მთავარია:
1. არის თუ არა ეს თქვენთვის დამაჯერებელი.
2. რა მიზანს ემსახურება ასეთი სახის საინფორმაციო ვიდეო-რგოლები.
არსებობს ასევე დოკ-ფილმის 3 სერია სახელწოდებით "Zeitgeist"(ეხლა არ ვიცი ამ სერიებში აქვთ თუ არა შეტანილი, რადგან ნამდვილად არ მაქვს იმდენი დრო, რომ ი-ნეტში ვუყურო ამას), რომელიც მეტწილად ფინანსურ სისტემაში არსებულ სიტუაციას განიხილავს ისტორიული ფაქტების მიმოხილვითურთ და მაყურებელს სთავაზობს ალტერნატივას.
ალტერნატივა კარგია, თუმცაღა სავარაუდოდ ესეც მონეტის მეორე მხარეა(მარტივად):
1. ფინანსურ სისტემაზე ორიენტირებული საზოგადოება, შესაბამისად ასეთი საზოგადოების მართვა.
2. ა) ალტერნატიული სისტემის შეთავაზება არსებული სისტემის მართვის საიდუმლოებებში ჩახედვისა და ამ სისტემის უკან მდგომთა გამოაშკარავების ხარჯზე და
ბ) ალტერნატიული სისტემის(რესურსებზე ორიენტირებული საზოგადოება) ზოგადი ახსნა, რომელიც იმართება რესურსებზე ორიენტირებული სისტემის სისტემიზაციითა და სავარაუდოდ ამ სისტემიზაციის უკან მდგომთა მიერ.
1. -ის სავარაუდო პასუხი: ადამიანის მოთხოვნილებასა და მოთხოვნილ საქონელს შორის დგას ფული.
2. -ის სავარაუდო პასუხი: ადამიანის მოთხოვნილებასა და მოთხოვნილ საქონელს შორის დგას ნება.
მოკლედ მთავარი არა მასების მართვის ფორმაა, არამედ თვითონ მართვა.
ასე რომ მსოფლმხედველობას აქვს უამრავი თუ არა რამოდენიმე ასპექტი მაინც.
http://www.youtube.com/watch?v=rLcXvv1l4sc