ათეისტები აჯობებენ მორწმუნეებს.
იმიტომ რომ მორწმუნეების ერთობა არ არსებობს.
არსებობს მხოლოდ ერთი რელიგიის ხალხის ერთობა ისიც მეტნაკლებად.
მორწმუნეები ერთიანად კი არიან ათეისტების წინააღმდეგ, მაგრამ მერე ცალცალკე ყველა ერთმანეთის წინააღმდეგაა.
რაც არ უნდა დიდი და საოცარი რწმენა ქონდეს სხვა რელიგიის ადამიანს, ის არ ფასდება სხვა ადამაინების თვალში.
ის ადამიანი მათთვის მაინც ურწმუნოა და მაინც ჯოჯოხეთში დასაღუპავადაა განწირული,
მხოლოდ იმიტომ რომ მაინდამაინც ის ღმერთი არ სწამს რომელიც მათ სწამთ.
აი ათეისტები კი არ არიან ასე დაყოფილები.
"ხართ თუ არა ათეისტი?"
არა ათეისტი არ ვარ, მაგრამ არც მორწმუნეების რიგებს ვეკუთვნი,
გამომდინარე იქიდან რომ არ მაქვს ამოჩემებული ერთი რელიგია და ერთი ღმერთი
და არ ვაცხადებ რომ მხოლოდ ერთი რელიგიის წარმომადგენლები იფრენენ სამოთხეში და დანარჩენები მოიხარშებიან ჯოჯოხეთში.
სამყარო ერთიანი ორგანიზმია,
ზოგი ტვინის ფუნქციას ასრულებს, ზოგი გულის, ზოგი კი ნაკლებ სასიამოვნო ორგანოების...

მაგრამ რას იზამ ასეა სამყარო მოწყობილი.
თუ შეეცდები და მეტად გაიფართოვებ აზროვნებას შეიძლება გადაგიყვანონ ნაკლებ სასიამოვნო ორგანოს ფუნქციიდან გულის ან ტვინის ფუნქციის შესასრულებლად.
ასე რომ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.