ვინ თქვენთვის? არა მგონია მართლმადიდებლები კრისნას სატანად აღიქვამდნენ. ყოველ შემთხვევაში ჩამოყალიბებული და ინტელექტუალი მართლმადიდებლები...
* * *
აქ დავდებ ძალიან საინტერესო მონაკვეთს ჯონ ფეივორსის წიგნიდან
"სულიერი მეომარი" მარადიული ნეტარების ძიებაში[/size]
ყველა წმინდა წერილი სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციებში ხაზს უსვამს ღმერთთან ურთიერთობის დამყარების აუცილებლობას. საუბედუროდ, ადამიანებმა ცოტა იციან თავისი სიყვარულის ობიექტზე – იმაზე, თუ რა აწყობს და რა არ აწყობს მას, მის საქმეებზე, მის სასუფეველზე – და იმაზე, თუ როგორ დაამყაროს კავშირი მასთან (ღმერთთან). ჩვენ ფართო ინფორმაციას ვფლობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და რაღაც ნაწილს წარმოგიდგენთ განსახილველად. ყურადღებით მოისმინეთ – ის, რასაც ახლა გაიგებთ, თქვენს ცნობიერებაში ყველაზე საჭირო მომენტში ამოტივტივდება.
ოთხი უნივერსალური გზაროგორ მივდივართ უმაღლეს მიზნამდე? რომელი გზა დაგვაბრუნებს უკან, სახლში? დავიწყოთ იმით, რომ ყველა გზა წარმოადგენს ერთ-ერთს ამ ოთხი ფილოსოფიური კატეგორიიდან: მატერიალიზმი, ვოიდიზმი (“ვოიდ” – ცარიელი, თავისუფალი (ინგლ)), იმპერსონალიზმი და პერსონალიზმი. როცა ვცდილობთ გავიგოთ, რა არის მატერიალური სამყარო, რა იმყოფება მის მიღმა, რა არის სულიერი სამყარო, საჭიროა წარმოდგენა გვქონდეს ამ ოთხ მიმართულებაზე.
მატერიალიზმის ფილოსოფია თავისი საფუძვლით ათეისტური ფილოსოფიაა. მატერიალიზმი ამტკიცებს, რომ ადამიანი – მეტი არაფერია, ვიდრე ფიზიკური არსება, ხოლო სული არ არსებობს. ადამიანის პიროვნება და ცნობიერება მისი საცხოვრებელი გარემოთი განისაზღვრება. ცხოვრება განიხილება, როგორც უბრალოდ კვების, ძილის, შთამომავლობის გაგრძელების და დაცვის პროცესები, თანახმად ჩარლზ დარვინისა, როგორც გარემოსადმი უფრო მეტად შეგუებულების გადარჩენის პროცესი. ეს ფილოსოფია უხეშ ეგოიზმს ანვითარებს, ის დაფუძნებულია ექსპლუატაციაზე და მანიპულაციაზე, და არა ბუნებასთან ჰარმონიაზე. მატერიალისტურ ფილოსოფიას მომხრეები ჰყავს მჩაგვრელების კლასში, რომლებიც ცდილობენ მის მთელს მსოფლიოში გავრცელებას.
ვოიდიზმის ფილოსოფიის თანახმად, მატერიალური საქმიანობა – უბედურების წყაროა, მატერიალურ ურთიერთობებს ტკივილი მოაქვთ, ხოლო მატერიალურ მისწრაფებებს კი სტრესამდე, იმედგაცრუებამდე და დეპრესიამდე მივყავართ. ეს წარმოდგენა მჭიდროდაა დაკავშირებული ბუდისტური ფილოსოფიის წარმოდგენასთან, რომელშიც ადამიანის პირადი მიზანი ნირვანას მიღწევაა, ანუ თავისუფლება ეგოსგან, თავისუფლება მატერიალურ სამყაროზე კონცენტრირებისგან და თავისუფლება გრძნობების აგზნებისგან. ეს ფილოსოფია გვეუბნება, თუ რა არ არის რეალობა, მაგრამ დუმს იმაზე, თუ რა არის იგი.
იმპერსონალიზმს მივყავართ მატერიალური სფეროდან და კოსმიურ ცნობიერებას, ანუ სამადჰის გვაზიარებს. სამადჰის მიღწევისას ადამიანები მთელი სამყაროს უნივერსალურობას და ღმერთთან გარკვეულ ერთიანობას გრძნობენ, იმ თვალსაზრისით, რომ ღმერთად შეიგრძნობენ თავს. მთავარი მიზანი – ღმერთის ენერგიასთან და მის ნათებასთან შერწყმაა. იმპერსონალიზმის ფილოსოფია ცდილობს მოიცვას ყველა ძირითადი მატერიალური ელემენტი, მაგრამ ის ღვთაებრიობის მხოლოდ ერთ მხარეს ხსნის და ამიტომ არასრულყოფილია. ის გვიჩვენებს ჩვენს ერთიანობას ღმერთთან, მაგრამ იგნორირებას უკეთებს იმას, თუ რითი განვსხვავდებით ღმერთისგან, ეს კი ძალიან არსებითია. სწორედ ამ განსხვავებას ვგრძნობთ, და ესაა ფუნდამენტალური საფუძველი სულიერი განვითარებისთვის. თუ ჩვენ განვსხვავდებით ღმერთისგან, მაშინ შეგვიძლია განვივითაროთ მისდამი მსახურების სწრაფვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მისდამი სასიყვარულო სამსახური შეუძლებელი ხდება.
