gio_xomasa
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 308
წევრი No.: 124141
რეგისტრ.: 26-November 10
|
#26248866 · 1 Jul 2011, 13:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ინტერვიუ ბავშვთა ფსიქოლოგთან მრავალმხრივ საინტერესოა ინტერვიუ ბავშვთა გამოცდილ ფსიქოლოგთან, ირინა მედვედევასთან, იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ ბავშვებთან სქესის საკითხებზე. ინტერვიუ (2002წ.) აიღო მღვდელმა ალექსი უმინსკიმ. გთავაზობთ ამ ინტერვიუს მცირეოდენი შემოკლებით. _ ყოველ ოჯახში, სადაც ბავშვები არიან, ადრე თუ გვიან ისმება კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ დავიწყოთ ბავშვებთან საუბარი სქესის საკითხებზე, იმიტომ, რომ ბავშვები ამ კითხვებს, ბოლოს და ბოლოს, მაინც დასვამენ. არის ორი თავლსაზრისი: ერთნი თვლიან, რომ ეს საკითხები არ უნდა განიხილებოდეს, ბავშვები ისედაც ყველაფერს თვითონ გაიგებენ; სხვები, პირიქით, ფიქრობენ, რომ ბავშვებს ამ საკითხებზე ინფორმაციის მაქსიმუმი უნდა მივცეთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა? _ მე, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი, რომ ასეთი პრობლემა საერთოდ არ არსებობს. მაგრამ მე მგონია, ზოგიერთი სექსზე მზრუნავი მოზრდილი ადამიანი მის მასშტაბს გადაჭარბებულად აფასებს. ვფიქრობ, რომ, როდესაც ბავშვი ინტერესდება სქესის საკითხებით (ის კი ამ საკითხით თავის ცხოვრების სხადასხვა პერიოდში სხადასხვა მოცულობითა და სიღრმით ინტერესდება), სწორედ მაშინ უნდა ვუპასუხოთ მას, ამასთან, მეტად ზოგადი და პირობითი ფორმით. _ ეს კითხვები მაშინ ისმება, როდესაც ბავშვი სრულიად უბიწოა და, რა თქმა უნდა, ბავშვები მათ სვამენ სრული სიწმინდით. მშობლებს კი, როგორც წესი, ასეთივე (ბავშვურს მიმსგავსებული) სიწმინდით არ შეუძლიათ უპასუხონ. და წარმოიქმნება ასეთი მითები: “წერო” და “კომბოსტო”, “შენ მაღაზიაში გიყიდეთ” და ა.შ. კარგია ეს? _ ძალიან კარგია! მე, როგორც ბავშვთა ფსიქოლოგი ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად სწორია. საუკუნეების განმავლობაში ამბობენ ’’წეროსა’’ და ”კომბოსტოს” შესახებ. ასევე, საკმაო ხნის წინ დაიწყეს ლაპარაკი მაღაზიის შესახაც. ნამდვილად სწორია. და, იცით, მოზრდილ ადამიანთაგან ამან არავის ავნო. როგორც ვხედავთ, ადამიანის მოდგმა გრძელდება არა ერთი და ორი ათასწლეული. ნაყოფი თავის დრომდე აუცილებლად აკრძალული უნდა იყოს, რომ შემდეგ, როდესაც ბავშვი გაიზრდება, ეს ნაყოფი ტკბილი იყოს. მაშინ გაგრძელდება მოდგმა. როდესაც ეს ნაყოფი აკრძალული აღარ არის და, შესაბამისად, _ ტკბილი, მაშინ ადამიანი _ ასეა იგი მოწყობილი _ სხვა აკრძალულ ნაყოფებს ეძებს. ამიტომ ხომ არ არის დასავლეთში ამდენი ჰომოსექსუალი? ეს სხვა აკრძალული ნაყოფია. თუმცა ისიც უკვე აღარ არის აკრძალული ნაყოფი. ამიტომ, როდესაც შვიდიოდე წლის წინ გერმანიაში ვიყავი სოციალური ფსიქიატრიის მსოფლიო კონგრესზე, ევროპელი და ამერიკელი მეცნიერები საუბრობდნენ იმაზე, რომ დასავლეთ მსოფლიოს ნომერ პირველი პრობლემა _ ეს მოზრდილებისა და ბავშვების სექსუალური თანაცხოვრებაა. აი, როგორი აკრძალული ხილია დღეს დასავლეთში ადამიანებისთვის ტკბილი. ასე რომ, თუ ეს ნაყოფი აღარ იქნება აკრძალული და, მაშასადამე, ტკბილი... მაშინ სხვა ნაყოფის ძებნას ელოდეთ. სწორედ სკანდინავიამ და, კერძოდ, შვეციამ შეიტანა პირველმა სექსუალური განათლება სკოლებში, სადღაც 1968 წლის მახლობლობაში. სექსუალური რევოლუცია ხდებოდა ევროპასა და ამერიკაში. და, აი, რა შედეგები გამოიღო ამან. სამი წლის წინ სტოკჰოლმი _ შვეციის დედაქალაქი _ ოჯახების მსოფლიო კონგრესზე, პრაღაში, მიიჩნიეს პირველ მსოფლიოში პოსტ-ოჯახურ ქალაქად, იმიტომ, რომ მცხოვრებთა 70 პროცენტს არასდროს არ ჰქონია, არა აქვს და არც უნდა, რომ ჰქონდეს ოჯახი და ჰყავდეს ბავშვები. _ მაგრამ, მითხარით, ოჯახის გარეთ ასეთი იდუმალი, ინტიმური და ჭკვიანური საუბარი სქესზე, შეიძლება რომ სკოლის გაკვეთილზე, საჯაროდ ხდებოდეს? _ ვფიქრობ, რომ არა. ეს არასოდეს არ შეიძლება ადამიანების თანდასწრებით ხდებოდეს. დააკვირდით, კულტურულ რუსულ ენაში არ არსებობს არც ერთი სიტყვა, რომელიც სიყვარულის ფიზიკურ მხარეს აღნიშნავს... წარმოიდგინეთ, მოდის სათვალეებიანი მასწავლებელი, მოხდენილ ბლუზში გამოწყობილი, დაკიდებს ამ სახელმძღვანელო მასალას, ბავშვები გადაშლიან თავიანთ სახელმძღვანელოებს... და მინდა გითხრათ, რომ სურათები ამ სასწავლო სახელმძღვანელოებში ბევრად უფრო უხამსია, ვიდრე სურათები _ პორნოჟურნალში. ეს შავისა და თეთრის სრული აღრევაა! ჭერი და იატაკი ცვლიან ადგილებს! რადგან ერთია პორნოჟურნალი, რომელსაც ბიჭები მერხს ქვემოთ ფურცლავენ, ისევ ისე, იციან, რომ ეს უხამსობაა; ხოლო სხვაა, როდესაც ეს სახელმძღვანელოშია. სახელმძღვანელო ბავშვებისთვის _ ეტალონია. ეტალონური ინფორმაციაა. და მაშინ, როდესაც _ ეს იქ სახელმძღვანელოსთვის დამახასიათებელი ფორმითაა წარმოდგენილი, ასე სერიოზულად, ნახატებითა და სქემებით... მე ვნახე მთელი ეს სისაძაგლე. სხვათა შორის, როდესაც გერმანიაში ვკითხულობდი კურსს ჰამბურგის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ერთხელ ისინი ლექციის მერე როგორღაც გამიშინაურდნენ და გულწრფელად გამესაუბრნენ და მახსოვს, რომ ერთმა მომხიბლველმა, თომას მანის გმირის მსგავსმა, რომელიღაც კეთილშობილი სისხლის მატარებელმა ახალგაზრდამ თქვა: `რა ბედნიერები ხართ რუსეთში, თქვენ იცით, რა არის სიყვარული. ჩვენც ვიცით ეს, მაგრამ მხოლოდ კლასიკური ლიტერატურიდან. ჩვენც ძალიან გვინდა, გვიყვარდეს, მაგრამ არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ, სკოლაში მივიღეთ სექსუალური განათლება და როდესაც გოგონას ვუყურებთ, გვახსენდება, თუ რას გვეუბნებოდნენ ეროგენული ზონებისა და საშვილოსნოს მილების შესახებ~. _ ძალიან ნაცნობი პრობლემაა. 90-ანი წლების დასაწყისში მშობლები დიდად აღშფოთებულები იყვნენ, როდესაც მათი შვილები სკოლებიდან დაბრუნდნენ. ვთქვათ, პირველი კლასის მოსწავლეებმა თავიანთ მშობლებს აჩვენეს ბუკლეტი სათაურით ”ჩემი მეგობარი პრეზერვატივი”. საიდან ჩნდება ასეთი ბუკლეტები ჩვენს სკოლებში? საიდან გაჩნდნენ ეს პროგრამები, ეს სახელმძღვანელოები? ვინ გამოსცემს მათ? ვინ და რატომ რყვნის ბავშვებს? _ დიახ, ბავშვებს რყვნიან. და ეს საშინელებაა. მე, როგორც ბავშვთა ფსიქოლოგმა, შემიძლია, ვთქვა, რომ ბავშვების ფსიქიკაში ბირთვული აფეთქება ხდება, სხვა სახელს ვერ დაარქმევ. მაგრამ მათთვის, ვინც ამას აკეთებს, გარყვნა და ფსიქიკური შოკის პროვოკაცია _ ისეთივეა, როგორც გვერდითი მოვლენები. ამოცანა სხვაა: შობადობის შემცირება. ეს ასეთი, ვიტყოდი, ცივილიზებული სახის გენოციდია. _ და რა ჰქვია ამ ”ცივილიზებულ სახეს”?
