი ნაწილები ვართ, ორგანოები, უჯრედები და ასე შემდეგ...
და მთლიან კოსმიურ სამყაროსთან ურთიერთობაში ვართ ყოველ დღე, ყოველ წუთს, და ვახდენთ ერთმანეთზე გავლენას.
რა ვიცი მე ასე ვხედავ, და თუ ვცდები რამეში აგრე ხართ და მითხარით.
This post has been edited by Night_Princess on 17 Apr 2011, 19:09