ასე გამოდის რომ შენ ის მართლმადიდებლები მოგწონს ვინც ლენინზე ამბობს ანტიქრისტე არ იყოო............. მდა................რთული შემთხვევაა.
აბა შეაწუხე ვინმე ვინც კითხვა იცის.........
ვინ იყო თქვენის აზრით ვლადიმერ ილიას ძე ლენინი?
•
Youth Club ''Dea'' - ახალგაზრდული კლუბი ''დეა''
ვინ იყო ეთნიკური ებრაელი ვლადიმერ ილიას ძე ლენინი?! - ეს კითხვა იშვიათად თუ უჩნდებათ ტვინგამორეცხილი პოსტსაბჭოტა საზოგადოების წითელ ნარჩენებს საქართველოში. მოდით მხოლოდ რამდენიმე ფაქტს მოვიყვან მის უკეთურ საქმეთაგან ამ პირსისხლიანი მიზანთროპის დასახასიათებლად:
1.რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის თოთხმეტი უმაღლესი სასულიერო პირის ნევაში ჩაღრჩობა 1918 წელს. ამის შემდეგ განა რუსებს და მათ ხელისუფალთ აქვს იმის მტკიცების მორალური უფლება, რომ ისინი პატივს სცემენ ქრისტიანული რელიგიის პრინციპებს. მათთვის მთავარია რუსეთის იმპერიის შენარჩუნება, რისთვისაც რუსები თვით სატანასაც კი შეეკვრებიან;
2.კრონშტადტის მეზღვაურთა აჯანყების სისხლში ჩაღრჩობა ამავე წელს;
3.იმპერატორ ნიკოლოზ მეორისა და მისი ოჯახის წევრების დახვრეტა, რომელთა შორის იყვნენ მცირეწლოვანი უფლისწული ალექსეი და ასევე მცირეწლოვანი პრინცესები;
4.საკონცენტრაციო ბანაკების შექმნა რუსეთში, რასაც შემდეგ წარმატებით ქმნიდნენ საკუთარ ქვეყნებში სხვა დიქტატორები;
5.წითელი ტერორის გამოცხადება, რუსული ინტელიგენციის თვალსაჩინო მოღვაწეთა მასობრივი განადგურება და სხვა;
6.სამოქალაქო ომის გაჩაღება რუსეთში, რამაც თხუთმეტ მილიონ ადამიანზე მეტი იმსხვერპლა.
ეს გახლავთ მხოლოდ მცირე ნაწილი იმ შემზარავი დანაშაულისა, რომლის ჩადენაც ამ ანტიქრისტემ მოასწრო თავისი არც თუ ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში. მთელი მსოფლიოს საბედნიეროდ სიფილისით ტვინგამოხრულმა ლენინმა 54წლის ასაკში მიაბარა სული სატანას.
როცა ასეთი ვამპირი და სულიერი სიმახინჯის განსახიერების გვამი ქვეყნის გულში ასვენია, როგორ ფიქრობთ, ასეთ ქვეყანას უწერია სიმშვიდე და ნორმალური ყოფა?
არავითარ შემთხვევაში! ყველაზე საინტერესო, მაინც ლენინისა და მისი ოჯახის ბიოგრაფიაა, რომელსაც თურმე არც თუ უსაფუძვლოდ უმალავდნენ კომუნისტები უბრალო მოკვდავთ. თვით რუსულ გაზეთ “ნოვი პეტერბურგში” გამოქვეყნებული რუსი ჟურნალისტის Eლენა კრილოვას პუბლიკაციის მიხედვით (№41 (198) 28.10.1995 წელი) ირკვევა, რომ ლენინის დედა ბუნებით იყო ძალზე ვნებიანი ნატურის მქონე ებრაელი ქალბატონი (სამედიცინო ენით რომ ვთქვათ - ნიმფომანი ქალბატონი), რომელიც რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის კარის ფრეილინა გახლდათ და სწორედ მასთან თამაშში “გააკეთა” პირველი შვილი, რომელსაც არაკანონიერი მამის პატივსაცემად ასევე ალექსანდრე დაარქვეს. შემდეგ, ამ სამარცხვინო ფაქტთან დაკავშირებული სკანდალის თავიდან ასაცილებლად მომავალი ლენინის დედას მზითევში აზნაურის ტიტული უბოძეს და მეფის “ოხრანკის” მეშვეობით პეტერბურგელ ჰომოსექსუალისტ ილია ულიანოვს “შეტენეს” ცოლად. ოჯახი პეტერბურგის ჭორებს გაერიდა და სიმბირსკში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ, ქმრის ცვედანობამ და არატრადიციულმა სექსუალურმა ორიენტაციამ სრულიადაც არ შეუშალა ხელი ლენინის დედას, რომ მსოფლიო პროლეტარიატის მომავალი ბელადი და კიდევ სამი შვილი მოევლინა ამ ისედაც ცოდვით დამძიმებული სამყაროსათვის. ასე რომ, დღეს არავინ იცის, თუ ვინ იყო მსოფლიო რევოლუციის სულწაწყმედილი ავტორისა და ბელადის ვლადიმერ ლენინის ბიოლოგიური მამა, ამიტომ, იგი ჩვეულებრივ ნაბიჭვრად უნდა იქნეს მიჩნეული, ხოლო ლენინი რომ პოლიტიკური, სულიერი და მორალური ნაბიჭვარია, ამაში, მის მიერ ჩადენილი უამრავი საშინელების შემდეგ, თვით ყველაზე ორთოდოქს კომუნისტებსაც კი აღარ ეპარებათ ეჭვი.