პერსონალიზმის ფილოსოფია აღიარებს, რომ მატერიალიზმს ტკივილი მოაქვს, რომ პიროვნება ამ სიძნელეებზე მაღლა უნდა დადგეს, და განთავისუფლდეს გრძნობითი შთაბეჭდილებებისგან. პერსონალიზმი საკუთარ თავში მოიცავს მატერიალიზმის, ვოიდიზმის და იმპერსონალიზმის ზოგიერთ ასპექტს, მაგრამ უფრო შორს მიდის, და აღიარებს, რომ არამატერიალური საქმიანობაც არსებობს.
განვიხილოთ ასეთი ანალოგია. ადამიანს ღრმული გაუჩნდა კბილში, რომელიც საშინელ ტკივილს აყენებს. საჭმლის სუნის შესუნთქვაც არ შეუძლია ისე, რომ კბილი არ ასტკივდეს. მატერიალიზმი მტკივან კბილს ჰგავს – ის ტკივილს და ტანჯვას იწვევს. ადამიანი ცდილობს გონებრივად ამაღლდეს ტკივილზე და ამავდროულად რაიმე გამაყუჩებელს ღებულობს; ამის გამო ტკივილი დროებით წყდება. ეს ვოიდიზმის საფეხურია; თუმცა ადამიანი თავისუფლდება ტკივილისგან, მაგრამ მის მდგომარეობას შეგვიძლია საუკეთესო შემთხვევაში ნეიტრალური ვუწოდოთ. როცა ადამიანი საჭმლის სუნით ტკბება, იგი იმყოფება დონეზე, რომელიც შეგვიძლია იმპერსონალიზმის დონეს შევადაროთ. როცა ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, მიდის კბილის ექიმთან და კბილს მკურნალობს, მას უკვე შეუძლია არა მხოლოდ სუნი იგრძნოს, არამედ შეჭამოს კიდეც საჭმელი და დატკბეს მისი გემოთი. ეს საფეხური პერსონალიზმის ანალოგიურია. ტანჯვის ყველაზე ღრმა საფუძველის მოცილება შესაძლებლობას აძლევს მას, რომ უშუალო ურთიერთობაში შევიდეს საჭმელთან. ხანდახან, აღმოვჩნდებით რა არაკეთილსასურველ სიტუაციაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოზიტიური ნეგატიურის მოცილებას ნიშნავს. თუმცაღა ნეგატიური მატერიალური სიტუაციის მოცილება – ეს მხოლოდ დასაწყისია. შემდეგი სტადია – ესაა პოზიტიური სულიერი საქმიანობის ძებნაა მატერიალური საქმიანობის ჩასანაცვლებლად.
პერსონალიზმი იმპერსონალიზმის წინააღმდეგპერსონალიზმის კონცეფციები ავტომატურად მოიცავენ იმპერსონალიზმის წარმოდგენებს და აღემატებიან მას. უზენაეს ღმერთს, როგორც აბსოლუტურს, შეუძლია ერთდროულად არსებობდეს როგორც პიროვნული, ისევე უპიროვნო ფორმით. არსებობს ღვთაებრივი ენერგიების სამი ძირითადი კატეგორია:
1. გარეგანი ენერგია, რომელიც მატერიალურ სამყაროს მოიცავს;
2. მოსაზღვრე ენერგია, რომელიც ცოცხალ არსებებს წარმოშობს;
3. შინაგანი ენერგია, რომელიც სულიერ სამყაროს მოიცავს.ჩვენი განპირობებულობის გამო მიდრეკილნი ვართ, რომ სულიერება განვიხილოთ, როგორც მატერიალურის საპირისპირო. ჩვენთვის მატერიალურობა ნიშნავს ფორმების არსებობას, ამგვარად სულიერი უფორმოს უნდა ნიშნავდეს. მატერიალურობა საქმიანობას ნიშნავს, ამგვარად სულიერება საქმიანობის არ არსებობას უნდა ნიშნავდეს. იმისათვის, რომ სულიერი სამყაროს საქმიანობების ჭეშმარიტ გაგებამდე მივიდეთ, უარი უნდა ვთქვათ ამ ცრუ წარმოდგენებზე. კოსმიური ცნობიერების მდგომარეობაში ყოფნის მრავალი და მრავალი ცხოვრების შემდეგ – სიყვარულის და ერთგულების მეშვეობით – შეგვიძლია გადავლახოთ ღმერთის იმპერსონალური გაგება. მაშინ ჩვენ, საბოლოოდ მივიღებთ შესაძლებლობას კონტაქტში შევიდეთ სულიერი სამყაროს საოცარ საქმიანობებში (თამაშებში).
