რუის-ურბნისის სასულიერო კრების ძეგლისწერა̠̠̠̠̠̠ რუის-ურბნისის სასულიერო (საეკლესიო) კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა კათოლიკოს-პატრიარქი იოანე IV საფარელი, მოწვეულ იყო 1103 წ. წმ. კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის უშუალო წამოწყებით.
წმ. მეფეს მიაჩნდა, რომ ღვთისთვის მოსაწონი არ იქნებოდა საქართველოს მაშინდელ ეკლესიაში და ერში არსებული მდგომარეობა, ვინაიდან გამრავლებული იყო ცოდვა და ნაწილი ღვთისმსახურები, ნაცვლად ერში ქადაგებისა და მათთვის ღირსეული მაგალითის მიცემისა, ყოველგვარ უკუღმართობაში იყვნენ ჩართულნი. ამიტომაც, დავით აღმაშენებელმა, შემოიკრიბა რა ჩვენი ეკლესიის დიდი მღვდელთმთავრები, მტკიცე ხელით შეუდგა წესრიგის დამყარებას საქართველოს ეკლესიაში. სწორედ ამისთვის იქნა მიღებული ეს ძეგლისწერაც.
* * *
ზვიად გამსახურდია"მტრის სადაზვერვო სამსახურების ჯაშუშების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერთი არ დაიღუპოს. საჭიროა ახალი რუის-ურბნისი".* * *
"ჩვენს ეკლესიას სჭირდება განწმენდა. საბოლოოდ იგი უნდა იქცეს ჭეშმარიტად წმინდა ეკლესიად.
საჭიროა საეკლესიო კრების მოწვევა და დიდი წმენდა კადრების სფეროში. საჭიროა ახალი რუის-ურბნისის კრება!"-* * *
"ხალხს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ხორციელ საყდრს შორის. ეკლესია სულიერი გაგებაა, ეკლესია სულიერად არსებობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოერევიან; ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა. ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო საყდარი ხორციელია და ამქვეყნად არსებობს. ყველა საყდარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუძს თავისი გადაცმული მსტოვრები შეგზავნოს საყდარში, ეკლესიაში კი ვერ შეგზავნის".
* * *

თევზი თავიდან ყარს! ამიტომ, თუ სათავეში არ იქნება იმის სურვული, რომ საეკლესიო კრება მოვიწვიოთ და “ქვაბ-ავაზაკნი” ეკლესიიდან განვდევნოთ, მანამდე მე რაც არ უნდა ვიფართხალო, ჩემს აზრს შედეგი არ ექნება! ვერანაირ მიზნამდე ვერ მივალთ. მაგრამ დღეს ჩვენს სინოდში არიან მართლმკვეთელი და სუფთა მღდელმთავრები, ვისიც მწამს და მჯერა, სწორედ მათ ეძახიან ფანატიკოსებს, გიჟებს, სულელებსა და ეკლესიისა და სინოდის მტრებს!
მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მტრად ქრისტე გამოაცხადეს - მე ეს არ მიკვირს, მაგრამ მე მათ ვთხოვ პირველ რიგში პასუხს, ვისიც მწამს და ვისიც მჯერა და ვინც მიყვარს, ვისაც ვენდობი და ვის გამოც მე ამ გზას დავადექი. ჩვენ, ყველა სულიერი ცხოვრების დასაწყისში ვიღაცის ხიბლში ვართ, ვიღაცის და რაღაცის გამო მივდივართ ტაძარში!
პირველი თავისთავად უწმინდესი იყო, [size="4"]მერე მეუფე იობი - ჩემი ხელდამსხმელი, მერე კი ჩემი მოძღვარი, მეუფე ეფრემი.[/size]
სწორედ მათი იმედი მაქვს, იმ ადამიანების, ვინც მე ქრისტე დამანახა, ვისთვისაც ლოცვა დღესასწაულია, ვინც მართლმკვეთელია, ვინც თავისი ცხოვრების წესით ჩვილი ბავშვივით უმანკოა. დღეს ეს ადამიანები მაინტერესებს. მე ვიცი, ისინი რას ფიქრობენ, მაგრამ მე მაინტერესებს, ისინი რას გააკეთებენ!
მე მათ ველოდები. მე სამშობლოსა და ეკლესიის სამსხვერპლოზე ჩემი წილი სისხლი უნდა გავიღო, მე ჩემი წილი თევდორე მღვდელი უნდა ვიყო, მაგრამ მე რომ თევდორე მღვდელი ვიყო, ამის საფუძველი შენ უნდა მომცე! ის, რომ ვიღაცას ქვეყანა და ქრისტე ტკივილამდე უყვარს და ამბობს სიმართლეს, შეიძლება უფრო დასაჯონ, ვიდრე ის გაუკუღმართებული სასულიერო პირები, ვინც თავიანთი საქციელით ყოველდღიურად ქრისტეს ათასგზის აკრავენ ჯვარზე! სად არის სამართალი?