მაცალე დაგიწერ ეხლავე

: დამელოდე
* * *
იეჰოვა ღმერთი აშკარად გვიჩვენებს, თუ ვინ არის მისი ძე. მათეს სახარებაში ვკითხულობთ, რომ როდესაც იესო მოინათლა, გაისმა «ხმა ციდან მეტყველი: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“»
(მათე 3:16, 17) . დიახ, იესო ქრისტე არის ღვთის ძე.
ზოგიერთი რელიგიის მიმდევრები კი აცხადებენ, რომ იესო ღმერთია. სხვები ამტკიცებენ, რომ ღმერთი სამებაა. ამ სწავლებების თანახმად, „მამა არის ღმერთი, ძე არის ღმერთი და სულიწმიდაც არის ღმერთი, მაგრამ ეს სამი ღმერთი კი არა, ერთი ღმერთია“. და სწამთ, რომ ეს სამივე „თანასამარადისონი და თანასწორნი არიან“, — ნათქვამია ერთ-ერთ კათოლიკურ ენციკლოპედიაში (The Catholic Encyclopedia). სწორია ასეთი შეხედულებები?
იეჰოვას შესახებ საღვთო წერილი ამბობს: „უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი“ (ფსალმუნი 89:2). ის არის „საუკუნეთა მეფე“, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული (1 ტიმოთე 1:17). იესო კი არის „პირმშო ყოველი ქმნილებისა“ და „დასაბამი ღვთის ქმნილებისა“
(კოლასელთა 1:13—15; გამოცხადება 3:14). იესომ თავისი მამის შესახებ თქვა: „მამა ჩემზე დიდია“
(იოანე 14:28). მან ისიც აღნიშნა, რომ არსებობდა ისეთი რამ, რაც არც მან და არც ანგელოზებმა არ იცოდნენ, არამედ მხოლოდ ღმერთმა
(მარკოზი 13:32). გარდა ამისა, იესო თავის მამას შემდეგი ლოცვით მიმართავდა: „ჩემი ნება კი არა, შენი იყოს“
(ლუკა 22:42). ვის მიმართავდა ლოცვით იესო თუ არა თავისზე მაღლა მდგომ დიდებულ პიროვნებას? მკვდრეთითაც ღმერთმა აღადგინა იესო და არა თვითონ საკუთარი თავი (საქმეები 2:32).
ამგვარად, ბიბლია გვიჩვენებს, რომ იეჰოვა ყოვლისშემძლე ღმერთია, იესო კი მისი ძე. არც დედამიწაზე მოსვლამდე და არც მოსვლის დროს ყოფილა იესო იეჰოვას თანასწორი და არც ზეცად აღდგომის შემდეგ გამხდარა მამის თანაბარი (1 კორინთელთა 11:3; 15:28). როგორც დავინახეთ კიდეც, სამებაში ეგრეთ წოდებული მესამე პიროვნება, ესე იგი სულიწმიდა, პიროვნება არ არის. ის არის ძალა, რომელსაც ღმერთი თავისი ნების შესასრულებლად იყენებს. მაშასადამე, სამების შესახებ სწავლება არაბიბლიურია. „ერთია უფალი, უფალი („იეჰოვა“ აქ), ჩვენი ღმერთი“ (მეორე რჯული 6:4).
This post has been edited by Black-White777 on 16 Jul 2011, 23:37