Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(15)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
რა არის ლოცვა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლლევ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ლლევ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14432
წევრი No.: 17591
რეგისტრ.: 24-February 06
#26624944
· 25 Jul 2011, 17:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოცვის არსი იქნებ განმარტოთ ვინც იცით?
რას ნიშნავს ლოცვა, საიდან მოდის, ვინ მოიგონა და რისთვისაა გამიზნული?
აუცილებელია თუ არა სპეციალური სიტყვათშეთანხმების წარმოთქმა იმისათვის რომ ლოცვა ვინმემ ისმინოს?
როდის უნდა ილოცო და როგორ? ქუჩაში ლოცვა, აქციებ-მიტინგებზე ლოცვა ლოცვაა?
1-2 სიტყვით იქნებ "ლოცვის გაძლიერების" ფენომენსაც შევეხოთ?
დაბოლოს, რას ნიშნავს სხვისთვის ლოცვა? ანუ, მაგალითად პატრიარქი რომ ილოცებს საქართველოსთვის - ეს რამეს მოუტანს ქვეყანას?
და საერთოდ, როდის უნდა ვილოცოთ, სპეციალურ ადგილებში უნდა ვილოცოთ თუ სულერთია? ლოცვა და სურვილი ერთი და იგივეა თუ განსხვავდება?
მოკლედ, კითხვები ბლომადაა და იმედი მაქვს აქ მოღვაწე ხალხისაგან პასუხებს მივიღებ :)
არ მომწონს შეკვეთით ლოცვა - მაგალითად დღის ხუთ საათზე, ან ეკლესიაში რომ წავალ მაშინ ან ქუჩაში, საპროტესტო აქციაზე.
მე პირადად არ მომწონს ლოცვა ღიად, სხვების დასანახად. ეს შეიძლება ჩემი პიროვნული ამბავია, მაგრამ როცა ვლოცულობ ხალხის გარემოცვაში, ვერ ვარ კონცენტრირებული, არ შემიძლია ბოლომდე ჩავუღრმავდე თავს და ვერც შესაბამისი სიღრმით ვახერხებ იმის გააზრებას თუ რაზე ვლოცულობ და რა მინდა. თითქოს ხელოვნურია ასეთი ლოცვა და მხოლოდ სხვების დასანახად გარჯას ემსგავსება. ასევე არ მესმის რატომ უნდა წავიდე მაინცდამაინც ეკლესიაში სალოცავად ან დავემხო ხატის წინ მუხლებზე, როცა შემიძლია იგივე უბრალოდ ჩემთვის განმარტოებით ვილოცო და დარწმუნებული ვიყო რომ გამგები გაიგებს? ასევე მგონია რომ ლოცვა დაახლოებით იგივეა, რაც ფიქრი. ანუ განუწყვეტელია, მუდმივია და შენდაუნებურად მიმდინარეობს. შენ თუ გინდა რაღაც, ფიქრობ იმაზე და იღწვი კიდეც ამის მისაღწევად - სულიერი იქნება ეს თუ მატერიალური.
ასევე მგონია რომ მატერიალურისთვის ლოცვა ფუჭია და ზიანის მომტანი. თუ ღმერთი გეუბნება სული აიმაღლეო და შენ კი მატერიალურის გამო მუხლებს იტყავებ, ღირს კი ასეთი ლოცვა რამედ? ნუ თუ მუხლებზე დავარდნით ლოცვას საერთოდ ლოცვას დავარქმევთ :)
რას იტყვით?
This post has been edited by
ლლევ
on 25 Jul 2011, 17:18
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Realism4Life
სურვილთა მფარველი
ჯგუფი: Members
Realism4Life
სურვილთა მფარველი
ჯგუფი: Members
წერილები: 6421
წევრი No.: 123450
რეგისტრ.: 8-November 10
#26625121
· 25 Jul 2011, 17:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლლევ
QUOTE
რა არის ლოცვა
იმედის ქონა, მაგრამ შანსის არ ქონა ;)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gurabe
მოიისფრო
ჯგუფი: Members
gurabe
მოიისფრო
ჯგუფი: Members
წერილები: 17326
წევრი No.: 104708
რეგისტრ.: 12-November 09
#26625145
· 25 Jul 2011, 17:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი ის ლოცვაა რასაც შინაგანად ვგრძნობ,ანუ რა სიტყვებიც თავად მომდის აზრად და გულსი ვამბობ.. (ნუ უფრო ბუნებრივია და....... )
ლოცვა არის უფალტან საუბრის ერთ-ერთი საშუალება....
