
რაც უფრო მეტი ხმაური ატყდება, მით უფრო მალე გადაიჭრება ეს გორდიასის ნასკვი.. ასე რომ დაე, იხმაურონ... ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს...
აი ესაა ჩემი პოსტი, სად მიწერია აქ, რომ აბრაამი და ლექისედეკი ამას მეუბნებიან მეთქი? სულ სხვა კონტექსტში ვახსენებ.. მაგრამ, რა ქნან, რომ არ მოიტყუონ..
რას წარმოადგენს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი?ეს კი ამბავი, თუ როგორ ატყუებდა ინთაძე პატრიარქს.. გადმომაქვს ჩემივე პოსტი გალობის თემიდან..
პირადად მე ისაკაძე და ანთაძე რამდენჯერმე დამემუქრნენ "სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა, ისე დაგელაპარაკებითო", ეს კი დამეთანხმებით, რომ უზნეო, არაქრისტიანული საქციელია - არქიმანდრიტი და დეკანოზი ემუქრებოდეს ადამიანს.. ამეებს რომ თავი დავანებოთ, მე ხშირად მინახავს როგორ იტყუებიან ისაკაძე და ანთაძე.. მათ შორის პატრიარქათანაც.. ბოლოს კი სამების საკურთხეველში ყველა გახდა მოწმე, როგორ ვამხილე ანთაძე სიცრუეში. ეს ამბავი გადმომაქვს გალობის თემიდან:
QUOTE
ფანატიკოსები მუდამ უგებენ ერტმანეთს - სულ ერთია ლიბერალიზმზე გაქვს გაფანატებული თუ ფუნდამენტალიზმზე.. ფანატიზმი სულიერი მდგომარეობაა, როდესაც საკუთარი სურვილები, საკუთარი "მე" ღვთაებრივის დონეზე გყავს აყვანილი და ისეთ ჭეშმარიტებად აღიარებ, რომელსაც შეიძLება ყველა და ყველაფერი შეწირო...
გეპეიში ვოკალისტის და ლოტბარის დიპლომ-აღებულებს რომ შევეშვათ, ჩვენს ეკლესიაში უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო არის სინოდი. მისი დადგენილების შესრულება სავალდებულოა ყველასათვის...
სინოდმა 2001 წელს "სახიფათო სიახლე" და "თVითნებური ექსპერიმენტი" უწოდა ამ სიმახინჯეს, 2003 წელს და 2010 წელს კი აკრძალა იგი და სავალდებულოდ გამოაცხადა და საქართველოს ეკლესიაში კანონიერად სცნო ქართული მრავალხმიანი გალობა..
ეხლა კი ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით
* * *
მაშინ, როდესაც დათიკომ ეს თემა დახურა და სინოდმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს სიმახინჯე უნდა შეწყვეტილიყო, უწმიდესმა დაგვავალა, რომ ნოტები გადაგვეცა ბასილ ანთაძისათვის..
უწმიდესმა აკურთხა ისაკაძეც და ანთაძეც (ეს მოხდა სამების საკურთXეველში) - რომ მათ, ასევე მათ მრევლსა და დაჯგუფების ყველა წევრს საერთოდ შეეწყვიტათ ეს "გალობა", ამ თემაზე ყველანაირი წერა, აზრების გამოთქმა, საიტებიდან აეღოთ ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც ქართულ გალობას არაკანონიკურად აცხადებს და ეგალობათ ქართული გალობა და ქართული რვა ხმა..
ისაკაძე შეპასუხებას ცდილობდა, და უწმიდესმა უთხრა, რომ "შენ რამდენჯერ უნდა გითხრა და გაგაფრთხილო, რომ ეს არაა შენი საქმე და უნდა გაჩერდე? იცოდე, ყველაფერს დაკარგავ ამის გამო"
შემდეგ ანთაძე შეხვდა ქორეპისკოპოსებს და სამგალობლო ცენტრის წევრებს, მათ შორის ვეშაპოს. ამ შეხვედრის ამბავი დაწვრილებით ვეშაპომ მოყვეს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ანთაძემ თქვა - რომ ნოტები, რომლის მოცემასაც აპირებთ (საუბარია სამგალობლო ცენტრის გამოცემულ 5 ტომზე საგალობლებისა, სადაც 1000-მდე საგალობელია), გვაქვს, და აღარ გვინდა, არ მოგვცეთო, იქიდან ვისწავლითო..
