აი წმიდა სინოდის ის 3 განჩIნება, რასაც ფეხებზე იკიდებს "ბიზანტიური" გალობის დაჯგუფება, იგივე მმკ. სხვა გამოთქმას, უბრალოდ ვეღარ დავწერთ - ნამდვილად იკიდებთ...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის სხდომის ოქმი
http://www.orthodoxy.ge/samartali/oqmi_12-10-01.htm12 ოქტომბერი, 2001 წელი, თბილისი
7. ბოლო წლებში ჩვენს ეკლესიაში ადგილი აქვს თვითნებური ექსპერიმენტების ჩატარებას საეკლესიო გალობის სფეროში. წმიდა სინოდმა იმსჯელა ამ საკითხზე და განაჩინა:
საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნას ძველი ქართული საგალობლების შესწავლისა და აღდგენის ცენტრი ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, იობის ხელმძღვანელობით.
http://www.orthodoxy.ge/samartali/oqmi_18-08-03.htmსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის სხდომის ოქმი
18 აგვისტო, 2003 წელი, ურბნისის საკათედრო ტაძარი
წმიდა სინოდმა იმსჯელა ახალ წმინდანთა კანონიზაციის შესახებ.
წმიდა სინოდმა იმსჯელა იღუმენ ექვთიმეს (კერესელიძე) წმინდანად შერაცხვის შესახებ.
იღუმენი ექვთიმე კერესელიძე საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული მოღვაწეა. იგი სიყრმიდანვე თავმდაბლობისა და მოთმინების მაგალითი იყო. სასულიერო ცხოვრებაში, კი მას დიდად მშრომელ და მლოცველ ასკეტ ბერად იცნობდნენ. ფასდაუდებელია მისი დამსახურება ძველი ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენის საქმეში. რომ არა მისი ურყევი რწმენა და თავდადება, ჩვენი ეროვნული საუნჯე დიდ საგანძურს დაკარგავდა. ამ საქმისადმი მამა ექვთიმეს თავგანწირულმა სიყვარულმა და შემართებამ შთამომავლებს 5532 საეკლესიო საგალობელი შეუნარჩუნა. მან საკუთარი კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის ფასად დაიცვა უნიკალური მემკვიდრეობა და მომავალ თაობას მისცა შესაძლებლობა წინაპართა საოცარ სულიერ სიმაღლეთ ზიარებოდნენ.
წმიდა სინოდმა განაჩინა: იღუმენი ექვთიმე (კერესელიძე) ქართული საეკლესიო საგალობლების გადარჩენისათვის გაწეული ღვაწლის გამო შეირაცხოს წმინდანად და ეწოდოს სახელად ექვთიმე აღმსარებელი.
წმიდა სინოდმა იმსჯელა ქართული საეკლესიო გალობის შესახებ.
აღინიშნა, რომ ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, რომ ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება (ხანმეტი ლექციონარი, უძველესი იადგარი), ხოლო ნევმირებული ნიმუშები - X საუკუნის პირველ ნახევარს. საგულისხმოა, რომ ამ კრებულებში მოცემული ქართული სამუსიკო დამწერლობა და მისი პრინციპები განსხვავდება იმდროინდელი ბიზანტიური სამუსიკო დამწერლობისაგან.
რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, მაგ. გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილი და მისი ხელით გადაწერილი პარაკლიტონის მინაწერში საუბარია ბერძნულიდან ნათარგმნ შუაღამის გალობათა ძლისპირების „ქართულ ავაჯზე“ ანუ ქართულ ჰანგზე.
სხვაგან, - მარხვანის კრებულში, გიორგი მთაწმინდელი შუაღამის-დასდებლების შესახებ საუბრისას განასხვავებს ამ საგალობლების ბერძნულ ჰანგს და ქართულ რვა ხმათა ძლისპირთა ჰანგს, რომელსაც იგი 400 წელზე მეტი ხნისად მიიჩნევს („...რომელი ძველთაგან ვიცით, იგი ეგრეთვე ითქუმოდის რვათამცა ხმათა შინა არს და კმა არს ჩუენდა თუ არა, ამას გუერდსა ოთხასი წელი უფრო ახსოვს....“).
