მილიონი წლის წინანდელ მოლუსკებზე და ძვლებზე ჯობია საუბარი

რამდენი წელია ეძებენ ჭიანჭველებს და ეს ნორმალურია,მაგრამ ადამზე საუბარი სასაცილოა. ნუ სად არის ლოგიკა სად?
ევოლუციური მსოფლმხედველობის თანახმად, მატერიას შეუძლია თავისთავად განვითარდეს და გახადოს თავისი ორგანიზება უფრო რთული, უფრო მაღალი და სრულყოფილით შეიცვალოს თავისი უმდაბლესი და პრიმიტიული ფორმები. ევოლუციონიზმის ვერსიით არაორგანული ნივთიერებიდან ჯერ გაჩნდა სიცოცხლე, ბაქტერიები, ხოლო შემდეგ თავისთავადი აღმასვლადი თვითგანვითარებით მარტივი არსებები, რომლებიც თანდათან გარდაიქმნენ უფრო რთულ არსებებად. ასე მივიღეთ ერთუჯრედიანები, შემდეგ უხერხემლო ცხოველები, ხერხემლიანები, რეპტილიები, თევზები, ფრინველები, ცხოველები, მაიმუნები. დაბოლოს, მაიმუნიდან _ ადამიანი. ამ პროცესს ესაჭიროებოდა მრავალი მილიარდი წელი.
მაგრამ ბუნებაში არსებული ფაქტობრივი მონაცემებით, ბუნების იმ კანონებით, რომლებითაც დღეს არის მოწესრიგებული ცოცხალი და არაცოცხალი სამყარო, ეს არ დასტურდება. ევოლუციონისტები იმედოვნებდნენ, რომ მეცნიერების განვითარება უტყუარად დაასაბუთებდა ევოლუციურ მოძღვრებას. მეცნიერების უახლესმა აღმოჩენებმა კი სრულებით საპირისპირო შედეგები მოგვცა. მეცნიერთათვის ცხადი გახდა, რომ მოსაზრება არაორგანული ნივთიერებიდან სიცოცხლის წარმოქმნისა და შემდეგ ევოლუციური აღმასვლადი თვითგანვითარებით ახალი სახეობების წარმოქმნის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ ჰიპოთეზებია, ერთგვარი ვარაუდები, რომლებიც არ დასტურდება არც მატერიალურ სამყაროში არსებული ფაქტობრივი მონაცემებით და არც ექსპერიმენტულად. მოსაზრება კი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტ მოძღვრებად, თუ ეს მოსაზრება დასტურდება ფაქტით.
მეორე მხრივ, ვერავითარი საბუნებისმეტყველო მეცნიერება პირდაპირ ვერ დაამტკიცებს სამყაროს შექმნის ფაქტს. ბუნებრივია, რომ ჩვენ ვერ ჩავატარებთ, ასე ვთქვათ, შესაბამის ექსპერიმენტს, ვერ გავიმეორებთ ღმერთის მიერ ჩატარებულ შექმნის პროცესს. ამიტომ, გამოვიყენოთ მეცნიერებაში, კერძოდ მათემატიკაში კარგად ცნობილი მეთოდი – მტკიცება საპირისპირო დებულების უარყოფით.
რა აუცილებელი და საკმარისი პირობები უნდა შესრულებულიყო იმისათვის, რათა, მართლაც, შესაძლებელი ყოფილიყო სიცოცხლისა და სამყაროს თავისთავადი (არაღვთაებრივი) წარმოქმნა და შემდგომი ევოლუციური აღმასვლადი განვითარება? თუ დავადგინეთ, რომ ასეთი აუცილებელი (ან საკმარისი) პირობები არ სრულდება, მაშინ სრულიად ბუნებრივად დავასკვნით: შეუძლებელი ყოფილა სიცოცხლისა და სამყაროს თავისთავადი წარმოქმნა და შემდგომი თავისთავადი აღმასვლადი განვითარება.
ევოლუციისათვის აუცილებელი წინაპირობაა რომ ეს პროცესი გაგრძელებულიყო მრავალი მილიარდი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს ბუნების კანონები, რომელთა თანახმადაც შესაძლებელია ასეთი განვითარება (მათ შორის სიცოცხლის არაცოცხალი მასალისგან წარმოქმნა).
საკმარისი პირობა უნდა იყოს ევოლუციური განვითარების უწყვეტი ჯაჭვის დამადასტურებელი მრავალრიცხოვანი ფაქტის არსებობა. იოლად შეგვიძლია გაჩვენოთ, რომ არცერთი ეს პირობა არ სრულდება. მაგალითად, საბოლოოდ დადგენილია, რომ სიცოცხლე მიიღება მხოლოდ სხვა სიცოცხლის მეშვეობით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში _ არაცოცხალი ნივთიერებისგან.
შეუძლებელია აგრეთვე ცოცხალი ორგანიზმების სახეობათა შორის გადასვლა, ძაღლისგან კატას ვერ მიიღებთ. ბუზებზე (დროზოფილა) ჩატარებულმა უამრავი ექსპერიმენტის შედეგად მიღებულ იქნა სხვადასხვა სახის დროზოფილა (და არა ფუტკარი ან კოღო). შემდეგ, თერმოდინამიკის მეორე საწყისი გვასწავლის, რომ თავისთავად, გონიერი ჩარევის გარეშე სამყარო მიისწრაფვის ქაოსისკენ (და არა წესრიგისკენ), ე.წ. ”სითბური სიკვდილისკენ” .
არ არსებობს აგრეთვე საკმარისი პირობები. არქეოლოგიური გათხრებით ნაპოვნია მილიონობით ნამარხი ნაშთი და არსად არის ევოლუციური თვითგანვითარების დამადასტურებელი ფაქტები – გარდამავალი ფორმების უწყვეტი ჯაჭვი, ყველა ფორმა დასრულებულია და სრულყოფილი. არადა სწორედ ეს გარდამავალი ფორმები უნდა იყოს ნაპოვნი აურაცხელი რაოდენობით.
ამრიგად გადაჭრით უარყოფილია სამყაროს შემთხვევითი წარმოქმნისა და შემდგომი ევოლუციური, თავისთავადი აღმასვლადი განვითარების აუცილებელი და საკმარისი პირობები. მაშასადამე _ სამყარო შექმნილია უზენაესი ინტელექტის ანუ ყოვლადძლიერი შემოქმედი ღმერთის მიერ.
ეს მოკლედ და ზოგადად. თუ დაგაინტერესებთ, შეგვიძლია უფრო კონკრეტულადაც ვისაუბროთ და მოგაწოდოთ ზემოთქმულის დამადასტურებელი საჭირო მასალა.
40 წლის მანძილზე აი ამ ყალბი თავის ქალით შეიყვანეს შეცდომაში მსოფლიო და მეცნიერები ტაშს უკრავდნენ სიცრუეს ცხვრებივით

წაიკითხეთ ნაშრომს: "Missing Links", by John Reader, გვერდები: 109, 110.
ბიოლოგი ჯონათან უელსი, თუ რას წერდა მას შემდეგ რაც დეტალურად გაეცნო პალეონტოლოგების მიერ მოწოდებული "მტკიცებებს". ის წერდა: "როგორც ჩანს, სამეფოს, ტიპისა და კლასის დონეზე მოდიფიკაციის საშუალებით ცოცხალ ორგანიზმთა საერთო წინაპრიდან წარმოშობა, სულაც არ არის მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი. პალეონტოლოგიური და მოლეკულური მონაცემების თანახმად, ის კარგად დასაბუთებული თეორიაც კი არ არის".
Институт научных исследований в Стамбуле опровергает теорию эволюции.
ОБМАН ЭВОЛЮЦИИ (документальный фильм)
http://www.youtube.com/watch?v=TOUONYD7Goc&feature=relatedმაგრამ ადამამდე კი ნამდვილად მივიდნენ
Загадки ДНК.Поиски Адама часть1
http://www.youtube.com/watch?v=Q6maxLRJoh0ამ ფილმის გაგრძელება იქვეა youtube-ზე
This post has been edited by GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS on 30 Mar 2012, 23:37