ქორეპისკოპოესებმა კი ანთაძე გააფრთხილეს - რომ თუ გააგრძელებდნენ ქართულ გალობასთან ბრძოლას, განკვეთით დაამთავრებდნენ "მოღვაწეობას"
ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო:
დაახლოებით 3 კვირის წინ, სამებაში, ლოცვაზე მეძახიან საკურთხეველში. ჩავედი, მიხმობდა პატრიარქი..
მან მკითხა, "მე ხომ გითხარი, რომ მამა ზურაბისათVის მიგეცა ნოტები, რატომ არ მიეციო?"
მე ვუთხარი, "უწმიდესო, მას აქვს მეთქი ნოტები"
"აბა მან მითხრა რომ არ მაქვსო, არ გადმომცესო, აბა დაუძახეო"
დავეწიე ანთაძეს, რომელიც ამასობაში იპარებოდა საკურთXევლიდან და ვუთხარი, რომ უწმიდესი ეძახდა.. მოვიდა
უწმიდესმა ჰკითხა - "მამა ზურაბ, სვიმონი ამბობს რომ თქვენ ნოტები გაქვთო"
ანთაძემ - არ გვაქვსო
წარმოიდგინეთ რა უნდა დამმართოდა მე, როდესაც ვხედავ რომ ამხელა არქიმანდრიტი კაცი ატყუებს პატრიარქს, თავში სისხლი ამივარდა და ვუთხარი
"მამაო, თქვენ ამბობთ, რომ ქართული გალობის ნოტები არ გაქვთ მეთქი"?
"დიახო, არ მაქვსო, მე გელოდებოდით და თქვენ არ გადმომეცითო"
მე გავფითრდი და გავშეშდი ამ საოცარი ცრუპენტელასა და თავხედის შემხედვარე და ძალიან განრისხებული ვეკითXები"
"მამაო, აი აქ, სამების საკურთXეველში, წმიდა ტრაპეზის წინაშე, შენი მწყემსთმთავრის წინაშე როგორ იტყუები და ცრუობ მეთქი"
და მერე მივუბრუნდი უწმიდესს და ვეუბნები "ეს კაცი არის ცრუ და მატყუარა, გატყუებთ თქვენ და უტიფრად ცრუობს მეთქი, თავად არ გამოგვართVა ნოტები, იმიტომ რომ მე უკვე მაქვსო"
უწმიდესი მეუბნება - "სასულიერო პირს ასე არ უნდა ესაუბრო მაინც, წადი ეხლა და ჩამოიტანე ნოტები და ეხლა მივცეთო"
მე ძალიან მეტის-მეტი მომივიდა პატრიარქთან და ვუთხარი, რომ - "უწმიდესო, თქვენ რომ ესე ლმობიერად ესაუბრებით და სიყვარულით ექცევით, იმიტომ არიან ასე გათავხედებულები მეთქი. ესენი თქვენც მწავლებლად და ეკუმენისტად გთვლიან, და თქვენი სიყვარული ამათ ვერაფერს არგებს მეთქი" და წავედი რომ ნოტები ჩამომეტანა. მივუტანე ნოტი და კვლავ ვეკითXები, "მამაო, აი აქ, ამ წმიდა ტაძარში, საკურთხეველში, წმიდა ტრაპეზის წინაშე, პატრიარქის წინ ამბობთ, რომ თქვენ ეს ნოტები არგავთ მეთქი"? და ეს საოცარი ფანატიკოსი მპასუხობს "არაო"
უწმიდესი მართმევს ნოტს, ეძახის ანთაძეს და ეუბნება - "მამაო, გაძლევთ ლოცვა-კურთXევას (და ჯვარი გამოსახა წიგნს) რომ შეისწავლოთ და იგალობოთ ის საგალობლები და ის რვახმა, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილიო"
