booneრუსეთის იმპერიაში, ბალტიისპირეთის შემდეგ, პირველად
საქართველოში, კერძოდ თბილისში, 1867 წ. 20 აგვისტოს დაედო სათავე
ბაპტიზმს. ამ დღეს შეხვდნენ ერთმანეთს გერმანელი ბაპტისტი მარტინ
კალვეიტი და მალაკანთა თემის წინამძღვარი ნ. ი. ვორონინი, რომელმაც
წყლით ნათლობის აუცილებლობა აღიარა, მოინათლა და ძველი
თანამორწმუნეების დიდი ნაწილიც გაიყოლა. შემდეგ მათთან ოსური და
სომხური თემებიც ჩამოყალიბდა. ვინაიდან ქართველები ცოტანი იყვნენ
ეკლესიაში, ქადაგება რუსულ ენაზე ხორციელდებოდა. 1919წ. ვითარება
შეიცვალა და გახდა შესაძლებელი ქართულ ეკლესიის დაარსება. ეს მისია
ილია კანდელაკმა იკისრა. საბჭოთა პერიოდში ბაპტისტურ ეკლესიას სდევნიდნენ და ავიწროვებდნენ. ეკლესიის ხელმძღვანელობასა და
წევრებს ციხეში სვავდნენ. ხელისუფლება ხალხში მათ მიმართ ზიზღს
აღვივებდა.1927წ. ქადაგებიდან შინ დაბრუნებისას მოკლეს ილია
კანდელაკი. დახურეს ბაპტისტური ეკლესიები.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ქართულენოვანი მსახურების
უფლება ეკლესიას მხოლოდ თბილისში დაუტოვეს. ამის გამოც
მორწმუნეები მხოლოდ თბილისში იყრიდნენ თავს. 1944წ.
ევანგელისტები შეუერთდნენ ბაპტისტებს, რადგან მათ შორის
არსობრივი სხვაობა არ იყო. ამჟამად ეკლესიას ეწოდება საქართველოს
ევანგელისტურ ბაპტისტური ეკლესია.
საბჭოთა პერიოდის საქართველოში, სხვა კონფესიებთან შედარებით,
უფრო აქტიურად მართმადიდებელი და ბაპტისტური ეკლესიები
იღვწოდნენ, მათ შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა
ჩამოყალიბდა. 70 80წწ. ბაპტისტი ხუცესი გიორგი ბოლღაშვილი
რეგულარულად ქადაგებდა სიონის ტაძარში. ბიბლიის მთარგმნელთა
კომისიაში იყო მიწვეული ბაპტისტების წარმომადგენელიც, მაგრამ
1990წ. ქვეყანაში რელიგიური ნაციონალიზმის გაძლიერებისთანავე
ეკლესიების შორის ურთიერთობა გაცივდა. 1997 2003წწ. ბაპტისტური
ეკლესიის მიმართ რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს ბასილ
მკალავიშვილმა და მის მიმდევრებმა: გაანადგურეს სასულიერო
ლიტერატურა და დაარბიეს მსახურება. 2002წ. დაუდგენელმა პირებმა
გადაწვეს ეკლესიის შენობა სოფელ ახალსოფელში (აღდგენილია 2005წ.).
1990წ ბაპტისტური ეკლესია გახდა ერთ ერთი ინიციატორი
საქართველოში ქრისტიანული ეკლესიების სამუშაო ჯგუფის შექმნისა,
რომელშიც გაერთიანებულია ოთხი ეკლესია: კათოლიკე ეკლესია,
სომეხთა სამოციქულო ეკლესია, ევანგელურ ლუთერანული ეკლესია და
ბაპტისტური ეკლესია. ამჟამად ბაპტისტური ეკლესია 5000 წევრს
ითვლის, თანამდგომ და თანამგრძნობელთა ჩათვლით 17 000,
რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ცხოვრობენ
http://religiebi.info/admin/editor/uploads...ang-baptist.pdf This post has been edited by p r o g r e s i u s i on 7 Jul 2011, 01:47