უამრავი ადამიანი, რომელიც ღამისთევით იმყოფებოდა სვეტიცხოველში და მირონის ხარშვის პროცესს ესწრებოდა, ისეთი მოვლენის მოწმე გახდა, რასაც მართლმადიდებლური სამყარო სასწაულს უწოდებს: მლოცველთა თქმით, დაახლოებით შუაღამის პირველ საათზე ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე წმინდა ნიკოლოზის ხატი გამოისახა.
თვითმხილველთა თქმით, ღამისთევით მლოცველთა უმრავლესობა ამ სასწაულის შემდეგ გაოგნებული იყო. როგორც მოვლენის ერთ–ერთმა თვითმხილველმა, ლეილა ჩარგაზიამ „პრესა.ჯი“–ს უთხრა, რამდენიმე ქალს გულიც კი წაუვიდა:
„როგორც კი ვიღაცამ დაიძახა, ნახეთ, წმინდა ნიკოლოზი გამოისახაო, მრევლი აღმოსავლეთ კედელს მიაწყდა. ამ დროს ტაძარში მირონი იხარშებოდა. წმინდანი სწორედ იმ მხარეს გამოისახა კედელზე, სადაც მირონს ხარშავდნენ. იგი ასეულობით ადამიანმა ნახა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჩანდა და არ შეიძლებოდა, სხვაში აგრეოდა. თავდაპირველად რამდენიმე ქალი ცუდად გახდა – გული წაუვიდა. ჩვეულებრივი, ყველა მორწმუნისთვის ცნობილი ხატის გამოსახულება იყო, ღვთისმშობელი რომ ომფორს აწვდის და მაცხოვარი კი სახარებას... მირონ–ლუკიის ეპისკოპოსი, მსწრაფლშემსმენელი და საკვირველთმოქმედი ნიკოლოზი გვფარავდეს ყველას...“
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=4568 „პრესა. ჯი“ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ დედა პარასკევას დაუკავშირდა:
– დედაო, სვეტიცხოვლის აღმოსავლეთ კედელზე წმინდა ნიკოლოზის გამოსახვამ უკვე დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია...
– რა თქმა უნდა, დიდი მადლისა და წმინდა ნიკოლოზის მფარველობის ნიშანია ის, რაც მოხდა, მაგრამ გეტყვით, რომ სასულიერო სფეროში ასე თუ ისე, ღრმად ჩახედული პირისთვის მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ასეთი გამოცხადებები ჩვეულებრივი მოვლენაა, არამედ მინდა, მირონის ხარშვის მნიშვნელობას გავუსვა ხაზი. როგორც მამა გაბრიელი ამბობდა, მირონის ხარშვის დროს იქ წმინდანები ტრიალებენ. ალბათ, გუშინ ღამითაც ბევრნი იყვნენ, ხალხთან გამოჩენა კი წმინდა ნიკოლოზმა ინება...
– მაგრამ სკეპტიკოსებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მასობრივი ჰალუცინაცია ან ფსიქოზი იყო და არა გამოცხადება...
– ღმერთმა შეუნდოს, თუ ასე ამბობენ... ამაში ეჭვის შეტანა როგორ შეიძლება, უამრავი ადამიანია თვითმხილველი, როგორ შეიძლება ყველას ერთდროულად ჰალუცინაცია დაეწყოს? სხვათა შორის, უამრავმა ადამიანმა მოახერხა ამ გამოცხადების გადაღება: ზოგმა მობილურ ტელეფონზეც გადაიღო და ეს კადრები, ალბათ, გავრცელდება. მერე, ალბათ, არავის შეეპარება ეჭვი.
http://presa.ge/new/?m=society&AID=4570---------------------------------
ფოტო და ვიდეო მასალას თუ დადებენ მერე უფრო რეალურად შეიძლება ლაპარაკი, ახლა კი დანამდვილებით ვერაფერს იტყვი კაცი... უბრალოდ თუ ასეთი რამ მართლა მოხდა აქამდე პრესა.გე-ს ფარგლებს წესით უნდა გასცდენოდა. ვნახოთ, ვნახოთ!..
This post has been edited by Front National on 21 Apr 2011, 19:25