#26442600 · 13 Jul 2011, 15:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lasha kakauridze არ ვიცი ვისთან რა საუბარი გქონდა ჩემს შესახებ გქონდა საუბარი?
QUOTE | აი იზას პოსტი წაიკითხე და მიხვდები თუ რატომ ვერ შეძლებდი |
იზას პოსტზე ჩემი პასუხები წაიკითხე და შენ მიხვდები რატომაც შევძლებდი შემიძლია და შევძლებ კიდეც.
QUOTE | არ ხდება ეგრე თქვენ როგორც მოგესურვებათ იმ დროს გქონდეთ კონტაქტი ნათელ ანგელოზებთან, |
სწორედ ასე ხდება, როდესაც სულიწმინდა გყავს, პირველსავე მოხმობაზე შენთან ცხადდება, თუნდაც უკლებლივ ყველა ლეგიონი მოიხმო ანგელოზთა, სერაფიმებიდან დაწყებული მაცნეებით დამთავრებული, უკლებლივ ყველა შენთან ცხადდება, ციური მხედრობის ყველა მხედარი და ძალა უკლებლივ შენს გვერდში დგება. როგორ? აი ასე. 51. და აჰა, იესოს ერთმა თანამდგომმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. 52. მაშინ იესომ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება. 53. ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც. 54. როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს?
QUOTE | ღმერთმა უნდა მომადლოს ეს ნიჭი... |
ეს ნიჭი არ არის მადლია და მართალი ხარ ღმერთმა უნდა მოგმადლოს.
QUOTE | არანაირი ლაიტმანის ლექციები არ ჭირდებათ |
ლაიტმანის ლექციები არავის არ ჭირდება, ლაიტმანის ლექციებით შენ ვერ გახდები ის რაც სინამდვილეში ხარ, მხოლოდ მსმენელი კი არ ასრულებს ნებას არამედ საქმით აღმსრულებელი ამიტომაც გგონია შენ ლაიტმანის ლექციები ლაიტმანის, არადა ეგ ლექციები ლაიტმანისა კი არა ღვთისაა და ღმერთი კიდევ ლაიტმანის პირით დაგელაპარაკება თუ მიკლუხუ მაკლაის ენიტ თუ ყურები დახშული გაქვს ვერაფერს გაიგებ.
QUOTE | სახარებაში გარკვევით არის დაწერილი 9 ნეტარება და ვინც ამას შეძლებს ამის შემდეგ აქვს ადამიანს გარე სამყაროსთან კონტაქტი |
რა კარგად ჟღერს არა "ვინც ამას შეძლებს" ლაშა ვინც სასუფეველში მოხვდება ის ცხონდება, ვინც უფლის რჩეულია ის იმეფებს, ხო კარგად ჟღერს არა? მაგრამ ვინც ამას შეძლებს კი არა როგორ შევძლო ეს? აი ასე დასვი საკითხი თორემ ვინც შეძლებს ის რომ ცხონდება ეგ ყველამ ძალიან კარგად იცის.
QUOTE | ამისთვის სულ არ მჭირდება გარე სამყაროში ვიხეტიალო |
QUOTE | QUOTE არაფერი გარდა იმისა რომ ბრძოლა გვაქვს ერთმანეთში. ამისთვის სულ არ მჭირდება გარე სამყაროში ვიხეტიალო |
შენ მართლაც არ გჭირდება იმიტომ რომ შენს მაგივრად სხვები დახეტიალობენ და ანგელოზებთან ერთად აკეთებენ იმ საქმეს რაც წესით ყველას ერთად უნდა გაეკეთებინა, ისე ამ ხეტიალებს უნდა უმადლოდე და ამ მოხეტიალეებს ერთის მაგივრად ათასი დემონი რომ არ გებრძვის მაგრამ ამ მოხეტიალეებს არაფერი უნდათ არავისგან სანაცვლოდ და არც თავის სარგებელს ეძებენ მიწაზე.
QUOTE | მე ეხლაც მშვენივრად ვებრძვი დემონებს, |
გეტყობა როგორც ებრძვი სიგარეტი რა არის სიგარეტი ვერ გადაგიგდია საკუთარ თავს ვერ მორევიხარ და დემონს ებრძვი? ეს სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
QUOTE | როგორ? როგორ და მე ვიცი რა არის სიკეთე და რა ბოროტება აი ამით ვებრძვი |
კაი ერთი, როგორ ფიქრობ ლუციფერმა არ იცის რა არის სიკეთე და ბოროტება? ბოროტმა არ იცის რა არის სიკეთე დაბოროტება? მხოლოდ ცოდნით მოგებული ბრძოლა არ მინახავს მე, ბრძოლაში მოქმედებაა საჭირო თორემ შენი ცოდნაც და რწმენაც მკვდარია.
QUOTE | არა შენ არაფერი არ გითქვია |
ჰო და თუ არაფერი არ მითქვია ამას ნუღარ დაწერ.
