ათეისტი მიდის და გზაში იძახის:
მე არ მჯერა ღმერთის
ყველაფერი დიდი აფეთქებით შეიქმნა
და ბიბლიაც ადამიანების ქმნილებაა
ეჯახება ავტობუსი
ხვდება ღმერთთან
ათეისტი: სად ვარ?
ღმერთი: შენი აზრით სად ხარ?
ათეისტი: ვინ ხარ?
ღმერთი: მე ბიბლიის ღმერთი ვარ, სამყაროს შემოქმედი. შენ აქ იმისთვის ხარ, რომ განგსაჯო
ათეისტი: სამოთხეში ვარ?
ღმერთი: ჩემი ყოვლისმცოდნეობიდან გამომდინარე, მე ვიცი რომ ჩემი არ გწამდა და ფიქრობდი რომ ეს ტყუილი იყო. ამიხსენი, რატომ?
ათეისტი: იმიტომ, რომ არანაირი მტკიცებულება არ მქონდა შენი არსებობის შესახებ.
ღმერთი: არანაირი? რამე გსმენია ბიბლიაზე?
ათეისტი: კი, მაგრამ..
ღმერთი: მაგრამ არაფერი! ეგ წიგნი ჩემს მიერ დაიწერა და შენ ამაზე იცოდი.
ათეისტი: მაგრამ მე კარგი ადამიანი ვიყავი, გაჭირვებულებს ვეხმარებოდი 10 წლის განმავლობაში
ღმერთი: ამას მნიშვნელობა არ აქვს, მადიდებდი მე და აღიარებდი ბიბლიას?
ათეისტი: არა
ღმერთი: მე შევქმენი სამყარო და შენ უნდა მადიდო მე
ათეისტი: ეს შენი მხრიდან სიძუნწე ხომ არაა?
ღმერთი: არა, ჩემ სამყაროში ჩემი წესებია
ათეისტი: კარგი.. მაშინ იქნებ ახლა დავიწყო შენი დიდება?
ღმერთი: ძალიან გვიანია, შენ უკვე მოკვდი და უნდა განისაჯო
ათეისტი: მაგრამ შენ ხომ მიმტევებელი და კაცთმოყვარე ხარ?
ღმერთი: მხოლოდ იმათ მიმართ, ვისაც ჩემი სწამს
ათეისტი: შეგიძლია გამონაკლისი დაუშვა? მე ჩემ შვილებს ვასწავლიდი რომ სულგრძელები ყოფილიყვნენ
ღმერთი: არა, შენი აზრით, რას დაემსგავსება სამოთხე, თუკი იქ ყველა კარგ ადამიანს შევიყვან? მე ერთადერთი ვარ, ვინც ხალხმა უნდა ადიდოს და მადლობა გადაუხადოს იმისთვის, რაც აქვს
ათეისტი: მაშინ რატომ ხდება ცუდი რამეები? იმ ქრისტიანთა მიმართაც, ვისაც უყვარხარ?
ღმერთი: ამ სისულელისთვის დრო არ მაქვს. მე მლოცველებს უნდა გავცე პასუხი.
ათეისტი: სად მოვხვდები?
ღმერთი: შენი აზრით სად მოხვდები? არ მიყვარს ამის გაკეთება მაგრამ შენი ადგილი ჯოჯოხეთშია, სადაც სამუდამოდ ტანჯვაში იქნები
ათეისტი: მაგრამ რატომ? მე ხომ ცუდი ადამიანი არ ვყოფილვარ
ღმერთი: შენ არ გჯეროდა იმის, რაც წერია ჩემს ბესტსელერ წიგნში
ათეისტი: კარგი, მაშინ ცოტა ხნით დამაბრუნე დედამიწაზე, რათა ჩემს საყვარელ ადამიანებს ვუთხრა, რომ არსებობ და რომ უნდა გადიდონ შენ
ღმერთი: არა, მათაც იგივე გზა უნდა გაიარონ, რასაც სხვები გადიან
ათეისტი: შეიძლება სხვა ვინმეს ველაპარაკო, მაგალითად იმას ვინც შენ შეგქმნა?
ღმერთი: ნახვამდის არაქრისტიანო
ათეისტი: არაააააააააააა (და ვარდება ჯოჯოხეთში

)
ღმერთი: დაე ეს გაფრთხილება იყოს ყველა დანარჩენისთვის