ცნობილია, ასევე, იოანე პეტრიწის მსჯელობა, სადაც იგი მიუთითებს, რომ სამუსიკო ქმნილებებში სწორედ სამი ფთონგის, სამი ხმის მეშვეობით ხორციელდება სიმებისა და ხმების ნებისმიერი შეწყობა („...სამთა მიერ ფთონგთა - შეინაწევრების... რანივე მრთველობანი ძალთა და ხმათანი...“). ამასთან, იგი სამი ხმის ერთობის საღვთისმეტყველო გააზრებას გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ ხმათა ეს ჰარმონია სულიწმიდისმიერია („...ყოვლითურთ სამოსოი არს ჩუენი ესუ სამოყუსოი მორთული წმიდისა მიერ სულისა, და ესეცა სამთა მიერ ფთონგთა, ვიტყვი სამთა დაბამვათა...“).
ქართული გალობის შესახებ ცნობებს ვხვდებით ს. ბელოკუროვის წიგნში „Поездка старца Арсения Суханова в Грузию (1637-1640 г.г.)“. რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული სასულიერო პირები საგანგებოდ აღნიშნავენ საეკლესიო გუნდის მიერ საგალობლების სამ განსხვავებულ ხმაში შესრულების შესახებ („...ино и толсто тянет; а ино и средним гласом, а ино и тонко...“). ასევე იმას, რომ ქართული გალობა არც ბერძნულს ჰგავს და არც რუსულს („на греческое и на русское не походило“) და რომ ქართველებს საკუთარი სამუსიკო ნიშნები აქვთ („...свое у них знамя“).
ტრადიციის უწყვეტობას ადასტურებს ქართული საეკლესიო გალობის XIX საუკუნის ნევმირებული ხელნაწერები, საუკუნეთა განმავლობაში ქართული სამუსიკო დამწერლობის პრინციპები არ შეცვლილა. დღეს მეცნიერულად არის დამტკიცებული გვიანდელი ნევმური ნოტაციის პირდაპირი, გენეტიკური კავშირი X-XI საუკუნეების სამუსიკო დამწერლობასთან.
ცნობილია, რომ ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, განსაკუთრებით კი ათეისტურ პერიოდში, მორწმუნენი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მრავალი სასულიერო პირი, მგალობელი და მრევლი ეკლესიას იძულებით ჩამოაშორეს. ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე მდგარ ეკლესიაში ბუნებრივია, რომ კანონიკური გალობაც დაიჩაგრა და იგი თანდათანობით შეცვალა ახლადშეთხზულმა არაქართულმა (რუსული, ევროპული და სხვა) ჰანგებმა, რისი გამოვლინებებიც დღესაც გვაქვს სხვადასხვა ტაძრებში.
ბოლო ხანებში კი ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქისა და წმიდა სინოდის ლოცვა-კურთხევის გარეშე ცდილობს, დანერგოს ბიზანტიური გალობის კილო და მას მიუსადაგოს საგალობლის ქართული სიტყვები; რითაც მახინჯდება და არაბუნებრივი ხდება როგორც ბერძნული საგალობელი, ისე ჩვენი ეკლესიის ტრადიცია.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არავის შეჰპარვია ეჭვი ქართული მრავალხმიანი გალობის კანონიკურობაში. ეს ტრადიცია ჩვენამდე ცოცხლად მოიტანეს წმიდა მღვდელმთავრებმა გაბრიელმა (ქიქოძე) და ალექსანდრემ (ოქროპირიძე), სასულიერო პირებმა: გრიგოლ, ვასილ (სტეფანე), პოლიევქტოს და ფილიმონ კარბელაშვილებმა, რაჟდენ ხუნდაძემ, ექვთიმე კერესელიძემ, საერო მოღვაწეებმა: წმიდა ილია მართალმა, ფილიმონ ქორიძემ, ანტონ დუმბაძემ, არტემ ერქომაიშვილმა და სხვებმა. ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებმა: წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II-დან დაწყებული ვიდრე დავით V-მდე. ქართველმა ბერ-მონოზვნებმა, მათ შორის არქიმანდრიტმა იოანე მაისურაძემ, რომელიც 17 წელი მოღვაწეობღა ათონის მთაზე და შემდეგ მოუწია საქართველოში დაბრუნება და ბეთანიაში მსახურება.