This post has been edited by
gurabe
on 25 Jul 2011, 17:29
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Oldboy
Alpha Nerd
ჯგუფი: Members
Oldboy
Alpha Nerd
ჯგუფი: Members
წერილები: 16662
წევრი No.: 119844
რეგისტრ.: 20-August 10
#26625221
· 25 Jul 2011, 17:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლლევ
QUOTE
აუცილებელია თუ არა სპეციალური სიტყვათშეთანხმების წარმოთქმა იმისათვის რომ ლოცვა ვინმემ ისმინოს?
QUOTE
როდის უნდა ილოცო და როგორ?
5. ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
6. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
7. ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან.
8. ნუ ემსგავსებით მათ, ვინაიდან მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდეც იცის, რა გჭირდებათ.
QUOTE
რას ნიშნავს სხვისთვის ლოცვა?
1. უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის,
2. მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით,
3. ვინაიდან ეს კეთილი და საამოა ღმერთის - ჩვენი მაცხოვრის თვალში,
4. რომელსაც ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
powerxaxvi
ჯგუფი: Members
powerxaxvi
ჯგუფი: Members
წერილები: 4832
წევრი No.: 58544
რეგისტრ.: 15-April 08
#26625254
· 25 Jul 2011, 17:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
gurabe
QUOTE
ლოცვა არის უფალტან საუბრის ერთ-ერთი საშუალება....
(IMG:
http://www.picz.ge/img/s1/1107/25/c/c22324e10961.gif
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პროგრესიუსი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
პროგრესიუსი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8129
წევრი No.: 132677
რეგისტრ.: 18-June 11
#26625462
· 25 Jul 2011, 17:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლლევ
ლოცვა მიტინგზეც კი შეიზლება რა პრობლემაა მაგრამ ქრისტემ გვითხრა ხალხის დასანახავად, ანუ წმინდად გამოჩენის მიზნით ნუ ილოცებთოოო... მაინც არ ჩაგეთვლებათოოოო..
რაღაცეები არის რაზეც თავად უნდა იპოვო პასუხი, ბუნებრივია ყველაფერზე რომ მუხლებზე დავარდე დიდი სისულელეა, და ათასნაირი ლოცვა რო არი ყველა შემთხვევისთვის.. ილოცე გულიტ, და ისე როგორც იესომ დაგვიბარა
ლოცვას ასე განვმარტავ: მოქმედება საკუტარი თავის გასაძლიერებლად საკუთარი თავის დავიწყებით
არარაობა რომ ხარ უნდა გაიგო, ისე წინ ვერ წაიწევ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლლევ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ლლევ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14432
წევრი No.: 17591
რეგისტრ.: 24-February 06
#26625493
· 25 Jul 2011, 17:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Oldŭboi
QUOTE
1. უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის,
2. მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით,
3. ვინაიდან ეს კეთილი და საამოა ღმერთის - ჩვენი მაცხოვრის თვალში,
4. რომელსაც ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას.
სხვისთვის რომ ილოცო
ჯერ შენ თვითონ არ უნდა იყო გაცნობიერებული და სულიერად მაღლა მდგომი?
ახლა მე რომ ავდგე და საქართველოსთვის ვილოცო, მატერიალურს ვერ გავცდები და აზრი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hammerfest
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Hammerfest
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7981
წევრი No.: 123114
რეგისტრ.: 30-October 10
#26625570
· 25 Jul 2011, 17:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რას ნიშნავს ლოცვა, საიდან მოდის, ვინ მოიგონა და რისთვისაა გამიზნული?
