ცდებით
არასწორი ფორმულირება აქვთ მიცემული,თან წერენ,რომ ეს მითიაო და თან იმასაც წერენ,რომ ერთიანად ტვინის მაქსიმალურად აქტივაცია შეუძლებელიაო

ანუ მითია!!! ხმამაღალი ნათქვამი გამოდის. სწორედ ამას ვამბობ და სწორედ ამას ვგულისხმობდი,რომ ადამიანს არ ძალუძს ტვინის სრულად აქტივაცია,რადგან ეს მას გაანადგურებს. რატომ? იმიტომ,რომ ადამიანი დაჩლუნგდა და არ შეუძლია მუშაობა სრული ძალებით,მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში იწყებს მუშაობას სრულად. მეც სწორედ ეს დავწერე.
მუშაობს მინიმალური ძალებით,განა იმიტომ,რომ არ ჭირდება მას სრული აქტივაცია, უბრალოდ უძლურია ამ აქტივაციას გაუძლოს.
ეს ტექსტი შენი განთავსებული მისამართიდანაა
Как всё-таки заставить мозг работать эффективнее
Надеюсь, вы уже поняли, что пытаться заставить мозг работать лучше, возбуждая все нейроны подряд, — дело бесперспективное, да еще и опасное. Тем не менее можно «натренировать» мозг, чтобы он работал эффективнее. Это, конечно, тема для огромной книги (и даже не одной), а не маленькой статьи. Поэтому я расскажу только об одном способе. Начать придется издалека.
ეს კი ჩემი ერთ-ერთი წყროა
http://zablugdeniyam-net.ru/chelovek/na-sk...-rabotaet-mozg/ფაქტი ფაქტად რჩება, ტვინი არ მუშაობს სრული აქტივაციით და ეს ახალი ამბავი არარის. არ ვგავართ ადრინდელ ადამიანებს,რომლებიც აზრობრივად გადაადგილდებოდნენ .
წესით დღეს უნდა დავფრინავდეთ, მაგრამ ათეისტების და ურწმონოების გამო ასე არ ხდება.
ადამიანი- მრავალგანზომილებიანი არსება-კოსმიური ენერგიებს მიმღები და ტრანსმუტატორია. მისი როლი , მატერიის უმდაბლესი სახეობების უმაღლესში გარდაქმნაა. ადამიანს აქვს 7 ენერგეტიკული სხეული,აქედან 4 ქვედა -ფიზიკური,ასტრალური,მენტალური და ეთერული. სწორედ მათი გაწმენდაა საჭირო,რომ ზედა, მაღალი ენერგიების სხეულები :უმაღლესი გონება,შეგნება-ინტუიცია და უმაღლესი ''მე''-უკვდავი სული ჩამოყალიბდეს და განვითარდეს. .ქვედა სხეულებს აქვთ ნეგატიური სუბსტანცია,ცხოველური მაგნეტიზმი. ეს სხეულები ერთმანეთისგან განსხვავდება ნაწილაკების რხევათა სიხშირით,ანუ ვიბრაციით. რაც მაღალია სხეული,მით მაღალია მისი ვიბრაცია. ადამიანის შეუძლია აამაღლოს ამ სხეულების რხევები და აღიქვას რაც შეიძლება ფაქიზი რხევები, რათა ამ გზით ქვედა სხეულები ემსახუროს ზედა სულიერ სხეულს,ანუ ქრისტეს ცნობიერებას ადამიანში. თუ ვიბრაციები არ იქნა მაღალი,მეხსიერება,აზრები, ემოციები და ფიზიკური სხეული გაწმენდილი,კავშირი სულიერ სამყაროებთან არ შედგება. როდესაც ეს სხეულებია სუფთა,ზეენერგიები კრისტალური არხით ავსებენ მათ და უნარჩუნებენ ღვთიურ ცეცხლს. ამ სხეულების გაწმენდას ემსახურება ბუნება,ხელოვნება,ლოცვა,სიყვარული და ა.შ. ფიზიკური სხეული-მხოლოდ კოსტუმია, ასტრალური სხეული -ემოციები,მენტალური-აზრები,ეთერული-მეხსიერება.ასტრალური სხეული გააჩნიათ ცხოველებს,მენტალური მცენარეებს. ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ცნობილია კაცთა ბუნების განსაზღვრება 3 ცნებით:ხორცი,სამშვინველი და სული.