სულიერი სამყარო ჩვენი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოა. უდიდესი მასწავლებლები გამუდმებით საუბრობენ არსებობის ფორმაზე, რომელიც ჩვენი აღქმის უნარს აღემატება. ისინი ცდილობენ, რომ საშუალება მოგვცენ ყველაზე ძვირფასი მდგომარეობის შეგრძნებისა, რომელიც ოდესღაც დავკარგეთ. იმ მრავალი ცხოვრების განმავლობაში, როდესაც სული ერთი სამყოფელიდან მეორეში, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადიოდა, მას არაცნობიერად სწყუროდა სულიერ სამყაროში დაბრუნება.
როდესაც ჩვენ წარმოვთქვამთ ლოცვას: “
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა! წმინდა იყავნ სახელი შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა!”, - ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მატერიალური სამყარო სულიერი სამყაროს ანარეკლია. მატერიალური სამყარო სინამდვილეში რეალობის დამახინჯებული ანარეკლია. აქ ჩვენ მრავალ ადამიანთან ვურთიერთობთ, მაგრამ ეს ურთიერთობა შეზღუდული და მტკივნეულია, და საბოოო ჯამში იმედგაცრუებამდე მივყავართ. სულიერ სამყაროში ღმერთთან ჩვენი ურთიერთობები და ჩვენი საქმიანობა მუდამ სიახლითაა სავსე. იქ ყოველი წამი – ეს უმაღლესი ნეტარების წამია.
სულიერი სამყარო ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება –
ბრაჰმაჯიოტი, რომელსაც ხანდახან აღწერენ როგორც ნათებას, გამოსხივებას, და
სულიერი პლანეტები, რომლებზეც ღმერთის სხვადასხვა გამოვლინებები და მისი ერთგულები იმყოფებიან. ღმერთი იქ თავისი პიროვნული ასპექტით იმყოფება. ზოგიერთი თქვენგანი ჯერ კიდევ ისწრაფვის ღმერთის უპიროვნო ნათების, ბრაჰმაჯიოტისთან შერწყმისკენ. ეს სურვილი მატერიალური დაბინძურების შედეგად ჩნდება და დამახასიათებელია უმაღლესი ცნობიერების განვითარების პირველი ეტაპისთვის. კოსმოსთან ერთიანობის შეგრძნება გვათრობს და ისეთ ნეტარებას გვანიჭებს, რომ ადამიანს გამოაქვს მცდარი დასკვნა, თითქოს ამაზე ამაღლებული არაფერი არსებობს. ეს ჩვენი პირველი მთავარი შეცდომაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოცდილებას უდიდეს სიხარულამდე მივყავართ, ის მაინც შეზღუდულია. კოსმიურ ცნობიერებაზე მაღლა ღმერთთან პიროვნული ურთიერთობის შესაძლებლობა დგას.
იმპერსონალიზმის სკოლები ხშირად იყენებენ ტერმინს “
განთავისუფლება” – განთავისუფლება მატერიალური სამყაროსგან ღმერთთან ერთიანობის მოსაპოვებლად ან იმისთვისაც კი, რომ ღმერთი გავხდეთ. და ისევ, ჩვენი მიზანი განთავისუფლებაზე მაღლა უნდა იდგეს. ჩვენ შეგვიძლია მრავალ და მრავალჯერ განვთავისუფლდეთ, იქამდე, სანამ შესაძლებლობას მივიღებთ, რომ მართლა შევიდეთ ღვთის სასუფეველში. იმისათვის, რომ განთავისუფლების იდეაზე მაღლა ავიდეთ, ჩვენ მრავალი ცხოვრება უნდა გავიაროთ და უამრავი მსხვერპლი გავიღოთ ასკეტიზმის, რელიგიურობის და სხვადასხვა სულიერი ძიებების სახით.
არსებობს განვითარების შუალედური ეტაპი, რომელზედაც შესაძლებლობა გვეძლევა კავშირი დავამყაროთ ღმერთის იმ ინდივიდუალურ ფორმასთან, რომელიც ყოველი ცოცხალი არსების გულში იმყოფება. ღმერთის ეს ასპექტი ცნობილია, როგორც
პარამატმა. ეს უფრო მაღალი ერთიანობაა, იმ თვალსაზრისით, რომ იგი უფრო ლოკალურ და პიროვნულ ხასიათს ატარებს. ეს ცნობიერების ისეთი მდგომარეობაა, რომელსაც უდიდესი იოგები იოგური პრაქტიკების გზით აღწევენ. შემდეგ შეგვიძლია უფრო წინ წავიწიოთ – სულიერ სამყაროში უზენაეს ღმერთთან საბოლოო კავშირს მივაღწიოთ.