ლოცვა არის საუბარი ღმერთთან. მონოლოგი არა ოღონდ, დიალოგი ... :)
ოღონდ დიალოგი მაშინ დგება, როცა მორწმუნის გულის მდგომარეობა მოსაწონია ღმერთისთვის. სხვა შემთხვევებში მონოლოგია და ამ ლაქლაქს არავინ არ უსმენს სულიერ სამყაროში.
ლოცვაში უნდა გავიგოთ ღმერთის ნება. ძირითადად ლოცვისას ხდება ეს. ლოცვა ქრისტიანის ცხოვრების ხერხემალია.
QUOTE
აუცილებელია თუ არა სპეციალური სიტყვათშეთანხმების წარმოთქმა იმისათვის რომ ლოცვა ვინმემ ისმინოს?
არა, რადგან სიტყვებს სულიერ სამყაროში ვერ ისმენენ (ყურები არა აქვთ), ხედავენ ადამიანის სულის ვიბრაციას და ეს ვებრაცია აღიქმება მეტყველებად. ანუ შეიძლება ერთს იძახდეს ადამიანი ლოცვაში და გულში სულ სხვა რამე ჰქონდეს, სულიერ სამყაროში გულში რაცა აქვს, ზუსტად ის ჩანს. ამიტომ დემონებსა და ანგელოზებსაც კი ვერავინ ვერ მოატყუებს სიტყვებით.
შეიძლება უბრალოდ იზმუილოს ადამიანმა და ეს ჩაეთვალოს ლოცვად ... :)
QUOTE
აქციებ-მიტინგებზე ლოცვა ლოცვაა?
არა. ეგ არის რელიგიური ბანგი.
QUOTE
როდის უნდა ვილოცოთ, სპეციალურ ადგილებში უნდა ვილოცოთ თუ სულერთია? ლოცვა და სურვილი ერთი და იგივეა თუ განსხვავდება?
რა არის იცი? სულის შიდა ვებრაცია თუ გასწორებული არ არის, გასკდი "ლოცვით", სულიერ სამყაროში მაინც არავინ არ მოგისმენს. "ურჯულოს ლოცვა სიბილწეაო" - ბიბლიაში წერია.
სურვილი ერთია და ლოცვა მეორე ... ლოცვაში შეიძლება განაცხადო სურვილი, რომელიც უნდა დაექვემდებაროს ღმერთის ნებას. ამარიდე ეს სასმისიო (ჯვარცმა) - იესომ სთხოვა ღმერთს, მაგრამ იყოს ნება შენიო და დააპატიმრეს კიდეც.
ანუ ჩვენი სურვილები ლოცვაში უნდა გასწორდნენ ...
QUOTE
ასევე მგონია რომ ლოცვა დაახლოებით იგივეა, რაც ფიქრი. ანუ განუწყვეტელია, მუდმივია და შენდაუნებურად მიმდინარეობს. შენ თუ გინდა რაღაც, ფიქრობ იმაზე და იღწვი კიდეც ამის მისაღწევად - სულიერი იქნება ეს თუ მატერიალური.
ჰმ ... ეს ღრმა გამოცხადება მიგიღია ლოცვაზე. კი, მასეა ... ეგაა სულის შიდა ვიბრაცია. მაგ ვიბრაციის შესაბამისად ლოცულობს ადამიანი.
QUOTE
ასევე მგონია რომ მატერიალურისთვის ლოცვა ფუჭია და ზიანის მომტანი
არა რატომ? ერთმა ქალმა ღმერთს შვილი გამოსთხოვა მძიმე ლოცვით და სამუელ წინასწარმეტყველი დაიბადა ... :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Oldboy
Alpha Nerd
ჯგუფი: Members
Oldboy
Alpha Nerd
ჯგუფი: Members
წერილები: 16662
წევრი No.: 119844
რეგისტრ.: 20-August 10
#26625607
· 25 Jul 2011, 17:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლლევ
QUOTE
სხვისთვის რომ ილოცო
ჯერ შენ თვითონ არ უნდა იყო გაცნობიერებული და სულიერად მაღლა მდგომი?
