თავიდან მეც ესე ვიყავი , მერე ჩავუღრმავდი ამ საკითხს და იმ დასკვნამდე მივედი რომ, არა მარტო მატყუებდნენ არამედ მეტწილად თვითონ ვიტყუებდი თავს. თან ერთი რამეც არის, სიტყვა "მორჩილება" სასტიკად მაღიზიანებს. ჩემი აზრით ადამიანი თავისუფალია და არ უნდა დაემორჩილოს რაღაც მცდარ დოგმატებს.
შენს შემთხვევაში ყველაზე მართებულია საკუთარ თავს შეეკითხო, საკუთარ გულს და გონებას, მართლა გჯერა თუ გინდა რომ გჯეროდეს. ისე კი თუ რწმენას ერთი ბზარი გაუჩნდა ადრე თუ გვიან ჩამოიშლება.
მთავარი არ არის გჯერა თუ არა, მთავარია ეძებდე ჭეშმარიტებას.