ამის თქმა მინდა სწორედ, ღმერთის გაგება, მისი ყოველშემძლეობსა და სრულყოფილება გაცილებით სხვაა, ვიდრე ის რელიგიებში არის აღწერილი.
დავუშვათ რომ ღმერთი არსებობს.
და დავუშვათ, რომ რომელიმე რელიგია არის ჭეშმარიტი (ნუ განმკიცხავთ ამ სიტყვისთვის, სიტყვა ჭეშმარიტში ვგულიხმობ ფაქტს, როცა ღმერთი ადამიანებთან ამყარებს კომუნიკაციას, ანუ ეცხადება ადამიანს, უჩვენებს სასწაულს, აძლევს სწავლებას და წმინდა წიგნებს, რომლებსაც მისი კარნახით წერს ადამიანი). გამოდის, რომ დანარჩენი რელიგიები, რომლებიც არსებობს არის ცრუ, და მისი მიმდევრები მოკლებულები არიან ღვთის ჭეშმარიტ სწავლებას. ანუ რაღაც ჯგუფი ადამიანების უკვე პრივილეგირებულია, დანარჩენები მეორე პლანზე არიან.
იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი რელიგია პრივილეგიას ანიჭებს გარკვეული ადამიანთა ჯგუფს, შეუძლებელია, რომ ეს იყოს ყოვლისშემძლე ღმერთიდან გამომგინარე და ჭეშმარიტი. იმიტომ, რომ სრულყოიფილი ღმერთი უფრო სრულყოფილ ფორმას გამონახავდა კომუნიკაციის ვიდრე 4-5 ერთან კომუნიკაციასა და დანარჩენებს არ ჩააყენებდა არაპარიტეტულ მდგომარეობაში.
ჰოდა სხვები დასაჯაო, იმიტომ რომ მათმა მშობლემა მიქარესო წარსულში რაღაცაო, ძალიან არასერიოზულად ჟღერს.
ეს გვაფიქრებინებს, რომ ნებისმიერი რელიგია ღმერთთან კომუნიკაციის საშუალება კი არაა, არამედ თავად ადამიანის მიერ მოფიქრებული ინსტრუმენტია, რომელიც სხვა რაღაცის საშუალება არის, მაგრამ არა ღმერთთან კომუნიკაციის.
პულის კითხვაც სწორედ ესააა, ოღონდ გეთანხმებით უაზროდაა ჩამოყალიბებული.
კითხვა ესე უნდა იყოს.
შეიძლება თუ არა, რომ რომელიმე რელიგია, იყოს ღმერთსა და ადამიანს შორის კომუნიკაციის ფორმა, თუკი ის თანაბრად ხელმისაწვდომი არაა თითოეული ადამიანისთვის. შეიძლება თუ არა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი გამოარჩევდეს ერთ ან რამოდენიმე ერს და მხოლოდ მათთან ამყარებდეს კომუნიკაციას?
კითხვა ისეთია, რომ პასუხს თავისთავად შეიცავს