თუკი მტკვივანი კბილის ანალოგიეს დავუბრუნდებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც ადამიანი გამუდმებით გრძნობს საჭმლის სუნს, ადრე თუ გვიან მისი მთავარი მიზანი ამ საჭმლის შეჭმა ხდება. მაშინ ეს ადამიანი ყველა შესაძლო მეთოდს გამოიყენებს იმისთვის, რომ მიიღოს ეს საკვები და დატკბეს მისით. მსგავსად ამისა იმპერსონალისტები თანდათან მივლენ პერსონალიზმამდე. მაშინ ჩნდება კითხვა: ავირჩიოთ გრძნობითი სიამოვნებების რთული და ხანგრძლივი გზა თუ მოკლე და პირდაპირი გზით ვიაროთ, მივენდოთ რა უფლის ნებას? მეორე გზა მარადიულ ნეტარებას გვპირდება.
ღმერთთან ურთიერთობის ხუთი სახეროგორც უკვე ითქვა, სულიერი სამყარო თამაშებითაა აღსავსე, რომლებიც ღმერთთან სასიყვარულო ურთიერთობაზეა კონცენტრირებული. არსებობა ნიშნავს საქმიანობას და ურთიერთქმედებას. ასეთი საქმიანობის და ურთიერთქმედების საბოლოო გამოხატულება სიყვარულია, სიყვარული კი თავის თავში მსახურებას მოიცავს. სიყვარული არ ნიშნავს უბრალოდ ვინმეს შეცნობას, მისი უმაღლესი მიზანი კი ხსნა და განთავისუფლება არ არის. ვიმეორებ: სიყვარული მსახურებაა. ყველანაირი საქმიანობა სულიერ სამყაროში ღმერთის მსახურებაზეა დამყარებული. უძველესი წმინდა წერილები ამბობენ, რომ ღმერთთან, როგორც მამასთან ურთიერთობის ფორმის გარდა არის მასთან ურთიერთობის სხვა ფორმებიც. ვედებში დაწვრილებითაა აღწერილი ღმერთის სასუფეველში არსებული საქმიანობები და ნათქვამია ურთიერთობის ხუთ სახეზე, ანუ ხუთ რასაზე, რომლებიც შეიძლება ღმერთთან გვქონდეს.
გამოვიყენოთ ანალოგია ინვალიდზე, რომელიც საწოლზეა მიჯაჭვული. ინვალიდის ურთიერთობა საწოლთან, რომელზეც წევს, პირველი – ნეიტრალური რასის მაგალითად გამოგვადგება. ეს პასიური მსახურების ურთიერთობაა – საწოლი პასიურად ემსახურება ინვალიდს და ამ დროს ნეიტრალური რჩება. მოდის მსახური და საჭმელი მოაქვს ინვალიდისთვის. ეს მსახური მეორე რასაში მსახურებს, რომლის დროსაც ორ მხარეს შორის არსებობს რაღაც ურთიერთობა, მაგრამ ძალიან ფორმალურ დონეზე. შემდეგ ავადმყოფს მეგობარი მოინახულებს. ეს მესამე რასაა – მეგობრული ურთიერთობა, რომელიც მეტ სითბოს და ურთიერთობას გულისხმობს. შემდეგ ამ ადამიანის დედა მოდის და მშობლის ურთიერთობას წარმოადგენს, რომლებიც მეგობრულისგან განსხვავებით უფრო ინტიმურ გრძნობებს მოიცავს. საბოლოოდ სახლში ინვალიდის მეუღლე ბრუნდება და ცოლ-ქმრული სიყვარულის რასაში ემსახურება მას. ნეიტრალიტეტიდან ცოლ-ქმრულ ურთიერთობამდე იზრდება ინტიმურობა გამცემსა და მიმღებს შორის.
კიდევ ერთი ანალოგია – ანალოგია მოსამართლეზე. ადამიანების უმეტესობა მოსამართლისადმი შიშითა და მოკრძალებითაა განწყობილი. კოლეგა მეგობარს ხედავს მასში. ისინი ერთმანეთისადმი გარკვეულ სიყვარულს და პატივისცემას გრძნობენ, რომლებიც მეგობრული ურთიერთობებისთვისაა დამახასიათებელი. სახლში დაბრუნებისას მოსამართლე ქმრად და მამად იქცევა. ის ეხმარება ცოლს ჭურჭლის რეცხვაში და სიამოვნებით ეთამაშება თავის შვილიშვილებს. სიყვარულს ფორმალურობის საზღვრებიდან გამოჰყავს ურთიერთობები. სიყვარული ამარცხებს ეგოიზმს, შეყვარებულებს შორის მჭიდრო პიროვნული ურთიერთობა მყარდება, ყოველი მათგანი უანგაროდ უძღვნის საკუთარ თავს მეორეს.
სულიერი სამყარო – ინტიმურობის, ღრმა ნდობისა და უანგარობის სამყაროა. როცა სულიერ სამყაროში დავბრუნდებით, ჩვენ გვექნება ურთიერთობები, რომლებიც მსგავსია ამ სამყაროს ურთიერთობებისა, მაგრამ არა ადამიანებთან, არამედ ღმერთთან. მატერიალურ სამყაროში ვნება გვამოძრავებს, რომელიც გვაიძულებს ვიმოქმედოთ და სიხარბეს იწვევს ჩვენში. სულიერ სამყაროში, იმის შედეგად, რომ უზენაეს უფალთან ვურთიერთობთ, საქმიანობებისადმი მხოლოდ სიყვარული გვიბიძგებს, უდიდესი უპირობო სიყვარული, იმდენად ძლევამოსილი, რომ ჩვენ ვითქვიფებით მასში და ბოლომდე ვაცნობიერებთ საკუთარ თავს, როგორც სუფთა სულიერ ნაპერწკალს.
დიდი სასიყვარულო ურთიერთობა დედას, მამასა და შვილს შორის, რომლებსაც ხშირად ვხედავთ დედამიწაზე, შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ სულიერი სამყარო არსებობს. მატერიალური ურთიერთობები სულიერის ანარეკლია. სულიერ სამყაროში ჩვენ შეგვიძლია ღმერთს მოვეპყროთ როგორც ჩვენს მეგობარს, ან ჩვენს შვილს. ჩვენ ასევე შეგვიძლია ღმერთთან ცოლ-ქმრული ურთიერთობა გვქონდეს. ყველა ეს ურთიერთობა შესაძლებელია. ყოველი ჩვენგანი გარკვეული ურთიერთობისადმია მიდრეკილი, და, სახლში დაბრუნების შემდეგ შეგვიძლია სრულად გამოვავლინოთ ჩვენი თავი. ღმერთთან პირადი ურთიერთობა გამაოგნებელ და თითქმის წარმოუდგენელ ექსტატიურ შეგრძნებებს იწვევს, რომელიც იმის მიხედვით იზრდება, თუ როგორ ვემსახურებით ღმერთს და მის მარადიულ თანამგზავრებს. რაც უფრო მეტად ვემსახურებით ღმერთს, მით უფრო მეტად გვემსახურება ის ჩვენ დ ახელს გვიწყობს, რომ კიდევ უფრო მეტი ერთგულებით და სიყვარულით ვემსახუროთ. ასე გრძელდება ურთიერთობები, რომლებიც ნეტარებითაა აღსავსე. ეს ძალიან კონფიდენციალური და საკრალური ინფორმაციაა. მათ, ვინც არაა მიდრეკილი სულიერი ცხოვრებისადმი, ამ მაღალი ურთიერთობების აღწერა მინიმალური სახით ეძლევა. როდესაც ადამიანის სურვილი - შეიცნოს უმაღლესი ჭერშმარიტება – იზრდება, მას უფრო ფართე ცოდნა ეხსნება.
მსახურება – ეს უმაღლესი ექსტაზია. მსახურებამ შეიძლება იმ წერტილს მიაღწიოს, როდესაც ადამიანი ექსტაზის მდგომარეობაში შედის. ეს სასიყვარულო ურთიერთობის მაღალ სტადიაზე მოდის. ნეტარების შეგრძნება სულიერ სამყაროში იმდენად მაღალია, რომ საუბარი სიმღერას ემსგავსება, სიარული კი – ცეკვას. ყველა საგანი სულიერ სამყაროში ცოცხალია და ინდივიდუალური. იქ არიან ხეები, რომლებსაც ყოველი თქვენი სურვილის ასრულება შეუძლიათ. რა თქმა უნდა, თქვენი სურვილების მიზანი – ღმერთისთვის სიამოვნების მინიჭებაა; თქვენი სურვილები არა მხოლოდ თქვენია, არამედ მისიცაა. და ეს კიდევ უფრო მეტ სიამოვებას განიჭებთ. სულიერ სამყაროში არ არსებობს არც სიკვდილი, არც ავადმყოფობა, არც სიბერე. ყველაფერი ეს – ჩვენი შეზღუდული და ტანჯვით აღსავსე სამყაროს ნაწილია.
ჩვენ შეგვიძლია მრავალჯერ და მრავალჯერ მოვხვდეთ ზეციურ (სამოთხისეულ) პლანეტებზე და ათასობით წლები დავტკბეთ იქ ცხოვრებით, და მაინც, საბოლოოდ, მაინც მიწიერ სამყაროში მოგვიწევს დაბრუნება. ჩვენ შეგვიძლია ასჯერ და ათასჯერ მივაღწიოთ განთავისუფლებას, მაგრამ სანამ შურისგან არ განვთავისუფლდებით და სულიერი სამყაროს წარმოგზავნილებისგან არ მივიღებთ დახმარებას, შემდგომი პროგრესი შეუძლებელი იქნება. მისი მიღწევა შეუძლებელია მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით. თუმცა, შესაძლებელია ვფლობდეთ გარკვეულ თვისებებს და გვქონდეს საკმარისად ძლიერი სურვილი, რათა მოვიზიდოთ დამხმარე, რომელიც ღმერთის ჭეშმარიტ სასუფეველში წარგვიძღვება.