მე ვთქვი - "ყველამ იცოდეთ (გარშემო იდგნენ ეპისკოპოსებიც, სამღვდელობიც, სტიქაროსნებიც, ერთ-ერთი ეპისკოპოსი ცდილობდა გავეჩუმებინე - აქაოდა, მღვდელს ესე არ უნდა ელეპარაკოვო), რომ ეს არის უკვე მერვე ლოცვა-კურთXევა პატრიარქისა, რომელიც ამ ადამიანს ეძLევა მეთქი"
და უცბად ანთაძე ამბობს - "არა უწმიდესო, მანდ რაც წერია, ეგ არაა ნამდვილი რვა ხმა, ჩვენ შესწავლილი გვაქვს ეგ წიგნი, და მანდ ჩაწერილი საგალობლები რვა ხმის წესებს არ აკმაყოფილებსო"
აქ მე მართლა ავფეთქდი - "უწმიდესო, ამან რა იცის ან რვა ხმა, ან ერთი ხმა, ან საერთოდ რაიმე ხმა, სმენა ამას არა აქვს, ყოფილი რაგბისტია, ისიც წარუმატებელი მეთქი, როდემდე უნდა იპარპაშOნ ასე მეთქი"
უწმიდესი ეუბნება "გაქვთ ეს წიგნი მამა ზურაბო"? "კიო"
მე ვთქვი "და წეღან ამბობდა რომ არა მაქვსო, იტყუებოდა მეთქი აქ, საკურთXეველში არქიმანდრიტი კაცი"..
უწმიდესმა გამოართვა წიგნი და გადმომცა: "კაცო, ჰქონია, და მაშინ იქიდან ისწავლოსო"
ანთაძემ მე დამიწყო უცბად ყვირილით "შენ საერთოდ ხარ მატყუარა და უზრდელი, და გაჩუმდი, შენ არავინ არაფერს გკითXავსო"
მე დავუჩოქე და ვუთხარი "მამაო, თუ რაიმე ვიუზრდელე ან ცილი დაგწამეთ, შენდობას გთხოვთ, მაგრამ, თქვენ წეღან მოიტყუეთ და ცრუ ხართ მეთქი, და ვიდრე ქართულ გალობაზე იძახებთ ასე, რომ ის არაკანონიკურია, მანამდე ცრუებს დაგიძახებთ მეთქი"
უწმიდესმა "ეხლა გაჩერდით, სვიმონ, შენ მღვდლებს ასე არ უნდა ელაპარაკებოდე, მამაო ბასილ, თქვენ კი კიდევ ერთXელ გაფრთხილებთ - ისწავლეთ აქ ჩაწერილი გალობა, ქართული რვა ხმა და ეგ იგალობეთო და სინოდის განჩIნებები შეასრულეთო"
მერე მეუფე დანიელმა, რომელიც ანთაძის ძმაა, გაიყვანა გვერდზე და ძალიან დიდხანს ელაპარაკებოდა ხმამაღლა - რომ ხარ ხიბლში, ხარ ამპარტავნებაში, იმიტომ რომ გგონია რომ მხოლოდ შენ იცავ მართლმადიდებლობას და ჩვენ არ გვიყვარს ღმერთიო, გგონია, რომ ჩემზე მეტად გიყვარს ეკლესია, ან თუნდაც სვიმონზე მეტად გიყვარს ღმერთიო, და ეგ ხიბლიაო, რატომ ჩააგდე ახალგაზრდა კაცი ამ დღეში, საკურთხეველში იტყუები და აბრკოლებ ადამიანს და მერე მასაც ნერვები ეშლება და ასე გელაპარაკებაო. იცოდე, ამისი ესეთI მდგომარეობა შენი ბრალიაო"
ბასილ-ზურაბმა - "მე არაფერს არ ვაშავებ, მე მინდა კანონიკა და ტიპიკონი შევასრულოვო"
მეუფემ - "რატომ გგონია რომ შენ გინდა და ჩვენ არაო? სინოდი, მეცნიერები, მუსიკოსები, მგალობლები, მრევლი, სამღვდელოების უმრავლესობა, მთელი ეკლესია ერთშ გეუბნებათ და თქვენ კი სულ სხვას ამტკიცებთ ჯიუტადო, და ეგ ხიბლიაო"
"ცხონების საკითხია ან დოგმატური საკითხია გალობაო?"
