მმკ-უელთა საქმის ახალი პერიპეტიები:

დღეს ჩაჩიბაია იყო მოსული სამებაში... მივედი და ვუთხარი - მამაო, მართლა იგალობეთ მეთქი ამ აღდგომას ის ფსევდობიზანტიური საგალობლები.. მიპასუხა, კიო..
რატომ იგალობეთ, სინოდის 2 განჩინება რატომ დაარღვიეთ მეთქი? ..
რასაც თქვენ გალობთ სამებაში, ესეც აკრძალა სინოდმაო (იგულისხმა პატრიარქის საგალობლები)..
მე ვუთხარი, პირში თუ ეტყვით მეთქი მაგას უწმიდესს, თუ გაუბედავთ მეთქი, საკუთარი ტყავის გადასარჩენად რომ ეპირფერებით და ემლიქვნელებით და ევაზელინებით მეთქი (ვიცი ეს ბოლო სიტყვა არ უნდა მეთქვა, მაგრამ მისმა უტიფრობამ გამაოგნა)..
გინდაც ჩვენ რამეს ვაშავებდეთ, დაგიდიათ თავი და მთელს ქვეყანას მართლმადიდებლობას ასწავლით, და ჩვენ რომც ვაშავებდეთ, თქვენ ეს გამართლებთ? რა მიზეზი გაქვთ, ანტიკანონიკური ქმედებებისათვის, რატომ დაარღვიეთ სინოდის 2 განჩინება, რატომ იგალობეთ ის საშინელება მეთქი?
და გაჩუმდა..
აი, ხომ ხედავთ, პასუხი არ გაქვთ.. თქვენ ხართ ქართული გალობის მტერი და არანაირ პატივისცემას არ იმსახურებთ, იმიტომ, რომ თავად პატრიარქს არ სცემთ პატივს, წმიდა სინოდს არ სცემთ პატივს, და ქართულ გალობას ებრძვით მეთქი...
და მან მიპასუხა - კაი რა, იცი სინოდის რამდენი განჩნება ირღვევა, ამას რაღა უჭირსო...
წარმოგიდგენიათ?
მე ვუთხარი, სხვა განჩინებები და თქვენი სხვა დანაშაულები. არ ვიცი, შეიძლება მე არ მეხებოდეს, მაგრამ, მე როგორც ქართველს, როგორც მგალობელს, როგორც უწმიდესის რეგენტს, როგორც სამგალობლო ცენტრის წევრს მავალია ქართული გალობის დაცვა.. და თუ თქვენ გაქვთ უფლება, რომ ხალხს მიუვარდეთ, ეძალადოთ და საქმეები ურჩიოთ და ეკაჩავოთ მეთქი, ასევე მეც, ეკლესიის წევრს მაქვს უფლება თქვენგან გავიგო, რატომ დაარღიეთ სინოდის განჩინებები მეთქი..
იცი რა, შენ მე არ მიცნობო, და შენაო სხვებზე ხარ ნაწყენიო, სხვებმა გიყვირესო და უყვირე შენცაო და ჩვენ წყნარად და ტკბილად ვილაპარაკოთო..
როგორ მამაო, თქვენ და ისაკაძე და ანთაძე ხომ ერთი ხართ... რა, არ ხართ მმკ-სთან მეთქი? და არაო, ადრე ვიყავიო

არადა, აქაც, ფორუმშიც დევს ვიდეო, სადაც ბერძენი სტუმრები ვატოპედის მონასტრიდან ამათ ელაპარაკებიან ჩაჩიბაიას მონასტერში და იქაა მთელი ისაკაძე-ანთაძე თავიანთი მიმდევრებით..
მე ვუთხარი, რომ თქვენ იტყუებით და ვერასდროს ვერ გაიგებთ, რატომ ვარ ასე აღელვებული და რატომ მტკივა ასე გული მეთქი, იმიტომ, რომ თქვენ ქარტული გალობა გძულთ, არ გიყვართ და ებრძვით, ხოლო ჩემთვის ის ღირებულებაა, რომელსაც თქვენ გასაქელად და დასაღუპავად არ დაგითმობთ.. ჩემზე რომ დანოსებსა და წერილებს წერთ მეთქი, რა პირით მამხელთ რაიმე დანაშაულში, თუ თქვენ უარესს ჩადიხართ - თქვენ არ სცემთ პატივს და არ ემორჩილებით სინოდს და კათალიკოსს, და თუ თქვენ არავინ არ გსჯით, მე ვინ და რატომ უნდა დამსაჯოს, როდესაც თქვენ არ გცემთ პატივს - საკუთარი მაკურთხეველი მღვდელთმთავრების არაპატივისმცემელს მეთქი..
რა წერილიო, მე არაფერ შუაში ვარ მაგ წერილებთანო და რაც არ მეხება, იმაზე ნუ მელაპარაკებიო..
მე ვუთხარი, მამაო, რაც არ გეხებათ ან შეურაცხყოფა მოგაყენეთ, მაგისთვის შენდობას გთხოვთ მეთქი, მაგრამ, იცოდეთ, რომ ვიდრე ქართულ გალობას მტრობთ, თქვენ ხართ სინოდის ურჩები და მატყუარები და ჩვენ, ქართული გალობის გულშემატკივრები არც ერთი არ გავჩერდებით - სინოდის მიმართ მიმართვა უკვე დაწერა სამგალობლო ცენტრმა, და პასუხს აგებთ ქართული გალობის წინაშე.. რატომ, რატომ იგალობეთ ის 2 განჩნების დარღვევით მეთქი..
და ისევ გაჩუმდა,..
მერე მობრძანდა უწმიდესი... მე მივედი და თავად ჩაჩიბაიას თანდასწრებით ვუთხარი, უწმიდესო, აი, მამა თეიმურაზი აქაა და სინოდის 2 განჩინება დაარღვია და ამ აღდგომას ისევ ის სიმახინჯე იგალობეს მეთქი..
რატომ იგალობეთ, მამა თეიმურაზო, ჰკითხა უწმიდესმა
ეს გაჩუმდა
კიდევ ჩაეკითხა უწმიდესი
ამან - ძალიან გვიყვარს, დედებს ძალიან უყვართ და ვიგალობეთო, ისე სამხმიანებსაც ვგალობთო..
უწმიდესმა ძალიან მკაცრად უთხრა - რა გიყვართ, კაცო, შენ შენი უნდა გიყვარდესო..
მერე ჯვარი გამოსახა და უთხრა - აღარასოდეს გაიმეოროთ ეგ საქციელი და ქართული გალობა იგალობეთ მხოლოდო..
მე ვუთხარი - ეს ამბობს, რომ თქვენ სამებაში არღვევთ სინოდის განჩინებასო და ჩვენ რომც ვცოდავდეთ, განა ამის ცოდვას ეს ამართლებს მეთქი? აი, მამა თეიმურაზ, კიდევ ერთელ, მეცხრედ გაკურთხათ უწმიდესმა, რომ გაჩერდეთ მეთქი..
უწმიდესმა - ეს მორჩილია, ეს სხვები არიან (და აქ არ ვიტყვი, ზუსტად როგორც მოიხსენა ის "სხვები") ურჩებიო..
აი ასე დამთავრდა ეს ამბავი.. ერთ-ერთი ქორეპისკოპოსიც იქ იყო და ძალიან განრისხდა და მოითხოვა, რომ სამგალობლო ცენტრმა ოფიციალურად მიმართოს მასაც, როგორც ქორეპისკოპოსს, და წარუდგინოს სინოდის განჩინებების დარღვევის ფაქტები - ჩანაწერები, ქადაგებები და ა.შ. რომ სინოდის განჩინებების დამრღვევების წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებები მიიღონ..
ასე რომ, წერეთ და იკითხეთ თქვენი ანანიმკები და დანოსები.. თუ კაცის მხილება გინდათ, ესეც კი სხვებისგან უნდა ისწავლოთ, ინტერნეტის ლომებო და ერთ კაცზე ჯგუფურად თავდასხმის მოწყობაში დიდოსტატებო...
ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე თქვენ არ გაჩერდებით.. ვიდრე ყველა სიმახინჯეს, რითაც აავსეთ ჩვენი ეკლესია და ინტერნეტიც კი, არ წაშლით და ვიდრე არ შეინანებთ ქართული გალობის მტრობას..
მამა დავით, ძვირფასო, ვიცი კითხულობ, გაკითხებენ ამ სიტყვებს.. ააღებინე უნგიაძეს თავისი ნაჯღაბნი ინტერნეტიდან, შეწყვიტე ქართულ გალობასთან ინტერნეტით ბრძოლა, და ჩვენც ინტერნეტში შეგეშვებით.. ისე კი, სინოდს აუცილებლად მივმართავთ შენი ანტიკანონიკური ქმედებების გამო.. არადა, ყველაფერი სხვანაირად შეგეძლო გაგეკეთებინა.. აწი რაც მოხდება, ამ აღდგომას გამოჩენილ თქვენს თვითნებობას მოჰკითხეთ...