დღეს, როდესაც საქართველოს ეკლესიაში მრავალ კეთილ საქმეს დაედო სათავე, აუცილებელია გალობის საეკლესიო ტრადიციის სრულად აღდგენა და დაცვა.
წმიდა სინოდმა განაჩინა: ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას. ამა თუ იმ ხალხისთვის გალობა, ისევე როგორც ენა, წარმოადგენს თვითმყოფადობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღმრთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოაცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ნახევარი წლის განმავლობაში შეცვალონ ქართული კანონიკური, მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები.
http://www.orthodoxy.ge/samartali/oqmi_21-12-10.htmსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმინდა სინოდის სხდომის ოქმი
21 დეკემბერი, 2010 წ.
5. კრებაზე განიხილეს საეკლესიო გალობის ცენტრის წერილი, რომელშიც საუბარი იყო საქართველოს ეკლესიაში გალობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ პრობლემაზე.
განაჩინეს:
ა) საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს მრავალხმიანი ქართული გალობით.
ბ) ამ გადაწყვეტილების დამრღვევთა მიმართ შემდგომში გამოყენებული უნდა იქნეს კანონიკური ზომები.
******************************************************************************
და სულ ბოლო მუხლს მიაქციეთ ყურადღება - ამ გადაწყვეტილების დამრღვევთა მიმართ შემდგომში გამოყენებული უნდა იქნებს კანონიკური ზომები... ანუ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს განჩIნება საბოლოო გაფრთხილება იყო...
ამ განჩინების მერე კი, აღდგომას მათ დაარღვიეს აკრძალვა, და მაინც გააკეთეს ის, რაც არ უნდა გაეკეთებინათ...
მე შემეშინდებოდა ამათ ადგილზე.

ეკლესიის პირით ღმერთი გვიბრძანებს, ეკლესიის ხმა კი სინოდის განჩIნებებში ჩანს...
გამართლება არა აქვს სინოდის ამ 3 განჩIნების დარღვევას
**********************************************************
ეხლა მმკ-ს სხვა საგმირო საქმეები გავიხსენოთ..
წლების წინ, როდესაც უკვე ცხადი გახდა, რომ ეს დაჯგუფება ძალებს იკრეფდა, ამ დაჯგუფების მოთავეს - დეკანოზ ზურაბ ანთაძეს ჩამოართვეს წინამძღVრობა მიქაელ ტვერელის ტაძრისა და გადმოიყვანეს სიონში, რომ ყოფილიყო უშუალოდ პატრიარქისა და პროტოპრესვიტერის (ანუ თეთრი სამღვდელოების წინამძღვრის) მეთVალყურეობის ქვეშ.. ზუსტად ამ პერიოდში არაერთი მწვავე დიალოგის მოწმე გავხდი სიონის საკურთXეველში, სიონის ეზოში, საპატრიარქოში.. ეს ადამიანი მუდამ სიცრუითა და აგრესიით გამოირჩეოდა.. სწორედ ამ პერიოდში მიიღო სინოდმა ცნობილი დადგენილება ქართული გალობის შესახებ და წმინდანად შერაცხა ექვთიმე აღმსარებელი, იღუმენი, რომელმაც ჩაწერა,გამოსცა, გადაწერა და გადაარჩნია 6 000-მდე ქართული საგალობელი..
მერე ჩიტაძIს ქუჩაზე მდებარე წმიდა ნინოს ეკლესიის წინამძღვრის - თეიმურაზ ჩაჩიბაიას სვეტიცხოველში გადაყვანის ბრძანება გამოსცა პატრიარქმა.. და აი ამ დროს მოხდა ის, რითაც ცხადი გახდა, რომ ეს იყო ორგანიზებული დაჯგუფება ეკლესიაში, რომელიც სრულ უტიფრობას, სიბნელეს, ფანატიზმს, შეუწყნარებლობას და დაუმორჩილებლობას იჩენდა..
