gurabeლენინი არის ანტიქრისტე

ამდენი ხანია მაგას ხსნის და რა არის გაუგებარი?
აი უყურე:
გამოც.იოანესი 12,3 - ეს წითელი ათეისტური საბჭოთა კავშირის და სოციალისტური თანამეგობრობის სულიერი სახეა.
გამოც.იოანესი 12,9-12 - ეს ათეისტური ღვთისმგმობელი იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოების დაარსებაა დედამიწაზე.
გამოც.იოანესი 12,17 - კომუნისტების რევოლუციები და სამოქალაქო ომები მთელს დედამიწაზე.
გამოც.იოანესი 13,1-2 - საბჭოთა კავშირის შვიდი თავი, სახელმწიფოს პარტიული ხელმძღვანელები: 1.ლენინი, 2.სტალინი, 3.ხრუშჩოვი, 4.ბრეჟნევი, 5.ანდროპოვი, 6.ჩერნენკო 7.გორბაჩოვია.
ათი რქა 1925 წლისთვის ძალით გაერთიანებული რესპუბლიკები: 1.რუსეთი,2.უკრაინა,3.ბელორუსია4.,მოლდავეთი,5.აზერბაიჯანი,6.საქართველო,7.სომხეთი,
8.უზბეკეთი,9.ტაჯიკეთი10.თურქმენეთი.
გამოც.იოანესი 13,3-4 - ეს ლენინია,რომელიც კაპლანმა დაჭრა და გადაუჩა სიკვდილს.ამის გამო ბევრმა თაყვანი სცა მას და უღმერთოებას.
გამოც.იოანესი 13,5-6 - ეს ლენინის რადიკალურ მებრძოლ ათეისტურ ღვთისმგმობელობაზეა.
გამოც.იოანესი 13,5 - ლენინი სახელმწიფოს სათავეში აქტიურად მოქმედებდა 1917 წ. ოქტომბრიდან 1921 წ. მარტამდე. 42 თვეს.
გამოც.იოანესი 13,7-8 - ეს ის ქვეყნებია სადაც გაიმარჯვეს კომუნისტებმა.
გამოც.იოანესი 13,11-13 - ეს სტალინია.
გამოც.იოანესი 13,11-15 - ეს სტალინია.ის იყენებდა პირველი მხეცის,ლენინის ავტორიტეტს,გააფეტიშა ის მთელი მსოფლიოსათვის და ნადგურდებოდა ყველა და ყველაფერი ვინც თაყვანს არ ცემდა ლენინის ხატებას და ათეიზმს.
გამოც.იოანესი 13,16 - ანუ ემოქმედათ ლენინის და ათეიზმის,კომუნისტური იდეალების სადიდებლად ფიზიკური ან გონებრივი შრომით.
გამოც.იოანესი 13,17 - ეს რიცხვი დარწმუნებული ვარ ლენინია.
გამოც.იოანესი 17,11 – ეს გორბაჩოვია,რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი.
გამოც.იოანესი 14,8–11 – კომუნისტური და შემდგომი რუსეთის დასასრული.
გამოც.იოანესი 16,3. -,, მეორე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ზღვაზე, რომელიც იქცა თითქოს მკვდრის სისხლად, და ყოველი სულდგმული ამოწყდა ზღვაში.''- ეს პროცესი დღეს მიმდინარეობს იაპონიაში,როდესაც ათასობით ტონა რადიაციული წყალი ოკეანეში ჩაედინება და წამლავს იქაურობას.
ამას თუ დაუმატებთ ძველი აღქმის წინასწარმეტყველებას, რომ უღმერთოების მეფე - სატანა არ დაიკრძალებაო - ესაია 14,20 ( ლენინი ისევ მავზოლეუმშია ), მივიღებთ სრულიად დასაბუთებულ ახდენილ წინასწარმეტყველებას, რაც ვფიქრობ მოსალოცია როგორც ქრისტიანული საზოგადოებისთვის , ასევე მთელი კაცობრიობისათვის , რამეთუ კიდევ ერთხელ დამტკიცდა ბიბლიის ჭეშმარიტება.