მემგონი ვიღაცამ ეს თავისუფალი ნების წართმევას შეადარა... თავისუფალი ნება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც შენ გინდა. ახლა რომ თქვა რატომ ღმერთად არ შემქმნაო ეს რა იმას ნიშნავს, რომ თავისუფლება წაგართვა?

თავისუფალი ნება არის არჩევანი საშუალება, რაც აქვს კიდეც ყველას, მაგრამ არა ყველაფრის არჩევანის, არამედ ადამიანის ბუნების შესაძლებლობების მიხედვით.
ახლა თუ რატომ აქვს ადამიანს გარკვეული სახის შესაძლებლობები, ანუ რატომ არის ლიმიტირებული გარკვეული კუთხოთ, ამაზე გარკვეული სახის პასუხი ბიბლიაშიც არის: "კი მაგრამ, შენ ვინა ხარ, კაცო, რომ ედავები ღმერთს? განა ნახელავი ეტყვის ხელოსანს: რატომ შემქმენი ასეო? იქნებ მეთუნეს ნება არა აქვს, რომ მის მიერ მოზელილი ერთი და იმავე თიხისგან ძვირფასი ჭურჭელიც გააკეთოს და უფასურიც?" (რომ 9: 20-21) რათქმაუნდა ეს ადგილი არ იძლევა პასუხს იმაზე, თუ რატომ შეუძლია ადამიანს ეს და რატომ არ შეუძლია ის, უბრალოდ გვიჩვენებს, რომ ღმერთის თვალთახედვით ადამიანისთვის ეს შესაძლებლობები იყო საჭირო. თუმცა ზოგადად შესაძლებლობების თემა ცოტა ვრცელია, რადგან ციდვითი დაცემის შემდეგ ის შეიცვალა, მაგრამ გარკვეულ ჩარჩოებში ის მანამდეც იყო მოქცეული, რაც საკითხის არსს მაინც არ ცვლის.
რაც შეეხება იმას თუ რატომ დავიბადეთ კონკრეტულად ამ პერიოდში ან არა სხვა, ჩემის აზრით... ქრისტიანული კუთხით ადამიანის ყოფიერების მიზანი მისი სულის ცხონებაა, რაც შესაძლებელია, როგორც ამ ეპოქაში ისევე სხვა. მაგალითად ფსიქოლოგიური მოტივი, რომ ეს ეპოქა შენი პიროვნებისთვის რთულია და არ გამოდგება, ვგულისხმობ რა გენეტიკურ ფაქტორს, ფსიქოლოგიაში ეს უკვე საფუძვლიანად უკუგდებულია - ადამინის აღზრდაზე და მის მიერ სამყაროს აღქმაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას გარსარსეული სამყარო და გარემო ახდენს, რაც უკვე უკარგავს აზრს მისი დაბადების "დაგეგმარებას" რომელიმე ეპოქაში. ანუ ვამბობ რომ ადამიანისთვის, როგორც მისთვის არსებული პოტენციალის მქონე არსებისთვის ეს შეუძლებელი ვერცერთ ეპოქაში ვერ იქნება. ალბათ ესეც იძლევა პასუხს ამ კითხვაზე, რადგან არ არის არანაირი აუცილებლობა იმისა, რომ ადამიანის დაბადება წინასწარ განპირობებული იყოს რომელიმე ეპოქისთვის.
This post has been edited by death85 on 9 May 2011, 11:49