არც მიკვირს,რომ ასეთი წარმოდგენა გქონდა რელიგიაზე,ამიტომაც ხარ ამ მდგომარეობაში. ახლა კი მცირე ექსკურს მოგიწყობ
ვინ თქვა პირველად ენერგიის შენახვის კანონის შესახებ
მატერიისა და ენერგიის შენახვის კანონის შესახებ მეცნიერებმა XVIII ს-ში შეიტყვეს - მიხეილ ლომონოსოვი მიუთითებდა მატერიის მუდმივობის თაობაზე. ბიბლიაში კი ამაზე ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე მერვე საუკუნეში, ანუ დაახლოებით 2800 წლის წინათ იყო ნათქვამი. ესაიას წინასწარმეტყველებაში საუბარია ღმერთზე, რომ "არავინ დააკლდება ძალმოსილს და ყოვლადძლიერს" (თ. XL,26).
დღეს მოსწავლეებმაც კი იციან, რომ სამყაროში უკვალოდ არაფერი არ ქრება, არამედ ერთი ფორმიდან მეორეში გადადის. ცხადია, თუკი მუდმივია მატერია, მით უფრო მარადიულია სული, სულიერი აზრები, მარადიულია სიცოცხლე
ვ. გუბანოვი
ვინ თქვა პირველად მეხუთე განზომილების შესახებ
მეცნიერები საკმაოდ დიდხანს ფიქრობდნენ, რომ სამყაროს ოთხი განზომილება აქვს: სამი სივრცითი და ერთი დროისა. 1921 წელს ფიზიკოსმა კალუცამ შემოიღო ხუთგანზომილებიანი სისტემა; გასაოცარია, მაგრამ ეს ფაქტი ფიზიკაში დიდ მოვლენად ითვლება, მაშინ როდესაც სხვა განზომილების, სხვა სამყაროს არსებობის შესახებ ყოველთვის ასწავლიდნენ მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა მამები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ჩვენი (ოთხგანზომილებიანი) სამყაროს გარდა არის სხვა სამყაროც, რომელიც მუდმივად და ყველგან სუფევს აქვე, ჩვენივე სამყაროში - ისინი განუყოფელია
ვ. გუბანოვი
ვინ თქვა პირველად "თხევადი ჰაერი"
მეცნიერებმა გამოიგონეს თხევადი ჟანგბადი - აზოტი. ნებისმიერი გაზი შეიძლება გადაყვანილ იქნას როგორც თხევად, ასევე მყარ მდგომარეობაში. თუმცაღა გამოთქმა "თხევადი ჰაერი" ჩვენს მეცნიერებს როდი შემოუღიათ, იგი ბიბლიიდანაა აღებული. ამ გამოთქმას იყენებდნენ წმინდა მამებიც შესაქმის განმარტებისას. წმინდა ბასილი დიდმა კი თავის წიგნში "ექუსთა დღეთაი" თქვა: "შედედებული ჰაერი".
ბიბლიაში გამოთქმა "თხევადი ჰაერი" მოყვანილია უკუღმართად მოაზროვნე მატერიალისტთა საუბრების კონტექსტში: "ნაცარ იქმნეს ხორცი, და სული ჩვენი განიფინოს ვითარცა რბილი ჰაერი" (სიბრძნე სოლომონ. თ.II,3)
ვინ თქვა პირველად "ფოტოგრაფირება"
ფოტოგრაფია, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, აღმოცენდა XIX ს-ის II ნახევარში. სიტყვა "ფოტოგრაფია", "ფოტოგრაფირება" კი დიდი ხნით ადრე გვხვდება (ფოტოგრაფია - ბერძ. "სინათლეს ვწერ"). IX საუკუნეში მოღვაწე ფოლოთეოს სინაელმა ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა იგი. წიგნში "სათნოებათმოყვარეობა", სადაც თავმოყრილია მართლმადიდებლური ეკლესიის მამათა სწავლანი, კერძოდ კი XXIII თავში ამბობს: "ყოველმხრივ დავიცვათ თავი გულისთქმათაგან ბოროტთა, რომელნი ცოდვის ნისლოვნებით აბუნდოვანებენ იმ სულიერ სარკეს, რომელშიც უნდა აღიბეჭდოს და ნათელ აღიწეროს (ფოტოგრაფირდეს - ვ.გ.) მხოლოდ ქრისტე იესუ".
ამ ციტატის ბერძნულ ორიგინალში გვაქვს სიტყვა "ნათელაღწერა" ("ფოტოგრაფირება"), რაზეც ყურადღება გაამახვილა აღნიშნული ტექსტის მთარგმნელმა წმინდა თეოფანე დაყუდებულმა და მის საფუძველზე შენიშნა, რომ "არსებობს სულიერი ფოტოგრგაფიაც
ვ. გუბანოვი
და გაგრძელება
http://www.facebook.com/photo.php?fbid=129...87549828&type=1დღეს გეყოფათ, გამოდით ათეისტური ეპოქიდან.