მახსოვს, მამა დავითობა იყო, მთაწმიდაზე ვწირეთ. სტუმრად იყო ალექსანდრიის აწ გარდაცვლილ პატრიარქიც. პატრიარქები ჩიტაძის ქუჩით ბრუნდებოდნენ საპატრიარქოში.. ჩVენ ფეხით მოვდიოდით და უწმიდესს კარგად ჩამოვრჩით, ჩIტაძის ქუჩაზე რომ ჩავედით წინ მანამდე არნახული რაღაც დავინახეთ - მთელი ეს "მრევლი" მმკ-სი გამოფენილები იყვნენ ჩUთაძის ქუჩაზე, პიკეტით გზა გადაუკეტეს პატრიარქების მანქანას, მივარდნენ, გამოაღეს კარები და ყვიროდნენ - "ნუ გადაგყავს ჩვენი მოძღვარი" "არ გადაიყვანოთ ჩვენი მოძღVარი" "ჩVენი მოძღვრები მართლმადიდებლობას იცავენ" და ა.შ...ეს იყო შემზარავი სანახაობა.. ატყდა ერთი გაწევ-გამოწევა პატრიარების მხლებლებსა და ამ დამთხვეულებს შორის... ასევე, აღმოჩნდა, რომ წინა ღამეს მათ ვითომ საკუთარი ნების წინააღმდეგ ტაძარში ჩაკეტეს ჩაჩიბაია და კარები დაკეტეს და არ უშვებდნენ იქ მივლენილ ახალ წინამძღვარს - მამა მიქაელ ბოტკოველს.. ცხადია, რომ "საკუთარი ნების წინააღმდეგ" აფერისტობა იყო - ტუალეტი თუ მოუნდა და ჭამა იმ კაცს, რა, ტაძარში ხომ არ დატოვებდნენ? ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული რაღაცა იყო - ჩვენს ეკლესიას არ ახსოვს მსგავსი რამ, რომ ასე ირღვეოდეს საეკლესიო კანონები, ასე უპატივცემულოდ ექცეოდეს და არ ემორჩIლებოდეს მღვდელი და მრევლი პატრიარქს..
ამის მერე იყო უამრავი მიტინგი და მოვარდნა საპატრიარქოში.. ერთ-ერთი ასეთU პიკეტი საპატრიარქოსთან მოაწყვეს, როგორც ვთქვი, ალექსანდრიის პატრიარქი იყო ჩამოსული და მის დასანახად... ეს იყო კლასკიური ქართული მიტინგი - ყვირილით, ეგზალტირებული მოწოდებებით, პატრიარქის შეურაცხმყოფელი გამოსვლებით.. ძალიან შეარცხვინეს მაშინ ამათ უწმიდესი სტუმრის წინაშე...
მაშინ მოხდა ის, რაც, მე ვფიქრობ, არ უნდა მომხდარიყო - პირველი დათმობა ამ თავხედებისადმი.. ჩაჩიბაია იქ დატოვეს "დროებით".. მერე მან ცალკე ყოფნის სურვილი დაიკმაყოფილა და ბევრეთშI აიშენა მონასტერი (ოღონდ ჯერ ცოლიანი თეთრი მღVდელი იყო, და მონასტრის წინამძღვრობის უფლებაც არ ჰქონდა, მაგრამ, ფანატიკოსისათვის ხომ მიზანი ამარტლებს საშუალებას)..
იმ პერიოდისაა უნათლავი ჩვილების საკითხიც - ჩემი მოძღვარი, მაშIნ პროტოპრესვიტერი იყო და ხელმძღVანელობდა საპატრიარქოს საღვთისმეტყველო განყოფილებას.. მთელს მართლმადიდებელ ეკლესიებშI გაიგზავნა ამ არაადეკვატურების მიერ წამოჭრილი საკითხი - ცხონდებიან თუ არა ის ბავშVები, რომლებიც ან დედის მუცელშივე გარდაიცვალნენ და ან აბორტით მოკვდნენ.. ამ ყველაფრის დასაწყისი იყო მამა არჩIლ მინდიაშვილის მიერ გამოცემული საგანგებო ლოცვები, რომლებიც მან, სხვათა შორის, რუსულიდან თარგმნა, და რომლებშიც იყო დედის ვედრება ასეთი ბავშვებისათვის..