ბასილმა "არაა ცხონების საკითხი, მაგრამ ჩვენ არგუმენტები გვაქვს და არავინ გვისმენსო"
მეუფემ "ჯერ თქვენ არ მოუსმინეთ არავის და არ გაგიკვირდეს, თუ შენც არ მოგისმენენო! ან რა არგუმენტები უნდა გქონდეთ თქვენ, როდესაც მეცნიერებაც და ჩვენი ეკლესიის ტრადიციები და ისტორია სულ სხვა რამეს ამტკიცებენო? რომელ მოსმენაზე ლაპარაკობ, აი მე ძMა ვარ შენი და საერთოდ არაფრად მაგდებ, გგონია რომ მე მართლმადიდებლობას ვღალატობ და შენ ჩემგან იცავ მართლმადიდებლობასო"
მეუფე ისე ელაპარაკებოდა, ისეთI ტკივილითა და სიყვარულით, როგორც მშობელი დაელაპარაკებოდა შვილს, რომელიც დამთვრალა და ხიდის მოაჯირზე დგას და გადახტომა უნდა უფსკრულში, მშობელი კი ცდილობს ტკბილად და სიყვარულით აუხსნას, რომ არც კი უნდა გაინძრეს იმ უფსკრულის მიმართულებით, თორემ დაიღუპება..და ცდილობს, რომ მხოლოდ სიყვარული დაანახოს, არადა, ამ სიტკბოს და სიყვარულის მიმართ უზარმაზარი ტკივილი და განცდაა მოსალოდნელი უბედურებისა - საყვარელი ადამიანის დაღუპვისა იმ წუთებში ძალიან შემეცოდა მეუფე...
მერე მე ავედი გუნდთან ,რადგან უნდა გვეგალობა..
აი, ასე იყო მაშინ - უწმიდესმა მერვედ აკურთხა ეს შეპყრობილი ადამიანები, რომ აღარ ეგალობათ ეს სიმახინჯე
და ამათ რა ჰქნეს?
აღდგომას "ქრისტე აღსდგა" ისევ ბერძნულ-ბაიათურად იგალობეს დიღOმში და ავჭალაში, ბევრეთში კი მთელი მსახურება ჩაჩიბაიამ ბერძნულ-ბაიათურად ჩაატარე..
2 დღის წინ მე ვუთხარი უწმიდესს ეს ამბავი, მეუფე დანიელიც იქ იყო
უწმიდესმა მითხრა - ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ დავიცავთ ქართულ გალობას და ის სულ მუდამ იქნებაო
მეუფემ კი სთქვა - ჩემი ძმა შეპყრობილია, არაფერი არ ესმის.. და პაისი ათონელი სწერსო, რომ როდესაც იერარქი ან სამღვდელო პირი არ ასრულებს რაც ევალება, ხოლო ზემდგომნი მას არ სჯიან, მაშინ თავად უფალი დასჯის ასეთ ადამიანებს და მე ისინი ძალიან მეცოდებიანო..
მე ვუთხარი - რომ "ჩVენ არ გავჩერდებით, ქართულ გალობას მუდამ და ყველგან დავიცავთ, რადგან ის ჩვენი საპატრონოა მეთქი"
აი ასე იყო ეს ყველაფერი. ასეთი ''დამცველები'' არიან ეკლესიისა და ქრისტიანობისა ეს მართლმადიდებელი თალიბები და ვაჰაბისტები..
სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს...