ანტიქრისტეს ტირანიის წლებში ქრისტიანების დევნა არნახულ მაშტაბებს მიაღწევსწმ. ეგნატე ბრიანჩანინოვიანტიქრისტეს მოწინააღმდეგეები შფოთისთავებად, საზოგადოებრივი წესრიგის და კეთილდღეობის მტრებად იქნებიან შერაცხულნი, მათ დაუწყებენ დევნას ფარულად და აშკარადაც, აწამებენ და სიკვდილით დასჯიან.
ღირსი ნიფონტი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი(11.8.1460)იმ დროს არავინ მოაღდეს ადამიანების თვალთა წინაშე სასწაულებს, რომლებიც შეძლებენ კაცთა გულების აღზნებას გმიროტიბს ჩასადენად. ისინი, ვინც მაშინ სამღვდელო ტახტზე იჯდება, გაუწაფავნი იქნებიან და არ ეცოდინებათ სათნოების ხელოვნება. ასეთები იქნებიან მონაძვნებიც,
მთელ მსოფლიოში ყველა დაცემული იქნება გემოთმოყვარეობითა და პატივმოყვარეობით და კაცთათვის უფრო ცოდვის მიზეზნი იქნებიან, ვიცრე მიბაძვის საგანი. ამიტომ სათნოება უფრო ბევრად უგულებელყოფილი ქინება, ვიდრე ამჟამად. ვერცხლისმოყვარეობა კი მაშინ იბატონებს და ვაი, იმ მონაზონს, ვინც ოქროს მოიხვეჭს და გამდიდრდება, რადგან ისინი საკიცხავ იქნებიან უფლისთვის და ვერ იხილავენ პირს ღვთისა ცხოველისა. მონაზონი თუ ერისკაცი, რომელიც საგრებლით გასცემს თავის ოქროს, თუ არ შეწყვეტს ამ საქმიანობას, ღრმა ტარტარში იქნება ჩაგდებული, რამეთუ არ ისურვა, ღვთისათვის მიეძღვნა თავისი საფასე გლახაკთადმი ქველმოქმედების გზით, მრავალ სიბრიყვით შეპყრობილს შეაცდენს ფართო გზის სივრცელე და ხრამში გადაჩეხავს.
ღირსი სერაფიმ საროველიიმ დიდი წუხარების დღეებში, რომელზეც ნათქვამია "და უკეთუმცა არა შემოკლდენ დღენი იგინი, არამცა განერა ყოველი ყოველი ხორციელი, ხოლო რჩეულთა მათთვის მოკლდნენ დღენი იგი".(და თუ არ შემოკლებულიყვნენ ის დღეები, ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩებოდა. რჩეულთა გულისათვის შემოკლდებიან ეს დღეები). იმ დღეებში დარჩენილ ერთგულებს მოელით გადაიტანონ რაღაც მსგავსი იმისა, რაც განიცადა ოდესღაც თავად უფალმა, როდესაც მან ჯვარზე გაკრულად იგრძნო თავი ღვთისგან, რომ შეჰღაღადა ზეცას: "ღმერთო, ღმერთო, რატომ მიმატოვე?" ასეთივე მიტოვება კაცობრიობისა ღვთის მადლისგან უნდა გამოსცადონ თავის თავზე უკანასკნელმა ( უკანასკნელი დროის - რედ.) ქრისტიანებმა, მაგრამ მხოლოდ სულ მცირე დროის მანძილზე, რომლის გასვლის შემდეგაც არ დააყოვნებს უფალი მოსვლას, მთელი თავისი დიდებით თავის წმინდა ანგელოზებთან ერთად და მაშინ აღსრულდება მთელი სისრულით ყოველივე, რაც განგებულ იქნა წმინდა სამების საბჭოზე, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.
მაგრამ არის მესამე მიზეზი, შეიძლება ითქვას, უმიზეზო მიზეზი, რომლის გამოც სულწმინდის მადლი ინებებს ხოლმე, დატოვოს ღვთისმტვირთველი ადამიანიც კი და ეს დაშვებულია თავად მამა ღმერთის მიერ - გამოიცადოს ამით მხოლოდ ღვთის მადლში ბოლომდე განმტკიცებული ადამინები, არაჩვეულებრივი ღვაწლით, არაჩვეულებრივი ჯილდოსთვის (ისევე, როგორც ეს დაიშვა თავად უფალი ისე ქრისტეს მიმართ). ასე რომ, ასეთივე განსაცდელი მთელი სამყაროს მიმართ იქნება დაშვებული ანტიქრისტეს დროს, როდესაც ყველა ღვთის წმინდა ადამიანი და წმინდა ეკლესია ღვთისა, რომელიც მაშინ მხოლოდ ასეთებისგან იქნება შემდგარი, თითქოსდა, დატოვებულ იქნებიან ღვთის მფარველობისა და დახმარებისგან... ასეთი განუზომელი განსაცდელი ღვთის სათნო ადამიანებისთვის ამჟამადაც დაშვებულია, და დაშვებული იქნება იმ დრომდე, მათი ქრისტესადმი რწმენის გამოსაცდელად, რათა ისინი მომავალ საუკუნეში დაჯილდოვნდნე ადამიანის გონებისათვის წარმოუდგენელი ჯილდოთი (გამოცხ. 20.6). ნეტარ არს იგი და წმინდა, რომელსაც აქუნდეს ნაწილი აღდგომისა მას შინა პირველსა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქვს ხელმწიფებაი, არამედ იყვნენ მღვდელ ღმრთისა და ქრისტესა და სუფევდენ მისთანა ათასსა მას წელსა.
არქიმადრიტი იოანე (კრესტიანკინი)ჩვენ ვცხოვრობთ აპოკალიფურ დროში, ამიტომ "მღვიძარე იყვენით, მტკიცედ იდექით სარწმუნოებასა ზედა, მხნე იყვენით და განძლიერდით, ყოველივე თქვენი სიყვარულით იყავნ (1.კორ. 16-13-14)
წმიდა ანდრია კესარიელი"ანტიქრისტეს შემზარავ სახელსა და რიცხვის სიზუსტეს და სხვა რამეებსაც, რაზეც დაწერილია, გვიჩვენებს დრო და გონებაფხიზელთა გამოცდილება. მაგრამ არ ინება ღვთის მადლმა ღვთიურ წიგნში დამღუპველ სახელთან დაკავშირებით რაიმეს დაწერა..."
"ანტიქრისტეს ჟამს, როდესაც ის გამოვა ხალხთან სალაპარაკოდ, თუ ნებისმიერმა ქრისტიანმა სწორად ილოცა იმ დროს, ბოროტი იგრძნობს ლოცვას და აკანკალდება, იმიტომ, რომ ქრისტიანებს აქვთ დიდი ძალა".
ქრისტიანი იმყოფინებს ცოდაოდენ ორცხობილას და ზეთისხილს. დაისჯებიან ისინი, ვისაც მაგიდაზე ულაგიათ ათნაირი ყველის სახეობა, "როკფორი", "ჰოლანდიური" და სხვა.
* * *
უცნობი რუსი მღვდელი, ავტორი ნაშრომისა ანტიქრისტესამყაროს აღსასრულის წინ მსოფლიო სახელმწიფო კიდევ ერთხელ აღსდგება და მისი მბრძანებელი იქნება ანტიქრისტე, რომელიც მოევლინება კაცობრიობას, ერთდროულად, როგორც სამყაროს პატრიარქი და მღვდელი, მაშინ მკვდრეთით აღსდგებიან რომის სასტიკი კანონები, რკინის დისციპლინითა და არაადამიანური წესებით. აღდგება ნებროთის ღვთისმბრძოლი სისტემა, რომლითაც დაგვირგვინდება ახალი ბაბილონი და მაშინ ურჯულოების საიდუმლო აღსრულდება.
ჭეშმარიტად კეთილმსახურ ქრისტიანებს დევნას დაუწყებენ მათი ცრუ ძმები, თვალთმაქცი ქრისტიანები. ბოლო, საყოველთაო ქადაგებისას ქრისტიანთა რიცხვი თუმცა კი გაიზრდება, ქრისტეს შემწყნარებელი მადლით, მაგრამ მათგან ცოტა ვინმე თუ იქნება ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი. მრავალი მათგანი შემოისაზღვრება გარეგნული იერით, წეს-ჩვეულებათა ბხოლოდ გარეგნული შესრულებით.
არქიმანდრიტი ნექტარიუსი (მულაციოტისტი)ანტიქრისტეს დროს მრავალ ქრისტიანს მხეცურად აწამებენ, რათა აიძულონ ისინი, უარყონ რწმენა. წმ. ბასილი დიდი ლოცულობდა: "უფალო დამიფარე ანტიქრისტეს დროში ცხოვრებისგან, რადგან არ ვიცი, შევძლებ თუ არა, ავიტანო წამება და არ უარგყო..." თუკი უდიდესი წმინდანი ამბობდა ამას, რაღა უნდა ვთქვათ ჩვენ და როგორ შევხვდებით იმ დროს.
ამიტომ დედამიწაზე ანტიქრისტეს გამოცხადებამდე ისევ გამოჩნდებიან წინასწარმეტყველნი ელია და ენოქი. ისინი იქნებიან ქრისტეს საწყსოს მწყემსები, მათან მიიღებენ ქრისტიანები ძალას და გაუძლებენ ანტიქრისტეს დევნას.შემდეგ ანტიქრისტე მოაწყობს ქრისტიანთა დევნას, ეს იქნბა უსასტიკესი იმ ბრძოლათაგან, რომელიც ოდესმე უწარმოებიათ ქრისტიანების და ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ. ეს იქნება დევნა არა მარტო მართლმადიდებლური რწმენისა, არამედ ეს იქნება ანტიქრისტეს და მისი მიმდევრების მცდელობა, შეცვალონ მართლმადიდებლური ცხოვრების მნიშვნელობა და იგი წარიმართება სისხლისმღვრელი რეპრესიებით.
ქრისტიანთა დიდ ნაწილს წამებით ამოხდიან სულს. ეს იქნება უდიდესი და უკანასკნელი დევნა ქრისტიანებისა. ეკლესიის მამები ამბობენ, რომ ამ დევნას დაუშვებენ არა მარტო ერისკაცნი, რომელთაც მიიღეს ანტიქრისტეს ბეჭედი, არამედ სამღვდელობაც, რომელიც ასევე მიიღებს ბეჭედს.სამღვდელობა დაეხმარება ანტიქრისტეს თავისი მიწიერი და სულიერი საქმეებით... ისინი გახდებიან ანტიქრისტეს მოკავშირენი ღვთის ერთგული ეპისკოპოსების, მღვდლებისა და ერისკაცთა დევმაში. ეკლესიის ხელისუფლების დახმარებით, ქადაგებანი გამოყენებულ იქნება იმისათვის, რომ ეკლესიის წევრები მიიყვანონ ანტიქრისტესთან, რომ მათ მიაღებინონ ანტიქრისტე, და ვინც არ დაემოღცილება ანტიქრისტეს ბრძანებას, მათზე დაუსრულებელ ტანჯვას მოაწევენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II"ჟამი არს ახლო, უფალი უკვე მარჯვნივ და მარცხვნივ აყენებს თავის შვილებს.
"ჯერ კიდევ I საუკუნეში მაცხოვრის მოწაფეები ხედავდნენ ბოლო ჟამის მთელ სიმძიმეს. ამიტომაც გვაფრთხილებს წმ. პავლე მოციქული: "საზარელი ჟამი დადგება... ადმიანები იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადლონი, უღირსნი, უმადურნი, უწმინდურნი, უსიყვარულონი, უწირავნი (ულოცველნი), დამსმენნი, მოუთმენელნი, სასტიკნი, მშფოთვარენი, სიმშვიდის არმქონენი, კეთილის მოძულენი, მოღალატენი, თავხედნი, აღზევებულნი, გულისთქმათა მოყვარენი!" (2ტიმ. 3,1-5)
და თუკი ადამიანი ამ ცოდვათაგან არ გათავისუფლდა, ჭეშმარით თავისუფლებას ვერასოდეს ეზიარება. არასწორად გაგებული თავისუფლება კი მრავალი უბედურების სათავეა.
თავისუფლება - მაგრამ რისგან? ანუ თავისუფლების მისაღწევად რისგან გათავისუფლებაა აუცილებელი?
ანდა: თავისუფლება - მაგრამ რისთვის? ანუ რას მაძლევს მე თავისუფლება? რატომაა იგი საჭირო?
განსხვავებული მსოფლაღქმის ადამინებს მათზე სხვადასხვა პასუხი ექნებათ.
ყველაზე სრულყოფილი სწავლება კი ქრისტიანობაშია: "ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თქვენ თავს მისცემთ მორჩილებისთვის, მისი მონები ხართ. როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისგან; გათავისუფლდით რა ცოდვისაგან, სიმართლის მონები გახდით... ახლა კი როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმინდეა, ხოლო ბოლო - მარადიული სიცოცხლე. ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია. ხოლო ღვთის მადლი - მარადიული სიცოცხე" (რომ. 6, 16-23)
ჭეშმარიტ თავისუფლებას ზეცად აჰყავს ადამიანი, ანიჭებს რა მას მშვიდობას სიხარულსა და ბედნიერებას; მაგრამ თავისუფლების მოპოვებისთვის ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან და მასში ფესვგადგმულ მანკიერებებთან. ეს რთული პროცესია და იგი სიცოცხლის ბოლომდე გრძლედება.. " შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ", - გვარიგებს მაცხოვარი (იოანე 8, 32).
სამწუხაროდ, ჩვენს დღევანდელ ყოფაშიც გამოჩნდნენ ე.წ. რეფორმატორული სულით შეპყრობილი ადმიანები, როგორც ფსევდოლიბერალები, ისე ფსევდოკონსერვატორები.
ფსევდოლიბერალური მოძრაობა პოსტსაბჭოთა სივრცეში, თავდაპირველად ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი რეაქცია იყო, რომელმაც შემდეგ კონტრეაქციის სახით ფსევდოკნოსერვატიზმი წარმოშვა.
ბოლო წლებში კი ეს ორივე მიმართულება საქართველოში გაძლიერდა და თავის სამიძნედ ეკლესია გაიხადა. მიმდინარეობდა და მიმდინარეობს საეკლესიო საკითხებზე არაკორექტული, ხშირ შემთხვევაში კი შეურაცხყმოფელი და ცილისმწამებლური მსჯელობები. ყველაფერ ამას ერთგვარი ორგანიზებული მოძრაობის სახე აქვს და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ეკლესიის წევრნი, ისე მის გარეთ მყოფი პირები.
წამოწყებულ ბრალდებებს ემატება ისიც, რომ გარკვეული პირები ჩვენი ეკლესიის საქმიანობას ხშირად რუსეთიდან მართულ პროცესებთან აკავშირებენ, რაც პოლიტიკური პროვოკაციის სახეს ატარებს და მიზნად ისახავს საქაღთველოს ეკლესიის დისკრედიტაციას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მაშტაბით. ამგვარი ცილისწამება არაერთხელ გაჟღერდა საეკლესიო კალენდრის გამოც.
"...მჯერა, საქართველო გაუძლებს ყოველგვარ გაჭირვებას, ყოველგვარი მტრის ყოველგვარ ზეწოლას,
საქართველო გაუძლებს თვით ანტიქრისტეს შემოტევას, რადგან ჩვენი გული, გონება და სული ღვთის რწმენით იქნება აღვსილი და იგი იქნება განმსაზღვრელი ჩვენი ყოფისა, აზროვნებისა და მოქმედებისა.ყველამ ვიცით, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებს შორის თუნდაც ყველაზე ფართომაშტაბიანი დაპირისპირება საფრთხეს ვერ უქმინდა ზოგადად კაცობრიობას. დღეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო კონფლიქტიც კი შეიძლება მსოფლიო კატასტორფით დამთავრდეს. დგას " ცივი მშვიდობის" ჟამი, რომლის განვითარებაც, არავინ უწყის, საით წარიმართება..."
ეს წიგნი გამოშვებულია 2005 წელს და ნუ დავაკავშირებთ საპროტესტო აქციის დარბევასთან პატრიარქის ამ განცხადებებს.
This post has been edited by cercva123 on 29 May 2011, 19:11