ეს განსხვავება იყო დასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოებსა და საბჭოთა კავშირს შორის,პირველში იდეურად და ფაქტობრივადაც თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მეწარმეობა მოქმედებდა, მეორეში იდეურად და ფაქტობრივადაც იკრძალებოდა თავისუფალი სიტყვა და რწმენა, იკრძალებოდა თავისუფალი მეწარმეობა.
ეს იყო ანტიქრისტეს პირდაპირი ღია მოვლინება დედამიწაზე,რომელმაც თავისუფლების ეს ორი საწყისი მოუკლა ადამიანებს 74 წელი.
ამის შესახებ არის ნაწინასწარმეტყველები იოან.გამოცხ. 13 თავში.
კომუნისტების იდეოლგიურ რეპრესიებზე:
3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი(ლენინი), თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ.
4. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?
5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე.
6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი.
7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას.
8. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა.
9. ვისაც ყური აქვს, ისმინოს.
-------------------------------------------------
კომუნისტების ეკონომიურ - სამეწარმეო რეპრესიებზე:
11. მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი(სტალინი), რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.
12. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა.
13. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.
14. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.
15. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას.
16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.
17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს(კოლექტივიზაცია-სახელმწიფო კომუნიზმი), მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.
-------------------------------------------
დღეს სწორედ ეს ორი მთავარი პრობლემა გვაქვს ადმინებში რწმენის თავისუფლების და თავისუფალი მეწარმეობის დამკვიდრება, ამას რაც უფრო მალე გავაკეთებთ მით უფრო მალე ჩავეწერებით საბაზრო ეკონომიკაში.