ცოტნე_91თქვენი (ანუ მართლმადიდებელი მამაოების) ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი "ახსნები" დიდი ხანია რაც ვიცი და ძალიან კარგადაც ვიცი.
ეს კი ყურადღებით წაიკითხე და ეცადე რომ გაიაზრო:
მაგ მუხლში პეტრე იმას ამბობდა, რომ მას უყვარდა იესო და ეს ყველაფერი იესომ კარგად იცოდა. სიტყვა "ყველაფერი" ბიბლიაში ყოველთვის "ყველაფრის" პირდაპირი გაგებით არ გამოიყენება. მაგალითად მოციქული პავლე ამბობს: "ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი". პავლე არ გულისხმობდა რომ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით "ყველაფერი" გახდა.
ბიბლიის თანახმად, იესომ არ იცის ყველაფერი რაც მამამ იცის. მაგალითად, მარკოზის 13:32-ში იესო ამბობს: "32 იმ დღეზე ან საათზე კი
მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და
არც ძემ".
თუ ამას იმით შეეცდები უპასუხო, რომ იესო ადამიანური ბუნებით ამბობდაო, მაშინ საკუთარ თავს ჰკითხე: თუ ღმერთი სამებაა, მაშინ იესომ რატომ არ თქვა, მამის გარდა, ძის გარდა და სულიწმინდის გარდა არავინ იცისო? იმედია იმას არ იტყვით, სულიწმიდაც ადამიანად მოგვევლინა როგორც იესო და ადამიანური ბუნება ჰქონდაო. ვერც იმას ვერ იტყვით, იესოს დაავიწყდა სულიწმინდამ რომ იცოდაო როცა თქვა, მამის გარდა არავინ იცისო, არც ძემო და არც ანგელოზებმაო.
ფაქტია რომ თქვენი რელიგიური შეხედულებები არაა იმასთან თანხმობაში, რასაც ბიბლია ასწავლის!
პ.ს.
ეს კიდე, იმისთვის დაგიციტირე რომ დაფიქრდე:
იუდა 1
5.
მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი.
მოციქულებმა ყველაფერი არ იცოდნენ.
"ქალმა უთხრა: ვიცი, რომ მოდის მესია, ქრისტედ წოდებული. როცა მოვა, ყველაფერს
გაგვიცხადებს. იესომ უთხრა მას: ეს მე ვარ, ვინც გელაპარაკები".
აქაც სიტყვა "ყველაფერი" მისი პირდაპირი გაგებით არ გამოიყენება. იესოს არ უთქვამს, ცდები შენ, ყველაფერს არ გაგიცხადებთო. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ იესოს ყველაფერი არ გაუცხადებია ადამიანებისთვის. იესომ თქვა: "
თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ დროები და ვადები, რომლებიც
მამის ძალაუფლებაშია"-ო.
ამ ყველაფერზე იფიქრე და მიხვდები რომ თქვენი შეხედულებები არ შეესაბამება ბიბლიას. შეიძლება კარგადაც ხვდები უკვე, მაგრამ რადგან მიკერძოებული ხარ, ისევ შენს მცდარ შეხედულებებზე რჩები. ამიტომაა უაზრობა ამ ერთი და იგივეზე წერა, რომელიც მრავალჯერ აუხსნიათ შენთვისაც და სხვა მართლმადიდებლისთვის ამ ფორუმზე. მიუხედავად ამისა, დადიხართ წრეზე, ღლაფუცობთ და ცდილობთ საკუთარი თავი დააჯეროთ რომ რაც გწამთ, სწორად გწამთ... სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.
This post has been edited by A-G-A-P-E on 10 Jul 2011, 01:51
ეკლესიებს ღმერთი არ იწონებს. არც გამოცხადება-ხილვებით ეკონტაქტება სამღვდელოებას; 2-ე საუკუნიდან დღემდე, ღმერთი მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება" ხალხს და იუწყება,რომ სულ მალე,პოლიტიკური ძალები გააფთრებით დაესხმებიან რელიგიებს გასანადგურებლად რასაც მოჰყვება ღვთის მთავრობის მმართველობა ზეციდან დედამიწაზე.