მოძიებული წმინდა მამათა გამონათქვამები, ასევე ათონის მთიდან, რუსეთიდან, იერუსალიმიდან, კონსტანტინოპოლიდან, ალექსანდრიიდან, მონასტრებიდან, ცნობილი მოღვაწე ბერებისგან, ღვთისმეტყველებისაგან გამოგზავნილ ყველა პასუხში ერთი და იგივე რაღაც ეწერა - ნათლობა აუცილებელია ცხონებისათVის, მაგრამ, იმ ადამიანებს, ვისაც არ მიეცათ ნათლობის საშUალება, რა ბედი ელის, ეს ამბავი ჩვენთვის ღმერთს არ განუცხადებია, მაგრამ, ვინაიდან მათ არ მიეცათ ნათლობის საშUალება, ესე იგი, ეს ამბავი ღვთის მოწყალებას უნდა მივანდოთო.. ბევრ პასუხში იყო - ისინი ყოვლადმოწყალე ღმერთის განგებით შენდობილნი იქნებიან და ცხონდებიან, ვინაიდან მათ მხოლოდ ადამის ცოდვა აქვთ, რომლის მონანიების საშUალება არ მიეცათ, და ღმერტი მოწყალეა და არა უწყალოვო..
და ყველა პასუხში იყო გაკვირვებული შეკითXვა - ნუთუ თქვენს ეკლესიაში სხვა პრობლემა და საკითხი აღარ გაქვთ, ამაზე რომ მსჯელობთო? "არაა კარგი ღვთის გამოუცხადებელ მსჯავრთა და დაფარულთა ჩხრეკვაო...
მე ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს და ვიცი, იმიტომ რომ მაშინდელი პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი (ის ახლა არის რუსთავის მთავარეპისკოპოსი, სახელით იოანე) ჩემი მოძღVარია და მე სულ მის გვერდით ვიყავი და ყველაფერი მესმოდა და ვიცოდი რაც ხდებოდა..
მაშინ მოხდა მეორე ფაქტი - სინოდის სხდომაზე სადაც ამ საკითხს განიხილავდნენ, მამა გიორგი გამრეკელი, უბრალოდ, არ შეუშვეს, არც პატრიარქთან მიუშვეს.. მე ვიცი ვინც ქნა ეს, რომელმა იერარქებმაც.. ახლა აქ ამის დაწერა არაა საჭირო..[სინოდს მხოლოდ მღვდელთმთავრები შეადგენენ, მაგრამ წესია, რომ როდესაც რაიმე პრობლემურ საკითXს განიხილავენ, იქ იხმობენ სხვა სასულიერო, გინდაც საერო პირებსაც და მის აზრს ისმენენ, შემდეგ ის გამოდის და სინოდი აგრძელებს მსჯელობს დაყენებულ საკითXზე]... მახსოვს, საპატრიარქოში სინოდის სხდომა იყო, მე და მამაო კი ეზოში ვიყავით.. მახსოვს მისი აცრემელებული თვალები და განცვიფრებული ტონი - პატრიარქთან არ შემიშვესო.. და თქვა კიდეც, ვინც არ შეუშვა..