მოხდა ისე, რომ ლენინს თავისი უცნობი ბიოლოგიური მამისგან მემკვიდრეობით ერგო ჰომოსექსუალური ბუნება, რის თაობაზეც საბჭოთა ადამიანებმა არაფერი იცოდნენ. ცნობილ იტალიელ კინორეჟისორს მიქელანჯელო ანტონიონის აქვს გადაღებული ფილმი ჰომოსექსუალისტებზე და მასში ვლადიმერ ლენინს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამაზე უკვე რამდენიმე წიგნია შექმნილი, რომლის რუსეთში შეტანას და გავრცელებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან თანამედროვე რუსი იდეოლოგები.
დღეს ძნელია იმის მტკიცება, რომ განიცდიდა თუ არა საბოლოოდ ლენინი დისკრიმინაციას თავისი გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის გამო, მაგრამ ისტორიამ შემოინახა ცნობები იმის თაობაზე, რომ ბავშვობაში ამგვარი ხინჯი ლენინისთვის საკმაოდ მძიმე გამოცდა იყო. იგი გაიზარდა გაბოროტებულ ლიდერად, შეიზიზღა მთელი სამყარო, გიმნაზიაში ჯავრს თანატოლებზე იყრიდა, ჩხუბობდა, ურტყამდა თავის მწვალებლებს. მაგრამ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ლენინი ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანი იყო. სწორედ მისი ეს თვისებები დაუჯდა ძვირად კაცობრიობას, რომელსაც თითქმის სამოცდაათი წელი დასჭირდა ლენინის მიერ თითქმის ნახევარი მსოფლიოსათვის თავსმოხვეული მიზანთროპული იდეებისა და აგრესიული პოლიტიკური სისტემის დასასამარებლად. თუმცა, რუსეთის გარკვეული პოლიტიკური ძალები ჯერ კიდევ ვერ ელევიან ლენინის მავზოლეუმად შერაცხულ პანოპტიკუმს და მის მახინჯ იდეებს.
ლენინის პიროვნების დამახასიათებელი ეს შტრიხები არქივში მუშაობისას აღმოაჩინა ცნობილმა საბჭოთა მწერალმა ქალმა, ეთნიკურმა სომეხმა მარიეტა შაგინიანმა, შეადგინა შესაბამისი მოხსენებითი ბარათი და წარუდგინა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის შესაბამის განყოფილებას, რისთვისაც მთავარი საბჭოთა იდეოლოგის სუსლოვის განკარგულებით კინაღამ კედელთან მიაყენეს. შემდეგ, შაგინიანმა საკუთარი “დანაშაული” იმით გამოისყიდა მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის წინაშე, რომ შეადგინა და ოთხ წიგნად გამოსცა მისი შელამაზებული ბიოგრაფია, თავად კი საერთოდ გადაიქცა ამ სიმახინჯის განსახიერების მეისტორიედ. გამოდიოდა და გამოდიოდა წიგნები ლენინზე, მის ცხოვრებას მისაბაძ მაგალითად წარმოადგენდნენ კომუნიზმის იდეოლოგები. მართლაც რომ ღმერთმა დაგვიხსნა და ლენინს აღარავინ დაემსგავსა, თორემ, ეს მართლაც სამყაროს დასასრული იქნებოდა.
