რა მნიშვნელობა აქვს, რომ დადასტურდეს მაინც არ დაიჯერებ. ან დადასტურებას რას ეძახი? უნდა გამოგეცხადოს? ჰალუცინაციად ვერ ჩათვლი თუ რა? ან უბრალოდ იტყვი რომ ღმერთი არაა... თუ მაინცდამაინც ის გინდა რომ შენ დასარწმუნებლად რაიმე დიიიდი სასწაული მოახდინოს?

და შენი აზრით ღმერთს მეტი საქმე არა აქვს შენ გიმტკიცოს რაღაცეები?

მე თქვენგან ის მაინტერესებდა, რას უარყოფთ, ანუ კონკრეტული განსაზღვრება ღმერთისა, თორემ ლოგიკურად და ჭკუით ღმერთს ვერც დაადასტურებ და ვერც უარყოფ.
რწმენაზე და ნდობაზე კი კარგად ვერ გამიგე. მაგალითად გეუბნებიან, რომ რაღაც თითზე ან სხეულის რაღაც წერტილზე თითს რომ დაიჭერ, რაღაც დაავადება განიკურნება. ეს ზოგისთვის ჩვეულებრივი რეალობაა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ამ პრაქტიკას მისდევს, ზოგისთვის კი აბსოლუტური ზღაპარია და არც კი გამოცდის, ან თუ გამოცდის და მართლა განიკურნება, ფსიქოლოგიურ თვითშთაგონებას მიაწერს... მოკლედ მრავალი ვარიანტია...
არიან წმინდანები სხვადასხვა რელიგიებში, რომლებიც უშუალოდ ხედავენ ღმერთს და უშუალო კონტაქტი აქვთ მასთან, მაგრამ შენ ამას ვერ ან არ დაგიმტკიცებენ, იმიტომ რომ ისევ ვიმეორებ, რისი დაჯერებაც არ გინდა, არც ერთ შემთხვევაში არ დაიჯერებ.
ხალხს ელემენტარულად უცხოპლანეტელების არსებობას ვერ დააჯერებ და პიროვნული ღმერთის არსებობას დაიჯერებენ?

ვედებში ყველაფრის ექსპერიმენტით და პრაქტიკით გამოცდა შეიძლება. არის გზა და მეთოდი, რომლითაც შეგიძლია ღმერთთან უშუალო კონტაქტი დაამყარო... გაინტერესებს? შეისწავლე ეს ცოდნა! არ გაინტერესებს? მაშინ ნუ გაიძახი, რომ მორწმუნეები ბნელები არიან და ბრმად სწამთ, იმიტომ რომ განსხვავება არსებობს მათ შორის, ვისაც ბრმად წამს და ფანატიკია და მათ შორის ვინც იცის ჭეშმარიტება და ეს უკვე რწმენა კი არა ცოდნაა...
კიდევ ერთი ფაქტი:
არსებობენ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტური კრეტინები არიან და შედარებით განვითარებული ადამიანი ხედავს, რომ ის იდიოტია და სისულელეებს ლაპარაკობს, მაგრამ მაინც თავდაჯერებულია და ღრმად სჯერა იმის, რასაც ამბობს. ასეთი ადამიანი უბრალოდ ვირივით ჯიუტია და ვერ გადაარწმუნებ თავის "სიმართლეში" (როგორი იდიოტურიც არ უნდა იყოს ეს "სიმართლე"). ჰოდა ამ სამყაროში ყველაფერი ფარდობითია და ნუთუ არ გაგჩენიათ ეჭვი, რომ ათეისტები ცდებით?
ეჭვი თეისტებსაც უნდა ჰქონდეთ სანამ რწმენის დონეზე არიან და არა ფაქტობრივი ცოდნის, წინაააღმდეგ შემთხვევაში ეს ბრმა რწმენა და ფანატიზმის, იმიტომ რომ ყველა ცოდნა შემოწმებას და პრაქტიკულად განხორციელებას საჭიროებს, მაგრამ ვერც ათეისტები დაადასტურებთ რომ სიმართლეს ამბობთ, იმიტომ რომ იდიოტიზმიც ფარდობითი ცნებაა.
რაც შეეხება შიშს:
შიში იწვევს ათეიზმსაც და ბრმა თეიზმსაც, მაგრამ მხოლოდ უშიშარ ადამიანს შეუძლია პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას და შეამოწმოს ერთიც და მეორეც.
ღმერთის თამაშებში (ვედებში) დემონი კამსა ყველაზე მთავარი დემონია და სწორედ ის უგზავნის ღმერთს სხვა დემონებს, შიშის განსახიერებაა. ანუ სწორედ შიშიდან მოდის ყველა მანკიერება.
და კიდევ ერთი ინფორმაცია:
ვედებში (წინასწარმეტყველებებში) წერია, რომ ჩვენი ეპოქა სავსე იქნება მუდჰებით (მუდჰა სანსკრიტული სიტყვაა და ქართულად ვირს ნიშნავს).
სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ არაფერი არ ვიცით, მანამდე უმეცრებაში ვიქნებით. ერთადერთი ბრძენი ბერძნულ ცივილიზაციაში სოკრატე იყო, ისიც იმიტომ რომ ხვდებოდა თავის უმეცრებას!
This post has been edited by cinemamu on 1 May 2011, 06:02