საბოლოოდ, სინოდმა მიიღO განჩIნება, სადაც წერია, რომ სახარების თანახმად ცხონებისათვის საჭიროა ნათლობა და მეორედ შობის (ანუ ნათლობის) გარეშე არ არსებობს ცხონებაო.. ნუ, ამ განჩIნებაში ახალი არაფერია, ეს მართლაც წერია სახარებაში, და ამას ყველას ვეთანხმებით.. უბრალოდ, ამ ჩვილებს პირველად შობაც არ ღირსებიათ, და მეორედ შობის საშუალება კი არ მისცემიათ.. მე ნამდვილად ვიცი, რომ პატრიარქიც იმ აზრის იყო და არის, რა აზრისაც ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი უნდა იყოს, მაგრამ,ასეა თუ ისე, სინოდმა მაშინ "რბილი" განჩინება მიიღო, მღვდელთმთავრებმა არ გაითვალისწინეს მსოფლიოს ეკლესიებიდან მოსული პასუხები და ამათ დასაწყნარებლად მიიღეს განჩინება... საქმე იმაშია, რომ ამ საკითხში, ამ დაჯგუფებას რიგი ეპისკოპოსებიც ეთანხმებოდნენ... თანაც საპატრიარქო სავსე იყო ამათი წერილებით - "მარტლმადიდებლური განჩინება მიიღეთ, თორემ, ჩვენ არ გავჩერდებით იქ, სადაც მწვალებლობას აღიარებთო".. გარეთ აწყობდნენ მიტინგებს და პიკეტებს..
ნუ, სინოდის განჩინებამ სთქვა ის, რაც ისეც ყველამ იცოდა, და ორივე მხარე ისევ თავის აზრზე დარჩა..
მერე იყო სხვა საკითხი - სასულიერო აკადემიაში მოღვაწეობს ედიშერ ჭელიძე - კაცი ღვთისმეტყველი, უგანათლებულესი პიროვნება, საოცარი ცოდნისა და სულიერი თVისებების პატრონი..
მან ამხილა ეს დაჯგუფება, განსაკუთრებით მათი "სტარეცი" რაფაელ კარელინი ერეტიკულ სწავლებაში... ესეც მაგრად იციან, რუსული "სტარეცი" და ბერძნული "გერონდა" არის ის, რაც არის ქართული სიტყვა "ბერი".. მაგრამ, ესენი გრუზინული სნობობით მაინც რუსულ დან ბერძნულ სიტყვას ხმარობენ - რომელიმე მათი გურუს რჩეულობის აღსანიშნავად ... ხოდა, რაფაელი ასწავლის იმას, რომ უფალმა იესომ არ იცის საკუთარი მეორედ მოსვლის დღის თარიღიო, და ის როგორც კაცი კაცებრივი ბუნებით არ ფლობდა აბსოლუტურ ცოდნასო... ამაზე წინა გვერდებზეც არის კამათი და ყველას შეგიძლიათ წაიკითხოთ.. აი აქაა ე. ჭელიძის სტატია
http://library.church.ge/index.php?option=...emid=69&lang=ka, ვისაც აინტერესებს მათთვის..
აი აქ კი წმიდა იოანე დამასკელი ამბობს იმას, რასაც ესენი არ ეთანხმებიან:
წმინდა იოანე დამასკელი
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა
თავი სამოცდამეექვსე
წარმატების შესახებ
ამასთან, ითქმის, რომ იგი „წარემატებოდა სიბრძნით, ასაკიდა და მადლით“ (ლუკა 2,52), რადგან, ერთი მხრივ, იზრდებოდა ასაკით, და ასაკის ზრდის შედეგად სააშკარაოზე გამოჰქონდა თავის თავში არსებული სიბრძნე, მეორე მხრივ კი - ყოვლითურთ განიკუთვნებდა რა ჩვენეულს, საკუთარ წარმატებად აქცევდა იგი ადამიანთა წარმატებას სიბრძნეში და მადლში, აგრეთვე მამისეული სათნოჩენის სრულყოფას, რაც არის ადამიანთა ღვთისმცოდნეობა და ხსნა. მაგრამ ვინც ამბობს, რომ წარემატებოდა იგი სიბრძნით და მადლით როგორც მიმღები ამათი შემატებისა, ამგვარი ვინმე არც იმას ამბობს, რომ ხორცის პირველმყოფობიდანვე1 მოხდა შეერთება2, არცთუ ჰიპოსტასურ შეერთებას თვლის იგი რადმე, არამედ ერწმუნება ამაოდ-მბრძნობ ნესტორს და მოთვისეობითს შეერთებასა3 და ლიტონ შთამკვიდრებას4 მეზღაპრეობს, „არ უწყის რა არც ის, რას ამბობს, და არც ის, რის შესახებ ამტკიცებს“ (1ტიმ. 1,7).
