#26511308 · 18 Jul 2011, 01:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (LORD VOLDEMOR @ 17 Jul 2011, 21:34 ) | დავუშვათ, ვიღაც ამბობს, რომ იგი ახალი მესიაა, რომელიც ღმერთმა გამოაგზავნა. რა უნდა ქნას, რომ დაუჯეროთ? |
როგორც უფლის განკაცებამდე არ ყოფილა სხვა მესია: (იოანე 10.7-9)" 7კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა. 8 ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა. 9 მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს."
ასევე უფლის ამაღლების შემდგომ ვიდრე მისი საღმრთო დიდებით დაბრუნებამდე არ იქნება "ახალი მესია " ვინც მსგავს რამეს ტყვის ყველა ცრუ იქნება და მატყუარა რა სასწაულიც არ უნდა მოახდინოს: მათე 24 (4-5) 4 იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ 5 ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ. მარკოზი 13 (21-22) 21 მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით. 22 რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ სასწაულებსა და ნიშებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. მათე 24 (26-27)26 ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით. 27 ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
ამოტომ მეორედ მოვა მაცხოვარი როგორც ღმერთი სამყაროს შემოქმედი მთელი თავისი ძალმოსილებით: მაკროზი 13 (24-27)24 და მაშინ, იმ ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს. 25 ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი. 26 მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიდებით და მრავალი ძალით. 27 მაშინ მოავლინებს თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე. მათე 25 (31-32) 31 და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. 32 შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. აქედან გამომდინარე არავითარ ახალ მესისას აღარ უნდა ველოდოთ და ვინც კარგად იცის სწავლება სახარებისა და ეკლესიისა უფლის მეორედ დიდებით მოსვლაზე რაც ზემოთაც წერია.ვერცერთი ეგ.წოდ.მესია ვერ მოახდენს გავლენას ქრისტიანზე ვერც სიტყვებით და ვერც სასწაულებით.
|