შესანიშნავადაა დახატული ლენინის პორტრეტი წიგნში “პარტიის ოქრო”, რომელიც რუსეთში კომუნისტთა ალაგმვის შემდეგ გამოვიდა.
რუსეთში ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, რაც დღეისათვის უდავოა, რომ გერმანული კაპიტალით მოხდა, ლენინმა მოკლე ხანში ეკლესიისა და ბურჟუაზიის ძარცვა-გლეჯით დააგროვა იმ დროისათვის ზღაპრული კაპიტალი - 300 მილიონი რუსული ოქროს მანეთი, რაც დღევანდელი კურსით რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს შეადგენს. იმის გამო, რომ ლენინს იმის შიში ჰქონდა, ვაი თუ რევოლუცია მალე დააემხოსო, მან ეს ფული თავისი პირადი მდივნის, ეთნიკური ებრაელის მანუსის სახელზე შეიტანა შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში. 1921 წელს მანუსი ამ ფულთან ერთად გაუჩინარდა და მას შემდეგ ქურდის ასავალ-დასავალს ვერავინ მიაგნო. ამ ფაქტმა ლენინზე დამღუპველად იმოქმედა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და იგი ქალაქ გორკაში მდებარე სანატორიუმში სამკურნალოდ გადაიყვანეს. სანატორიუმის ტერიტორიას ლატვიელი მსროლელები იცავდნენ, რომელთაც ფაქტიურად გადაარჩინეს რევოლუცია გარე შემოტევებისაგან. ეს მსროლელები იყვნენ აბსოლუტურად უემოციო, მამაცი ხალხი, რომელთაც საერთოდ არ იცოდნენ, თუ რა იყო შიში. ერთ ღამეს, ბაღში პატრულირებისას ორ მსროლელს მგლის ყმუილის ხმა მოესმათ, რომელიც იმდენად გამგმირავი და შემზარავი იყო, რომ ლატვიელებს სისხლი გაეყინათ ძარღვებში და თავზარდაცემულები შედგნენ. მათ თოფები გადატენეს და იქითკენ წავიდნენ, საიდანაც ყმუილის ხმა მოდიოდა. მიუახლოვდნენ სანატორიუმის ერთ-ერთ შენობას და დაინახეს, რომ მოქანავე სავარძელში ჩამჯდარი ლენინი ბადრ მთვარეს შესცქეროდა და მგლის ხმით ყმუოდა. ასე, რომ, ცვედანი და ჰომოსექსუალისტი ლენინის ტვინის გამოლპობით შეურაცხადად გადაქცევის მიზეზი მხოლოდ სიფილისი არ გახლდათ, რომელიც ჯერ მის “ერთგულ” ცოლს ნადეჟდა კრუპსკაიას უძღვნა სომეხი ეროვნების რევოლუციონერმა კამომ, ცოლმა კი ლენინს ალბათ “კოცნით” გადაულოცა, რადგან ნადეჟდასთან მისი სექსუალური კავშირი მისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო გამორიცხული იყო. ლენინის ისედაც შერყეული ჯანმრთელობის გაუარესებისა და ჭკუიდან გადასვლის პროცესი პირადი მდივნის მანუსის მიერ მისმა გაქურდვამაც დააჩქარა, რამაც მალე მოუღო კიდეც ბოლო ამ ადამიანის სახეშეძენილ სატანას.
ახლა წარმოიდგინეთ, როგორი ამაზრზენი იქნებოდა ლენინიზმის შხამით გაჯერებული რუსული იმპერიალისტური გონიდან ამოზრდილი ლოზუნგი “გაუმარჯოს მსოფლიო რევოლუციას!”, რაც ფაქტიურად მთელი მსოფლიოს ანექსიისადმი მოწოდება იყო, რომლის შემდეგ რუსული იმპერიალისტური რვაფეხის საცეცებში აღმოჩნდებოდა მთელი სამყარო.