ღმერთის მიერ ტრანსცენდენტული სამყაროდან წარმოგზავნილ სულთან კონტაქტი – საკმაოდ იშვიათი მოვლენაა უბრალოდ იმიტომ, რომ სულები სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან მატერიალურ ცხოვრებაში. საჭიროა სათნოების და მადლის უზარმაზარი მარაგი, რომლებიც წინა ცხოვრებებში დავაგროვეთ, რათა შესაძლებლობა მოგვეცეს დაბადებისა და სიკვდილის წრის გაწყვეტისა. რა ხდება სინამდვილეში, როდესაც ადამიანი სულიერი სამყაროს წარმომადგენელს ან ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს ხვდება? ყველაზე კეთილსასურველ შემთხვევაში ის ღებულობს იმის გაგების შესაძლებლობას, თუ როგორ მოვუღოთ ბოლო მატერიალურ არსებობას და შევუერთდეთ სულიერ სამყაროს. ჩვენ დიდი მზადყოფნით უნდა ვისმინოთ ღმერთის ასეთი ძლევამოსილი წარმომადგენლის დარიგებები და უნდა მივყვეთ ამ დარიგებებს.
პირადული ურთიერთობის გზაჩვენი სასიკეთო სურვილები იმას იზიდავს ჩვენსკენ, რაც ჩვენი ზრდისთვისაა აუცილებელი. ყველაფერი, რასაც განვიცდით, ჩვენს სურვილებზეა დამოკიდებული, ჩვენი სურვილები კი ჩვენს კავშირებზე და ვიბრაციებზეა დამოკიდებული, რომლებიც გარს გვახვევია და ჩვენში აღწევენ. თუ ჩვენს გარშემო ისეთი ადამიანები და ისეთი საქმიანობის სახეებია, რომლებსაც მაღალი ვიბრაცია აქვთ, ჩვენზე ბუნებრივად აისახება მათი გავლენა. ეს ეფექტი შეიძლება სხვადასხვა იყოს იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდი შური დაგვრჩა გულში ღმერთის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია პირადად ვიურთიერთოთ ღმერთთან ამ მატერიალურ სამყაროშიც კი. როცა ეს გამოცდილება მოდის, ფიზიკურ სხეულს არ შეუძლია საჭიროებისამებრ მისი შეთავსება. არსებობს ექსტაზის მთელი მეცნიერება, რომელსაც ღმერთის სიყვარულის განმცდელი ადამიანი გრძნობს. მაგალითად, არსებობს მომენტები, როდესაც ადამიანი წყვეტს იმ ყველაფრის გაცნობიერებას, რაც გარშემო ხდება და ისეთ სიხარულს და ბედნიერებას გრძნობს სიყვარულის წყაროსთან შეხებისას, რომ მისი სხეულის ნაწილები არაადეკვატურ მოძრაობებს აკეთებენ.
ადამიანი, რომელიც წარსულის, აწმყოს, მომავლის და სხვა განზომილებების გაცნობიერებას იწყებს, სხვებს არ ანდობს ამ გამოცდილებას და საიდუმლოდ ინახავს მას. ეს შეგრძნებები მუდმივ, ძალიან ძლიერ ეიფორიას ჰგავს, მაგრამ მათი სხვებისთვის გაზიარება ძნელია. უნივერსალურ ენერგიასთან კონტაქტის გამოცდილებაც კი ფერმკრთალდება სულიერ სამყაროსთან კონტაქტის გამოცდილებასთან შედარებით. კოსმიური ცნობიერება – ეს ტკივილია სულიერ სამყაროში ტრანსცენდენტულ საქმიანობასთან შედარებით. შეიძლება ითქვას, რომ კოსმიური ცნობიერებისადმი სწრაფვა – ეს იგივეა, რომ შუშის ნამსხვრევები ვეძებოთ ალმასით სავსე საბადოში.
ახლა ასეთი განცდები ძალიან უჩვეულოდ გვეჩვენება. ეს იმიტომ, რომ ისინი მართლაც უჩვეულოა ჩვენი სამყაროსთვის, რადგანაც სხვა სამყაროებიდან მოდიან. შეიძლება ყველაფერი ეს ძალიან უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბევრი ხდაინახავს ჭეშმარიტების სინათლეს და იცნობს მას. ჩვენი არსების გარკვეულმა ნაწილმა ინტუიტიურად იცის ეს ჭეშმარიტება, და ახლა, როდესაც თქვენ ისმენთ მას, ის გამოხმაურებას ჰპოვებს თქვენში. თქვენგან მათმა, ვინც აბსოლუტთან შერწყმის კონცეფციას იცნობს და ვისშიც უსიამოვნებას იწვევდა მისი საბოლოო მიზანი – ინდივიდუალობის დაკარგვა, - ახლა იციან, თუ რატომ ხდებოდა ეს. ეს კონცეფცია არაბუნებრივია. ჩვენ ყველანი ვფლობთ ინდივიდუალობას, რომელიც ღვთაებრივ ბუნებას მოიცავს, და ამიტომ, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ვცდილობთ შევინარჩუნოთ ეს ინდივიდუალობა და სრულყოფილ მდგომარეობამდე მივიყვანოთ იგი.