QUOTE | მე რომ დემონის მაგივრად ანგელოზი დამეწერა შენ ვერ შეძლებდი და არც შეგიძლია |
QUOTE | უბრალოდ ღრმად ვარ დარწმუნებული რომ შენ მე ანგელოზთან ვერასდროს შემახვედრებ რადგან მე თვითონ უნდა ვიყო იმ დონეზე და ღმერთმა უნდა გადაწყვიტოს ჩემი შეხვედრა ანგელოზთან და არა სხვამ |
ღმერთმა კი არა შენ უნდა გადაწყვიტო შენ თუ არ გადაწყვეტ ღმერთი არასოდეს გადაწყვეტს შენს გადასაწყვეტს იმიტომ რომ ერთი ძალიან უცნაური რაღაც მოგვცა ჩვენ "ნების თავისუფლება"
QUOTE | შენი ნება ვერასდროს ვერ იქნება თუ როდის შეეშვები ანგელოზთან კონტაქტს ეს ღმერთმა უნდა გადაწყვიტოს, |
სწორედ რომ ჩემი ნებაა, იმიტომ რომ ღმერთმა მე რა მომცაო აბა ზემოთ წაიკითხე რა დავწერე "ნების თავისუფლება" მე ნება თავისუფალი მაქვს და გადაწყვეტილებებსაც მე ვიღებ ჩემს მაგივრად ღმერთი არ იღებს გადაწყვეტილებებს ეს რომ ასე იყოს მე რობოტი გამოვიდოდი და ვეღარც ვერავინ ვერ მომთხოვდა გადაწყვეტილებებზე პასუხს, იმიტომ რომ ყოველთვის მექნებოდა მართალი პასუხი "ეს მე კი არა შენ გადაწყვიტე და აბა რაღას მთხოვ?"
QUOTE | რას ქვია სხვა რამით ხარ დაკავებული? |
რას ქვია და სულიერ ბრძოლაში გავჩერდი და სხვა ნიჭი მომეცა. ღვთის ზეციურ ეკლესიაში ყველა მებრძოლი არ არის ზოგი ენებით მოსაუბრეა ზოგი წინასწარმეტყველი ზოგი განმმარტებელი ზოგიც სულიერი მეომარი, მე განმმარტებლის ნიჭი მაქვს და ასე ვემსახურები უფალს.
QUOTE | ანგელოზს და ანგელოზი ისე ვერ შეგხვდება თუ არა რაღაც მისია ღმერთისგან გამოგზავნილი... |
როცა ღმერთი შენშია, ანგელოზს აღარ ჭირდება დამატებითი წარგზავნები შენშია თავად უფალი და ანგელოზი რას მიქვია რომ შენს ნებას წინ აღუდგეს როდესაც თავად უფლის სულია შენში და მისი სულით უხმობ?
QUOTE | ეს ცხოვრება მთლიანად ბრძოლააა განუწყვეტელი ბრძოლა 24 საათიც არა 25 საათიანი ბრძოლა და შენ კიდევ თურმე სხვა რამით ყოფილხარ დაკავებული |
ის სხვა რაღაცა რითიც მე ვარ დაკავებული ბრძოლაში უფრო სასარგებლოა ვიდრე პირდაპირ ბრძოლის ველზე ბრძოლა, ვინაიდან მიწიერი ბრძოლაც ასეა ზოგი პირდაპირ იბრძვის ბრძოლის ველზე ზოგიც საბრძოლო მასალას ამზადებს, ქარხანაში და უბრალო მუშაა, ჰო და უბრალო მუშამ თუ ტყვია წამალი არ დაამზადა რა ჩემ დაღლილს გაისვრის შეტევაზე ჯარისკაცი?
QUOTE | მე ერთი რამე ვიცი რომ როდესაც მე მივაღწევ ზენიტს და ღმერთი ჩათვლის რომ მე შემიძლია რაღაც მისია შევასრულო არაფრის რიტუალები და არანაირი შელოცვები და არანაირი სწავლა არ დამჭირდება მისი ნებით მოულოდნელად გამომეცხადება ანგელოზი |
ეგ მარტო შენ კი არა ყველამ იცის, მაგრამ შენ ერთი რამე არ იცი, როგორ მიაღწიო ზენიტს, თორემ ზენიტს რომ მიაღწევ და ეს ყველაფერი რომ მოხდება ეგ ყველამ ვიცით შენ არა ხარ მარტო გამონაკლისი.
QUOTE | არც მეთევზეებმა და არც მებაჟეები არ დადიოდნენ ლექციებზე არიქა კაბალა ვისწავლოთო |
იამთ არ ჭირდებოდათ კაბალის ლექციები ისინი თავად ატარებდნენ კაბალის ლექციებს.
QUOTE | არამედ ამაღლებიდან მეათე დღეს მოულოდნელად სულიწმინდა გადმოვიდა მათზე რომელიც გაუგონარი სასწაულებით და ქადაგებებით იწყეს მოქმედება მე ეს მჯერავს და ეს არის წეშმარიტება |
მეათე არა ორმოცდამეათე დღეს მოხდა ეს, და როგორ ფიქრობ მანამდე მათთან არ იყო სულიწმინდა? არადა მათთან იყო და ეს სულიწმინდა იესოს სახით იყო მათთან დღეს კი იესოა ჩემთან სულიწმინდით, მაგრამ ამას მხოლოდ ცოდნა კი არა დანახვა ჭირდება.
|