_ მას ჰქვია ოჯახის დაგეგმვის საერთაშორისო ასოციაცია. მისი ფილიალია ოდრა (ოჯახის დაგეგმვის რუსეთის ასოციაცია). ამ ორგანიზაციას მრავალი სპონსორი ჰყავს, როგორებიცაა: გაეროს დასახლების ფონდი, იუნესკო, იუნისეფი, როკფელერის ფონდი, ფორდის ფონდი, მაკარტურების ფონდი და ა.შ. ცნობისათვის: უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში რუსეთის სკოლებში სხვადასხვა სახელწოდებით დაიწყეს სექსოლოგიისა და კონტრაცეფციის სწავლება. სწავლების მიზანი ყველა შემთხვევაში ერთია: ბავშვის ფსიქიკით მანიპულირება. მისი ყურადღების გადატანა უმაღლესი სულიერი ფასეულობებიდან უმდაბლეს ხორციელ სიამოვნებებზე, მათ კულტივირებაზე. როდესაც ადამიანი განიხილება, როგორც მხოლოდ ბიოლოგიური ერთეული, ბავშვების ყურადღება აქცენტირდება მხოლოდ სექსის საკითხებზე, უხეშად ითრგუნება მორცხვობა. ამასთან ხდება უბიწოებისა და ოჯახის დაცინვა. მომავალ შვილებს წარმოადგენენ, როგორც არასაჭიროებს, მძიმე ტვირთს. ბავშვებს საშინელ საგნებზე ესაუბრებიან. დასავლეთში უკეთესი სიტუაცია არ არის. სან-ფრანცისკოში, მაგალითად, სადაც ჰომოსექსუალების მაღალი პროცენტია, სექსუალურმა უმცირესობებმა მიაღწიეს იმას, რომ მათ სკოლებში მიაწოდონ რაღაც განსაკუთრებული სექსგანათლება. კლასში შვიდი წლის მოსწავლესთან მიდიან `სპეციალისტები~ და ეუბნებიან: `თქვენ არ უნდა წუხდეთ იმაზე, თუკი თქვენ გექნებათ სექსუალური კონტაქტი თქვენივე სქესის წარმომადგენელთან, თუნდაც, უფრო მოზრდილ პარტნიორთან...~. ანუ, პრაქტიკულად ისწავლება ჰომოსექსუალიზმის საწყისები. ბავშვი კი ამაზე საერთოდ არ ფიქრობს. მაგრამ, როდესაც მას ამაზე საუბარს დაუწყებენ, მაშინ მასში, რა თქმა უნდა, შეიძლება პროვოცირებულ იქნას გასინჯვის სურვილი. გამოდის არა განათლება, არამედ _ ღია პროპაგანდა. _ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რით შეგვიძლია დავიცვათ თავი, რამდენად გვაქვს პროტესტის უფლება, როგორი იურიდიული შესაძლებლობები გვაქვს ჩვენ, რომ არ დავუშვათ ექსპერიმენტი ჩვენს შვილებზე, ჩვენს ერზე.
|