ენერგეტიკულ სხეულს გააჩნია ნერვულ-ენდოკრინული ცენტრების პროტოტიპი 7 ძირითადი ენერგეტიკული ცენტრი ანუ ჩაკრება (ბორბალი). ადამიანი ზეენერგიებს ამ ჩაკრების მეშვეობით იღებს,თუ ისინი გახსნილია. სულიერი ტარნსფორმაციის შედეგად ჩაკრები იხსნება .ისინი მტვერსასრუტივით იღებენ გარემოს ნეგატივს, გარდაქმნიან მათ პოზიტივად,შემდეგ კი აგზავნიან გარეთ. .თითო ჩაკრაზე ადამიანი რამდენიმე ტესტს გადის, ამის შემდეგ მას ეძლევა განსაკუთრებული უნარები. მაგ.მესამე თვალის ცენტრის გახსნა იწვევს ნათელხილვას,ფილტვის ცენტრის გახსნა ლევიტაციას და ა.შ. ჩაკრის ენერგიის მიმართვა შესაძლებელია ამა თუ იმ მიმართულებით და ის ახდენს მოვლენების ტრანსფორმაციას. .ჩაკრები უხილავ ველს ქმნიან,ისინი ხერხემლის გასწვრივაა განლაგებული,ბრუნვადია,კონუსის ფორმის და სხეულს გარეთ გამოდის. რაც მეტი ენერგია და სინათლეა ჩაკრებში,მით მეტს იღებს კოსმოსიდან. ადრე ადამიანთა გონება,სხეული და ემოციები გაცილებით სუფთა იყო და ამიტომაც მეტი სასწაული ხდებოდა. ჩაკრა გადასცემს პროტოტიპ ორგანოს კოსმიურ ენერგიასა და ინფორმაციას და ამით აჯანსღებს მას. გაუწონასწორებელი ჩაკრის შესაბამისი ორგანო ავადდდება. არ შეიძლება მათი გადატვირთვა ან უმოქმედობა.
არსებობს ასევე არხები-მერიდიანები,(ძირითადი 12)რომლითაც ფაქიზ ენერგიათა ნაკადები ნაწილდება ორგანიზმში,ისინი აკავშირებენ ერთმანეთთან ფიზიკურ და ენერგეტიკულ სხეულებს. თუ ეს არხები დაბლოკილია,ადამიანს ეწყება პრობლემები,წარუმატებლობა და სნეულებები. ადამიანის ენერგეტიკა ღვთიურია და ის მხოლოდ აუცილებელზე უნდა დაიხარჯოს,მთავარზე და არა მეორეხარისხოვანზე.
ჩაკრების გახსნა შესაძლებელია ფსიქოტექნიკით,გარკვეული ვარჯიშებით.ხელოვნური გახსნა იწვევს წონასწორობის დაკარგვას,ადამიანი ხდება უდროოდ გამოვლენილი ძალების მონა. ამ გზით ზეუნარების დაუფლება ხშირად ახასიათებთ მისტიკოსებს. მხოლოდ გულის ჩაკრაა გამონაკლისი. .ის ბუნებრივი გზით,შიგნიდან იხსნება.
გულის ცენტრი სამფეროვანი ალისგან შედგება,ესაა ცისფერი-სიმამცე,ვარდისფერი-სიყვარული და ყვითელი-ცოდნა. ბრმა სიყვარული არაა ის ენერგია,სამყაროს რომ მართავს. ცოდნის გარეშე სიყვარული ფანატიზმია და სიმამაცის გარეშე სენტიმენტალიზმი. ეს ცენტრი აკავშირებს ადამიანის ცნობიერებას კოსმიურ ცნობიერებასთან. ის ყველაზე დამოუკიდებელი ორგანოა. თუ მისი ცეცხლი მუდმივად ანთია,ის გავლენას ახდენს ყველა სხვა ცენტრებზე,აწონასწორებს მათ და კურნავს . მისი საშუალებით შემოდის ორგანიზმში ღვთიური სუბსტანცია-მადლი. ამ ცენტრს ფიალასაც უწოდებენ,რომლის ცეცხლსაც შეუძლია სულის ცად ამაღლება. ეს ცეცხლი აერთებს ერთმანეთთან ზედა და ქვედა ენერგეტიკულ სხეულებს.მასზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული აურაც. გული ორმაგი ორგანოა,სხეულს სულთან რომ აკავშირებს. ამ ცენტრის გახსნით იხსნება შინაგანი არხები ბედნიერებისა. გული უნდა განატიფდეს და გაიწმინდოს,რომ ზეენერგიებს მიეცეთ შესაძლებლობა მისი საშუალებით იმოქმედონ . რაც მეტია მისი შეგრძნებები,მით მეტი მასშტაბის დროისა და სივრცის მართვა შეუძლია,ყოველგვარი მაგიის გარეშე. გული მიკრო კოსმოსია,მისი მაგნიტი კოსმოსური მაგნიტის მიმართულებას მიანიშნებს. მხოლოდ გულში გადატანილი ცნობიერება იძლევა გზას ჭეშმარიტებისაკენ..გულის ცეცხლი სივრცული ცეცხლის იდენტური ენერგიაა და მას შეუძლია უმტკივნეულოდ გადალახოს ენერგეტიკული ბარიერები ნატიფ სამყაროებამდე.
ჩაკრების სინათლე ქმნის ოვალურ გამოსხივებას ანუ აურას სხეულის გარშემო. მისი სიდიდე ჩაკრების სისუფთავეზეა დამოკიდებული. ჯანსაღი აურა რამდენიმე მეტრზე აღწევს. აურას 7 ფერი აქვს,ენერგეტიკული სხეულების შესაბამისად. მასზე აისახება აზრები, ემოციები,სნეულებები. ძლიერი აურა ირეკლავს მტრის ყველა ისარს და უკან აბრუნებს. . ორი მსგავსი აურა ერთად 7 -ჯერ აძლიერებს თითოეულს. დაზიანებულ აურასთან ახლოს ყოფნა საშიშია. მუქი აურა ან დეფორმირებული მის დაბინძურებაზე მეტყველებს .დაზიანებული აურა უხილავი ნეგატიური ძალებისთვის გაღებული კარია . დადებითი ემოციები ზრდის აურის ველს . სუფთა აურა არის მიზეზი ომებში, ავტოკატასტროფებში,ეპიდემიების დროს გადარჩენისა. დაბინძურებული აურის დანახვა უჭირთ ზეციურ ძალებს და შესაბამისად, დახმარებაც. აურის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს გარედან ნეგატიური ზემოქმედებები ან წინაპართა ცოდვები. . ამ შემთხვევაში აუცილებელია მისი გაწმენდა. ადამიანის ენერგო-ინფორმაციული ველის გამოსხივება ბევრად დიდია იმ ენერგიისაზე,ატომის ბირთვის გახლეჩისას რომ გამოიყოფა.მისი მხოლოდ 10 % გამოყენებული. ორგანიზმის ფარული და მიძინებული შესაძლებლობების ამოქმედებით შესაძლებელია რეალობის კორექცია.
დედამიწაზე აბსოლუტურად ჰარმონიული არაფერია, შესაბამისად, ენერგიების მიმოქცევასაც თავისი დარღვევები გააჩნია. ეს განსაკუთრებით ადამიანებში შეიგრძნობა.
ეთერულ სხეულში ხშირად ირღვევა ენერგეტიკული მერიდიანები და იქ ენერგიის ცირკულაცია არასწორად ხდება. ამ დროს არ არის გამორიცხული ადამიანს ჯანმრთელობის მხრივ გაუჩნდეს პრობლემები.