მართლაც, თუ ჭეშმარიტად შეუერთდა ღმერთ-სიტყვას ხორცი თავისი პირველმყოფობიდანვე ანდა, უკეთ, თუ ღმერთ-სიტყვაში მყოფობდა იგი და თუ ჰიპოსტასისეული იგივეობა ჰქონდა მასთან, როგორღა არ გამდიდრდებოდა იგი სრულყოფილად ყველა სიბრძნითა და მადლით, თუმცა არა როგორც წილმიმღები მადლისა, ანდა მომადლებით წილმქონე სიტყვისეულთა, არამედ, უმალ - ადამიანურთა და საღმრთოთა ჰიპოსტასური ერთობის გამო, რაც აღსრულდა ერთ ქრისტეში, რადგან თვითვე იყო ერთდროულად ღმერთიც და ადამიანიც, ქვეყნიერებისათვის მადლის, სიბრძნისა და ყოველგვარ სიკეთეთა სისავსის აღმომაცენებელი
1. ე.ი. ხორცის პირველგაჩენიდანვე, მისი არსებობის უკიდურესი დასაბამიდანვე, გაჩენისთანავე.
2. ე.ი. შეერთება ხორცისა ღმრთეებასთან ძე ღმერთის ჰიპოსტასში.
3. მოთვისეობითი შეერთება (ή σχετική ένωσις) გულისხმობს იმგვარ შეერთებას, როდესაც ვინმე ვინმეს უერთდება ამ უკანასკნელისადმი სიყვარულისმიერი დამოკიდებულებით, მისდამი მთვისებლობით, კეთილგანწყობითი მიმართებით, რაც პიროვნების პიროვნებასთან სიახლოვის გამოხატულებაა და გულისხმობს არა ღვთის პიროვნულ განკაცებას (ე.ი. არა ძე ღმერთის ჰიპოსტასის მიერ ადამიანური ბუნების მიღებას), არამედ ღვთის კავშირს ადამიანურ პიროვნებასთან (ე.ი. ძე ღმერთის ჰიპოსტასის შეერთებას ადამიანის ჰიპოსტასთან მოთვისეობითი ანუ კეთილგანწყობითი ნიშნით).
4. ე.ი. ღვთის შთამკვიდრებას პიროვნულ ადამიანში, რაც გულისხმობს არა ღვთის განკაცებას, არამედ ადამიანის განღმრთობას. ღმერთი მკვიდრობდა წინასწარმეტყველებში, საზოგადოდ, ყველა წმინდა ადამიანში და თუ ასევე მკვიდრობდა ღმერთი იესო ქრისტეში, მაშინ ქრისტეც ერთერთი წმინდა ადამიანი ყოფილა და არა თავად ღმერთი ბუნებით, ადამიანთა ხსნისთვის კაცქმნილი.
ამ ყველაფრის გარდა, მე წინა თემებში არაერთგზის მოვყევი, თუ როგორ დაიბარა პატრიარქმა და როგორ აკურთხა ესენი, რომ გაჩერდნენ ეს მოხდა 8-ჯერ! 8-ჯერ! გესმით? ყველანი ლანძღავენ პოლიტიკოსებს, პრეზიდენტებს, ყველას ვინც ბედავს და პატრიარქის აზრს არ ითვალისწინებს რამეში.. არადა ესენი, ბედავენ და მის 8-გზის შეგონებას და ლოცვა-კურთXევას არ ემორჩIლებიან და თან იტყუებიან..
მოკლედ, რაღა გავაგრძელო. ეკლესიის მრევლი ვარ 1995 წლიდან. ჯერ დავდიოდი ტვერელის ეკლესიაში, პირველი 3 წელი და იქიდან მოყოლებული ვიცი ამათი ყველა შავი და ბნელი საქმე.. ბევრი რაღაცა წინა თემებში დავწერე..