სხვადასხვა ტრადიციის ძალიან წინ წასულ სულიერ პრაქტიკებში ჩვენ ვპოულობთ მინიშნებებს ღმერთთან პირად ურთიერთობაზე. მაგალითად არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა „ქრისტეს სასძლო“. ზოგიერთი ძალიან წინ წასული მუსულმანი ან სუფი გაცდნენ რიტუალების ფარგლებს და უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთის პიროვნებასთან. ძველი ქრისტიანი მისტიკოსები საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ ესმოდათ ღმერთის ხმა, და ეს არ იყო მათი წარმოსახვის ნაყოფი. მათ არ ჰქონდათ წინააღმდეგობა იმასთან, რომ ბუნებრივნი ყოფილიყვნენ. რა შეიძლება იყოს უფრო ბუნებრივი, ვიდრე მამასთან ურთიერთობაა? ჩვენი მთელი ამ მსჯელობის მიზანია – დაგეხმაროთ, უფრო სრულად გააცნობიეროთ, რომ არის ყოფიერების გაცილებით უფრო მაღალი დონეები, რომლებისადმიც შეიძლება ვისწრაფვოდეთ. დღეს ჩვენ დავთესეთ მარცვლები, რომლებიც ოდესმე აღმოცენდებიან და დაგეხმარებიან მიძინებული ცნობიერების გამოღვიძებაში.
კითხვები და პასუხები:კითხვა: თქვენ სხვადასხვა წმინდა წერილებს ეყრდნობით, ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე წერილები იცვლებოდა და ყალბდებოდა. როგორ უნდა გავაანალიზოთ, რა არის მათში სიმართლე და რა არ არის?
პასუხი: ჩვენ ვიცით, რომ ისტორიულ პროცესში წმინდა წერილების დამახინჯების და გადაკეთების ტენდენცია შეიმჩნევა. ეს კარგადაა შესამჩნევი იმ წერილებზე, რომლებსაც რამდენიმე ვერსია აქვთ და რომლებიც რამდენიმე ინტერპრეტაციას გამოხატავენ, მაგალითად ბიბლიაში. მიუხედავად იმისა, რომ არსი იგივე რჩება, ტექსტებში არის განსხვავებები. ყველა წერილი შეიძლება შევაფასოთ და გავიგოთ სხვადასხვა დონეზე. საჭიროა გასაღები, რომელიც დაგვეხმარება ამა თუ იმ წმინდა ტექსტის სიღრმეში შესაღწევად. იმისათვის, რომ წერილის ჭეშმარიტება დავადგინოთ, მისი შემოწმება სამი პუნქტით უნდა მოვახდინოთ, რომელთაგან ცალკე ვერც ერთი ვერ გამოდგება საკმარისად საიმედო მტკიცებულებად. აი ეს პუნქტები:
1) რამდენად ავტორიტეტულია წმინდა წერილი;
2) ძველი და თანამედროვე მიმდევრები, რომლებიც ამ წერილების კანონების თანახმად ცხოვრობდნენ (წმინდანები);
3) სულიერი მოძღვარი, ანუ გურუ.ჭეშმარიტად სულიერ პროცესში ყველა ეს სამი ელემენტი წონასწორობაში უნდა იყოს. წერილები, რომლებიც არ ეთანხმება წმინდანთა და უდიდეს სულიერ მოძღვართა სწავლებას, - ყალბია ან დამახინჯებულია. წმინდანი, რომლის ქცევაც არ ეთანხმება წერილების და სულიერი მოძღვრების სწავლებას, - ცრუ წმინდანია, ყოველ შემთხვევაში მისი საქმიანობის ნაწილი ყალბია. სულიერი მოძღვარი, რომლის ქცევაც არ პასუხობს წმინდანობის და წმინდა წერილების სტანდარტებს, - ყალბი სულიერი მოძღვარია. როცა წმინდა წერილი ეთანხმება ჭეშმარიტი წმინდანების და სულიერი მოძღვრების ტრადიციებს და საქმეებს, როცა წმინდანი წერილების კანონებით ცხოვრობს, ხოლო სულიერი მოძღვარი ტრანსცენდენტული საქმიანობითაა დაკავებული, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ წერილების, წმინდანებისა და სულიერი მოძღვრების ჭეშმარიტებაში. თუ ამ პუნქტებიდან ერთი მაინცაა ამოვარდნილი, ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ რამესთან რაც საუკეთესო შემთხვევაშI შეიძLება ფუნქციონალური აღმოჩნდეს, მაგრამ უეჭველი არაა, რომ აბსოლუტურ ბუნებას ატარებს.
ზოგიერთი მოძღვარი ამბობს, რომ წიგნების კითხვა არაა საჭირო. ისინი ასე უბრალოდ იმიტომ ლაპარაკობენ, რომ შემოწმების ეშინიათ. არსებობენ ასევე „წმინდანები“, რომლებიც ამბობენ, რომ არაა აუცილებელი უძველესი ტრადიციების მიყოლა, ან ამტკიცებენ, რომ სულიერი პრაქტიკა მოძღვრის გარეშეც შეიძლება, რადგანაც უნდათ, რომ მხოლოდ მათი იდეები აღიარონ. ესენი ცრუ წმინდანები არიან. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ წმინდა წერილებს მიყვნენ, მაგრამ მათ აბნევს ის, რაც ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივია. მათ შეიძLება ისევ და ისევ იკითხონ წმინდა წერილები და საბოლოოდ შეცდომაშI შედიან, ან არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ მათ. აი რატომაა, რომ წმინდა წერილების დამატებად ცოცხალი წმინდანები გვყავს, რომლებიც ტრადიციებს მისდევენ, და გვყავს სულიერი მოძღვრები, წინასწარმეტყველები, რომლებიც მოწაფეობრივ ჯაჭვს ქმნიან. თუ ვხედავთ, რომ ყველაფერი ეს ეთანხმება ერთმანეთს, ჩვენ ვიცით, რომ საქმე გვაქვს ჭეშმარიტ წინასწარმეტყველთან, ჭეშმარიტ წმინდანთან და შეშმარიტ წმინდა წერილთან. ამგვარად, თუმცა წერილები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ცვლილებებს განიცდიდნენ, მათი პირვანდელი არსი უცვლელი რჩება, და ის შეიძლება ამოვიცნოთ.
კითხვა: მე საკუთარი ჭეშმარიტი „მეს“ ძიებით ვარ დაკავებული, საკუთარი ინდივიდუალური არსის ძიებით, რომელიც ღმერთისგან მომდინარეობს. შეგიძლიათ მირჩიოთ, როგორ ვიპოვო ხელმძღვანელი, რომელიც დამეხმარებოდა ჩემი ჭეშმარიტი „მეს“ შეცნობაში?
პასუხი: ეს ძალიან მარტივია. ხანდახან ჩვენ ვჩერდებით განვითარებაში, ვცდილობთ რა ვიპოვოთ რაც შეიძლება საუკეთესო სულიერი მოძღვარი. ეს ძალიან ზედაპირული მიდგომაა. ამის ნაცვლად, საკუთარი ძალისხმევა იმაზე უნდა მივმართოთ, რომ უფრო სერიოზულად მოვეპყროთ საკუთარ ცხოვრებას. როცა სერიოზულად მოვეპყრობით საკუთარ ცხოვრებას, ღმერთი სწორედ იმ მასწავლებელს გამოგვიგზავნის, რომელიც შემდეგ ეტაპზე გადასვლაშI დაგვეხმარება. არაა საჭირო გარეგნული ვითარებების გამო ზედმეტად ნერვიულობა. უფრო სერიოზულად მოეპყარით საკუთარ ცნობიერებასთან მუშაობის პროცესს. მთელი გულით ითხოვეთ, და ეს ბუნებრივად, ავტომატურად მოიზიდავს თქვენთან მოძღვარს, რომელიც თქვენს სულიერ ცხოვრებას მიმართულებას მისცემს და თქვენი დონის შესაბამისად დაგეხმარებათ. არსებობს მრავალი სულიერი მოძღვარი, რომლებიც სხვადასხვა თვისებებს ფლობენ და პასუხისმგებლობის სხვადასხვა დონეს ატარებენ – მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანთა ძალიან მრავალფეროვანი ტიპი არსებობს, რომლებსაც ასევე განსხვავებულად უნდა დავეხმაროთ. ასეა მოწყობილი ღმერთის მიერ.
კითხვა: ცნობიერების ამაღლება, რომელზეც თქვენ საუბრობდით, როგორც ჩანს სულ უფრო და უფრო რეალობად იქცევა იმის შესაბამისად, თუ რამდენად იწმინდება დედამიწა ცოდვილი ელემენტებისაგან. კიდევ რამდენი დრო დაგვჭირდება განწმენდისათვის და როგორი გახდება დედამიწა, როცა ეს პროცესი დასრულდება?
პასუხი: ეს უკვე თითქმის დასრულდა. სულები, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე ამჟამად სახლობენ, უკვე მივიდნენ იქამდე, რომ ამ გლობალური გეგმის ნაწილნი გახდნენ. ბევრი მოვიდა სხვა სამყაროებიდან და სხვა პლანეტებიდან სწორედ ამ დროს იმისათვის, რომ დაგვეხმარონ ცვლილებების დროს, რომლებიც მალე გველოდება. მომავლის აღწერა საკმაოდ ძნელია, იმიტომ, რომ ის აწმყოში წყდება – ცნობიერების ცვლილების გზით. მე მესმის, რომ ყველაფერი ეს შეიძლება ბურუსით მოცული გვეჩვენოს, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიოში უკვე აღარ იქნება ისეთი ქაოსი და სეპარატიზმი ნაციონალურ, რასობრივ და ტომებრივ საფუძველზე, როგორიც ახლაა, რადგანაც მრავალი მათგანი დაბალი ცნობიერების შედეგია. როცა ცნობიერების ამაღლება მოხდება, ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება მაღალ სამყაროებთან კონატქისათვის. ეს დაგვ