მაგრამ, სწორედ ინტელიგენცია და რუსეთის იმპერიის არარუსი მოსახლეობა აღუდგა წინ მსოფლიოს დაპყრობის ამ ვუალირებულ მონღოლურ მისწრაფებას და, ბუნებრივია, რუსებს დიდი ბოღმა დაუგროვდათ ამ კატეგორიის ადამიანების მიმართ. ლენინის განკარგულებით ამოქმედდა თავისი მასშტაბითა და სისასტიკით განიმეორებელი სადამსჯელო მანქანა – წითელი ტერორი, რომელმაც მილიონობით სრულიად უდანაშაულო ადამიანი შეიწირა.
წითელ ტერორს ამძაფრებდა ისიც, რომ ჩვენი სიმტკიცით გაღიზიანებულ და კავკასიის დაკარგვის მუდმივი შიშით ატანილ რუსეთის ლენინისტურ რეაქციულ წრეებს ყოველთვის შიშნარევი ზიზღი ჰქონდათ ქართველების მიმართ. ამ ზიზღის გამოვლინების უამრავ მაგალითთა შორის მოვიყვანთ ორს: 1918 წლის 26 მარტს, არმავირში, პეტროგრადიდან მომავალი მატარებლიდან ჩამოსვეს და დახვრიტეს 38 ქართული ეროვნების ადამიანი. ესენი იყვნენ ოფიცრები ალექსანდრე კეზელი და ნიკოლოზ კორძაია, შტაბსკაპიტნები გიორგი ჟღენტი და დიმიტრი მანსვეტაშვილი, სტუდენტები კონსტანტინე წულუკიძე და ალექსანდრე ნაკაშიძე, უნტერ-ოფიცერი ისიდორე ჩიქოვანი და სხვები. ისინი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე დახვრიტეს როგორც “კონტრრევოლუციონერები”, არა მათი დანაშაულის დამტკიცებით და დასაბუთებით, არამედ უბრალო ვარაუდით, თუნდაც იმიტომ, რომ დაპატიმრებულები ეროვნებით ქართველები იყვნენ და ცოტა “სხვა ფერზე” გამოიყურებოდნენ.
ასევე დაუნდობლად მოექცნენ რუსები ანდრია ერისთავს, 70 წლის მოხუცს, რომელიც სრულიად გულგრილი იყო ზოგადად პოლიტიკისა და კონკრეტულად რუსეთის პოლიტიკური ცხოვრებისადმი. იგი თავის ასევე მოხუც დებთან ერთად მოემგზავრებოდა პეტროგრადიდან თბილისში, როცა მოგილიოვში შეიპყრო ადგილობრივმა ჩეკამ. ანდრია ერისთავი და მისი დები, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე კედელთან მიაყენეს და დახვრიტეს რუსებმა, იმ ერთადერთი “დანაშაულისათვის”, რომ ისინი ქართველები იყვნენ.
უეჭველია, რომ ლენინისა და რევოლუციის სხვა ლიდერთა სისასტიკე განპირობებული იყო მხოლოდ ძალაუფლებისა და ნაქურდალის შენარჩუნების სურვილით. განა დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების მთავარ საზრუნავს იგივე ხელისუფლების შენარჩუნება არ წარმოადგენს? ეს კი მართვის დიქტატორული მეთოდიკის გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომაც ვერ ელევა რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ლენინის ფენომენს, მის გახრწნილ გვამსა და მოძღვრებას, და, რაც ყველაზე მთავარია, მის უზურპატორულ იდეებს, რომლის გარეშე წარმოუდგენელია რუსეთის იმპერიის არსებულ საზღვრებში შენარჩუნება და მისი მართვა. ამიტომ, ნურავის ექნება იმის იმედი, რომ რუსეთში ოდესმე ჭეშმარიტი დემოკრატია გაიმარჯვებს, ვიდრე ლენინის გვამს ქალაქის რომელიმე სასაფლაოზე არ მიუჩენენ ადგილს და საჯაროდ არ იტყვიან უარს მის მიზანთროპულ მოძღვრებაზე. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი მსოფლიოში უკანასკნელი მახინჯი იმპერიული წარმონაქმნი გახლავთ, აქ ცხოვრების დემოკრატიული თანაარსებობის სისტემის დამყარებისთანავე დაიწყება მისი რღვევა მარტივ მამრავლებად. ამიტომ არ თავსდება და არც არასოდეს მოთავსდება ერთმანეთში დღევანდელი რუსეთი, დემოკრატია და მშვიდობიანი თანაარსებობა.
This post has been edited by temart on 29 Mar 2012, 20:36