ცხადია
ლოცვა პირველ რიგში უნდა იყოს გულწრფელი, რაც უფრო მეტად უადვილდება ადამიანს, რაც მეტად ახლოსაა ღმერთთან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლლევ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ლლევ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14432
წევრი No.: 17591
რეგისტრ.: 24-February 06
#26625681
· 25 Jul 2011, 18:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hammerfest
QUOTE
არა, რადგან სიტყვებს სულიერ სამყაროში ვერ ისმენენ (ყურები არა აქვთ), ხედავენ ადამიანის სულის ვიბრაციას და ეს ვებრაცია აღიქმება მეტყველებად. ანუ შეიძლება ერთს იძახდეს ადამიანი ლოცვაში და გულში სულ სხვა რამე ჰქონდეს, სულიერ სამყაროში გულში რაცა აქვს, ზუსტად ის ჩანს. ამიტომ დემონებსა და ანგელოზებსაც კი ვერავინ ვერ მოატყუებს სიტყვებით.
მარტივი და გენიალურია :)
QUOTE
ანუ ჩვენი სურვილები ლოცვაში უნდა გასწორდნენ ...
და ლოცვას გარდა იმისა, რომ ჩვენ ღმერთამდე მივიდეთ, აქვს რამე დანიშნულება?
ერთი ჩვეულებრივი მხატვრული ნაწარმოები მაქვს წაკითხული, ლოცვის ძალაზეა აგებული. მთელი არსი არის ის, რომ მატერიალურში და სულიერში მიმდინარეობს ბრძოლა ღმერთსა და ეშმაკს შორის. მატერიალურში ადამიანების გულწრფელი ლოცვა კი სულიერში ანგელოზებს აძლიერებს და ეს ღმერთს ეშმაკის დამარცხების საშუალებას აძლევს. ეს პრინციპი ცოტათი მაინცაა სწორი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hammerfest
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Hammerfest
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7981
წევრი No.: 123114
რეგისტრ.: 30-October 10
#26625826
· 25 Jul 2011, 18:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლლევ
QUOTE
ლოცვას გარდა იმისა, რომ ჩვენ ღმერთამდე მივიდეთ, აქვს რამე დანიშნულება?
არა.
ლოცვა მჭირდება ღმერთთან ურთიერთობისთვის ... ლოცვა საუბარია ღმერთთან.
QUOTE
მატერიალურში ადამიანების გულწრფელი ლოცვა კი სულიერში ანგელოზებს აძლიერებს და ეს ღმერთს ეშმაკის დამარცხების საშუალებას აძლევს. ეს პრინციპი ცოტათი მაინცაა სწორი?
ჩემს ლოცვაზე თუ არის დამოკიდებული ღმერთის არმიის გამარჯვება კარგად ჰქონიათ საქმე ... :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლლევ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ლლევ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14432
წევრი No.: 17591
რეგისტრ.: 24-February 06
#26625928
· 25 Jul 2011, 18:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hammerfest
QUOTE
ჩემს ლოცვაზე თუ არის დამოკიდებული ღმერთის არმიის გამარჯვება კარგად ჰქონიათ საქმე ...
:)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
წერილები: 6389
წევრი No.: 76036
რეგისტრ.: 25-November 08
#26627530
· 25 Jul 2011, 20:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოცვა უფრო "პლაცებოს ეფექტის" მატარებელი აზრობრივ-ემოციური მოქმედებაა (რომელიც ქვეცნობიერად ეხმარება ადამიანს)
ბევრია რო ილოცება თვლის რო იწმინდება, ტკივილები გასდის და სხვადასხვა სასწაული ემართება
ეს უფრო შთაგონებაა იასნია მაგრამ თვით შთაგონება ხშირად ყველა წამალზე და მსგავს საშუალებებზე მეტი ეფექტის მომტანია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hammerfest
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Hammerfest
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7981
წევრი No.: 123114
რეგისტრ.: 30-October 10
#26627729
· 25 Jul 2011, 20:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
seeman
შთაგონება რომ ლაპარაკს იწყებს, "იასნია" მეტი ეფექტი აქვს ვიდრე წამლებს ... :)
აი სამლოცველო ოთახში თუ შემოვიდა ხომ საერთოდ ... :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
luka123
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
luka123
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4713
წევრი No.: 129590
რეგისტრ.: 3-April 11
#31490187
· 3 Jun 2012, 15:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რა არის ლოცვა
QUOTE
რისთვისაა გამიზნული?