ესენი არიან დაჯგუფება ეკლესიაში, ამიტომ გაყოფის მამამ - სატანა-ეშმაკმა თავისი ქნა და ბოლოს ამათ იურიდიულადაც გააფორმეს თავიანთი განცალკევებე ეკლესიიდან - მმკ და მრევლის რამდენიმე კავშირი რომ შექმნეს..
განა ეკლესია ისეც კავშირი არაა - ღმერთსა და მის მიერ მოხმობილ ადამიანთა შორის?
პატრიარქი ცდილობს ესენი დაღუპვას გადაარჩინოს და ამიტომ ბოლო მომენტამდე არ სჯის ამათ, არამედ მოწყალედ და ტკბილად ექცევა. მე მოვყევი წინა თემაში, ისაკაძის დაჯილდოების ამბავი, როდესაც მე მის უწმიდესობას მოვახსენე საზოგადოების აზრი ამ თემაზე, და ვუთხარი, რომ ყველა გაღიზიანებულია ამ ფაქტით..
მან მითხრა, რომ, მე რომ არ დამეფარა ის, მას დაიჭერდნენო და მე ვუთხარი, რომ მისი ეს სიყვარული და მსხვერპლი ამაოა, რომ ისინი ამ სიყვარულს არ დააფასებენ და მაინც არ დაემორჩილებიან პატრიარქს და "კუ და მორიელი"-ს იგავისა არ იყოს, მაინც იზამენ იმას, რაც განზრახული აქვთ..
არავინ გაბედოს და პატრიარქზე აუგი არ სთქვას იმის გამო, რომ ცდილობს თავისი დაკარგული ცხოვარნი მოიძიოს და გადაარჩინოს, ის უფლის გზით დადის და მოქმედებს - ამათსავით კი არაა, საკუთარი მრევლი ციხემდე რომ მიიყვანეს და თვითონ კი ზვაობენ და ამპარტავნებენ.. პატრიარქი საქმითაა თავდადებული - საზოგადოებისგან განსაკითხავად წირავს თავს, ოღონდ ესენი გონს მოეგნენ და გაჩერდნენ..
მაგრამ, მე ერთს გთხოვთ - ამათი იარაღია წერილების გზავნა და პიკეტების მოწყობა, აგრესია და ძალადობა.. ყველას გთხოვთ, თქვენთვის შესაძლებელი გზებით დაწერეთ ყველგან ამ დაჯგუფების ვანდალობის შესახებ, რომ ყველამ - ამათაც, სინოდმაც დაინახოს, რომ ქართველი ადამიანი არ დათმობს თავის კულტურას, თავის სიწმინდეს, თავის საუნჯეს, წინაპართაგან გადმოცემულ საგანძურს - ტკბილ და წმიდა ქართულ გალობას.. დაწერეთ და გამოაქვეყნეთ.. ეს ძალიან საჭიროა.. ამათ ვიღაცის იმედი აქვთ, და იმ ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ გალობა არაა ის საკითხი, რასაც ესე უდიერად უნდა ეხებოდეს.. ქართული მრავალხმიანობა ჩVენი იდენტობის უმნიშVნელოვანესი ნაწილია, მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ეს არის ყველაზე დიდი შენატანი, რაც კი ჩVენს ერს მსოფლიო კულტურულ საგანძურში შეუტანია..
როგორც პატრიარქი ამბობს:
"ღმერთმა ყველა ერს მისცა მადლი და ჩვენს ერსაც მოანიჭა უდიდესი სიყვარული. ეს ყველაზე ძლიერ ჩვენს უძველეს სიმღერასა და საეკლესიო გალობაში ჩანს. ქართული გალობა ეს არის სიყვარული უფლისადმი, ქართული სიმღერა კი სიყვარული მოყვასისადმი, მუსიკაშI აჟღერებული და გადმოცემული"
ძმებო, დებო, მეგობრებო, გთხოვთ, უფრო აქტიურად დაგვიდექით გვერდში ქართული გალობის ამ ჰეროსტრატეებისაგან და ვანდალებისაგან დაცვის საქმეში..
სვიმონ ჯანგულაშვილი, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის რეგენტი
სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს...