არაფერს არ ვერჩი, გარეგნულად არ ვიცი და ტვინით არც ისე საყვარელია, განსაკუთრები იმის მერე, რაც ადამიანების მასიური გენოციდი გაამართლა, თან ბავშვების.
(ასე თქვა, თუ საჭირო იყო სწორია ღმერთმა რომ ეგვიპტელებს ბავშვები ამოუჟლიტაო).
მერე იყო თემა, სადაც მამაო და მრევლი მიუვარდა ტელევიზიის წარმომადგენლებს და აგინებდა - თქვენი ცოლ-შვილი წაიყვანეთ ბორდელშიო. გურაბემ თქვა ეს რჩევა-დარიგება და არა შეურაცხყოფაო.
და კიდევ ვინ მოსთვლის რა. ეს ნათელის ზემოთ ასვლა და გარდატყდომაც მისი ახსნაა, ოღონდ ამით ის ახსნა, რა ნათელ-ბნელზე იყო საუბარი ბიბლიაში, თუკი ჯერ მზე არ არსებობდა და მეოთხე დღეს შექმნეს მნათობი.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია, რაც გამახსენდა ამ წამს და რის გამოც ფანატიკოსები მაღიზიანებენ, როცა თავისი რწმენის გამო, მზად არიან ნებისმიერი შემზარავი ფაქტი გაამართლონ, ჩემთვის ასეთი ადამიანი არ არის საყვარელი, თუმცა არავის დავუშლი სხვისთვის იყოს