#25856423 · 7 Jun 2011, 00:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთადერთი მამაკაცი ვინც ქალს პატივს სცემდა, იყო იესო ქრისტე, მხოლოდ ახალ აღთქმაში და იესოს წყალობით დაიბრუნა ქალმა წართმეული ღირსება და ადამიანობა. ძველ აღთქმაში იგი მამაკაცის ნივთად, საკუთრებად აღიქმებოდა, ომის დროს როგორც საქონელს და პირუტყვს ისე ექცეოდნენ, ტყვედ წაასხამდნენ ("ღმერთმა ჩაუგდო ხელში"!!!! ლოგიკით) და ძალით ირთავდნენ ცოლებად, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, მამას შეეძლო თავისი შვილი მონადაც კი გაეყიდა. რაბინები ყოველდღე ლოცვას აღავლენდნენ ღმერთო გმადლობ ქალად რომ არ დამბადეო, იმდენად დაბალ არსებებად მიაჩნდათ. ქალები ზუსტად იმ საცოდავ და დამამცირებელ ყოფაში იყვნენ, როგორც დღევანდელი ახლო აღმოსავლეთის მუსულმანურ ქვეყნებში. ამიტომაც მძულს ძველი აღთქმა!!! პეტრე პავლე რას ამბობს არ ვიცი და არ მაღელვებს, ჩემთვის ყველაზე ფასეული და ამაღელვებელია ის, იესო როგორ ეპყრობოდა ნებისმიერ ქალს, ცუდს, კარგს, ზნეკეთილს თუ უზნეოს, ებრაელს თუ არაებრაელს. კარგი იქნება "მორწმუნე" ვაჟბატონები ქალის შეურაცხყოფას თავს რომ დაანებებდნენ იმის საფუძველზე, ნეკნისგან რომ შეიქმნა და ნიშნისმოგებით გადაბრალებას ქალზე ყველაფრის, მხოლოდ ის ახსოვთ "ცოლებო დაემორჩილეთ ქმრებს". თიხა და მიწა მაგარია, უხეში, ამიტომაა თითქმის ყველა კაცი ასეთი აგრესიული, უკმეხი, უწყალო, სექსუალურად თავშეუკავებელი, ამიტომ იყო ამდენი ძალადობა მსოფლიოში, დაუნდობელი და გულბოროტი ძალადობა ქალებზე, ამიტომ იყო სიძულვილი ქალების მიმართ და მათი "ეშმაკებად" შერაცხვა. ქალი-ნეკნი უფრო ნახვეწილია, აქვს ისეთი თვისებები, რაც კაცს არ გააჩნია, სრულყოლიფი არსებიდან კიდევ უფრო სრულყოფილი არსება შექმნა ღმერთმა. ნეკნისგან იმიტომ რომ მამაკაცის თანასწორი ყოფილიყო. იტალიელმა თეოლოგმა თქვა ეს მე კი არა!!! და ქალი კაცისთვის შეიქმნაო, ეს მოსაზრება ჩემთვის მიუღებელია, კაცისთვის კი არა ღმერთისთვის ვცოცხლობ მე!!! 'კაცზე კი არა, ღმერთზე ვარ დამოკიდებული და მის მფარველობას მინდობილი. არა არს რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა' და "ლეკვი ლომისა სწორია'!!! აი ჩემი კრედო. მცველი რაინდი ვერ გეყოლება ყოველ წამს, შენც უნდა გაინძრე-გამოინძრე, "დედაკაცი" და არა სუსტი ქალი გახდე, როგორც დიდი ილია იტყოდა. ამიტომ გმადლობ ღმერთო რომ ქალად დამბადე!!!
|