ისიამოვნეთ.

სატირული პროგრამა : "პარალელური რეალობა" ,
პროგრამის ავტორი და წამყვანი : მწერალი ლაშა ბუღაძე.
"აჰა რისიც გვეშინოდა ის დაგვემართა,
პარლამენტმა სხვა ქრისტიანებსა და რაც ყველაზე უარესია არაქრისტიანებს გაგვათანაბრა მართლმადიდებლები.
ახლა იძულებულები შევიქმნებით რომ ჩვენი ღმერთი,
კათოლიკეების, პროტესტანტების, გრიგორიანებისა და სხვათა ღმერთების გვერდით დავაყენოთ.
ღმერთო რა უსამართლობაა!
განა შეიძლებოდა ჩვენი ღმერთისა და თუნდაც იგივე კათოლიკეების ღმერთის ერთ წონით კატეგორიაში ჩასმა?
სად ჩვენი ღმერთი და სად მათი?
თუ ღმერთი გწამთ მითხარით სად იყვნენ ამათი ღმერთები როცა ჩვენი ღმერთი იერუსალიმში ეწამა.
ოჰ მერე კი ამოიღეს ხმა როცა ყველაფერი ჩაწყნარდა , მერე კი ახმაურდნენ გამარჯვებულზე მაგრამ რა?
ჩვენ დაგვაფასა ვინმემ?
ძველ ბიბლიურ ღმერთთან პრეტენზიები არა გვაქვს, სამყარო შექმნა ბოლოს და ბოლოს და ხმა არ ამოგვეღება , ყველაფერს ვუფასებთ,
მაგრა ჩვენს მართლმადიდებლურ ღმერთს ნურას უკაცრავად, არავის გავუტოლებთ.
ხელები შორს ქართველი ღმერთისგან!
ქრისტიან დემოკრატებს კი პარლამენტიდან პირდაპირ წმინდა სინოდში გადავიყვანთ,
იქ მათ საუკუნოდ გარანტირებული ექნებათ სტაბილური ყოფა
და მერე ნეატარებადაც შევარაცხინებდით ჩვენს სამღვდელოებას.
ნეტარი გიორგი, ზედმეტსახელად ტკბილადმოუბარი. ნეტარი ვეფხვაძე_ ვითომ ბრაზიანი, და კიდევ მთავარი, ნორჩი დავითი _ სატანურ ფილმთა მტერი.
ვეჭვობ ესენი ახალ კანონს ამზადებენ, მოთხოვნა სახელწოდებით: ჩვენი პატრიარქი ადგილობრივ ღმერთად. "