ის ყველაფერი რაც ადამიანს და ადამიანის ქმედებას უკავშირდება, გვაიძულებს უპირველესად იმაზე დავსვათ კითხვა რა არის (ვინ არის) ადამიანი. თავისთავად რთული კითხვაა და მრავალმხრივ პასუხებს ითვალისწინებს. მაგრამ როცა ლოცვის რაობის და მიზნის გარკვევა გვინდა, ამ კუთხით უნდა შევხედოთ ადამიანს და კითხვა დავსვათ მისი არსების შესახებ ამ კუთხით.
ადამიანი, როგორც ფიზიკური და სულიერი არსება, ორმხრივ ცხოვრებას გადის. თავისი დღის ცნობიერებით, ადამიანი დღისით ეწევა ფიზიკურ ცხოვრებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აღიქვამს და იმეცნებს ფიზიკური გრძნობის ორგანოებით. დღისით ადამიანი ცხოვრობს როგორც ფიზიკური არსება და ფიზიკურ-მატერიალური სამყაროს მოქალაქე.
მაგრამ ღამით, ძილის პროცესში, როდესაც ფიზიკური გრძნობის ორგანოები ითიშება, ადამიანის ფიზიკური სხეულიდან გამონაწევრდება მისი სულიერი სხეულები - ასტრალური (მშვინვიერი) და "მე"(ნებელობითი) სხეულები.ეს სხეულები არიან სულიერი სამყაროს ბინადარნი და ადამიანი ღამის ძილის დროს სწორედ ამ სამყაროში იმყოფება.
კითხვა:
რატომ ვერ აღიქვამს, რატომ ვერ აცნობიერებს ადამიანი იმას, თუ სად იმყოფება ღამის ძილის პროცესში როგორც სულიერი არსება?
პასუხი: ამას ადამიანი იმიტომ ვერ აღიქვამს და ვერ აცნობიერებს, რომ მის სულიერ სხეულებში -ასტრალურ-მშვინვიერ და "მე"ცნობიერ სხეულებში
ჯერ
არ არის განვითარებული აღქმის ორგანოები. ადამიანს ჯერ არა აქვს გამომუშავებული, სულიერი სამყაროს და შესაბამისად საკუთარი სულიერი არსების აღქმის ორგანოები.
ამ ორგანოების გამომუშავება მიიღწევა თვითონ ადამიანის (კონკრეტული ადამიანის) მუშაობით საკუთარ სულიერ სხეულზე.
ახლა დავსვათ კითხვა - რა არის ლოცვა, ანუ ლოცვითი (მედიტატიური) მდგომარეობა:
* * *
დღისით, ფიზიკურ ყოფაში, ადამიანის მთელი საქმიანობა წარიმართება ფიზიკურ-მატერიალურ სამყაროზე ორიენტაციით.
შესაბამისად- ადამიანის ასტრალური (მშვინვიერი) და "მე"ცნობიერი სხეულების ორიენტაცია და ასე ვთქვათ "ორგანიკა" დაკავშირებულია ფიზიკურ სხეულთან და იმდენად მჭიდროა ეს კავშირი, რომ ეს სულიერი სხეულები ფაქტიურად ფიზიკური სხეულის ანაბეჭდს ემსგავსებიან. ეს მსგავსება შეიძლება შევადაროთ ცვილში ჩაშვებული საგნის ანაბეჭდს.
თუკი ისე მოხდება რომ, ადამიანი დღის ცნობიერების ყოფაში საერთოდ არანაირი, არავითარი სულიერი საკითხით არ დაინტერესდება, უბრალოდ უგულვებლყოფს ამ სფეროს თუ ანტიპათიით განეწყობა მის მიმართ,ასეთ შემთხვევაში მისი ასტრალური და "მე"ცნობიერი სხეულები სრულ იდენტიფიკაციას მოახდენენ ფიზიკურ სხეულთან და ადამიანისათვის სულიერი სფერო აღმოჩნდება მხოლოდ მისტიფიკაციის (ამ სიტყვის პოპულარული, კნინობითი მნიშვნელობით) პროდუქტი.
ღამის ძილის პროცესში ასეთი ადამიანის სულიერი სხეულები განსხვავებულად ყოფიერობენ, ვიდრე იმ ადამიანებისა, რომლებსაც სულიერი ცხოვრების სფეროსადმი გარკვეული ინტერესები გააჩნიათ დღის ცნობიერებაში.
თუკი ისე მოხდებოდა, რომ ადამიანი დღის ცნობიერებაში (ფიზიკურ სხეულში) მყოფობისას, კონცენტრაციას მოახდენდა თავის სულიერ სხეულებზე, იმ მდგომარეობით,იმ შინაარსებით, რაც სულის სფეროს უკავშირდება, ამით ის ერთგარად, თანდათან მოახდენდა ასტრალური (მშვინვიერი) და მე ცნობიერი სხეულების გამიჯვნას ფიზიკური სხეულის ზეწოლისაგან. ამგვარი იზოლაციით ადამიანი მოახდენდა სულიერი სხეულების თვითკმარ ძალთა კონცენტრირებას და იმ ქმედებათა განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნებიან სულიერ სხეულებში აღქმის და გრძნობის ორგანოების გამომუშავებაზე.
შესაბამისად სულიერ შემეცნებაზე.
იმისათვის, რომ მომხდარიყო ფიზიკურ სხეულში, როგორც ავატარში:) ჩაშვებული ადამიანის სულიერ სხეულებში გრძნობათა ორგანოების გამომუშავება (თვით ადამიანისავე მიერ, რადგან ამას სხვა ვერავითარი ძალა ვერ შთაბეჭდავს),ადამიანს უნდა ბოძებოდა ისეთი რამ, რაც, როგორც სულიერი სფერო, მისი დღის ცნობიერებაში იფუნქციონირებდა და ამ დღის ცნობიერებით სწორედ ფიზიკურ ყოფიერებაში მოახდენდა სულიერი სხეულების გამიჯვნას და მასში სულიერი აღქმის ორგანოების გამომუშავებას. სწორედ ასეთი რამ გახლავთ ლოცვა-მედიტაცია.
* * *
ლლევ
QUOTE
საიდან მოდის, ვინ მოიგონა
ზემოთაღწერილი მიმართება არსებობს მას შემდეგ, რაც ადამიანის სულიერი სხეულები მჭიდროდ დაუკავშირდა (არ იღადაოთ, გთხოვთ:) )ფიზიკურ სხეულს.
ამ მიმართებას გარკვეული წარმმართველობა გააჩნდა იმათ მიერ, ვინაც ინდივიდუალური განვითარების შესაბამისად არ სრულჰყო თავისი სულიერი სხეულების მჭიდრო კავშირი ფიზიკურ სხეულთან (აქ რეინკარნაციის იდეის ვერ მიმღები ადამიანებისათვის გართულდება გაგება და წინააღმდეგობას წააწყდებიან).
ასეთნაირად, მათ უწყოდნენ თუ როგორ და რისი მეშვეობით შეიძლება რომ ადამიანებმა დამოუკიდებლად განივითარონ სულიერ სამყაროში ორიენტირების ცნობიერი უნარი. ეს თავის მხრივ უპირველრესად იმას უკავშირდება, რომ ადამიანმა ჯერ თავისი საკუთარი სულიერი არსების აღქმა და გაცნობიერება შეძლოს.
QUOTE
აუცილებელია თუ არა სპეციალური სიტყვათშეთანხმების წარმოთქმა
ეს კითხვა უკვე ეხება უაღრესად სკურპულოზურ საკითხს.
ადამიანის ფიზიკური გრძნობის ორგანოები (5 ორგანო) ეთანახმიერება ფიზიკურ-მატერიალური სამყაროს მთლიანობას და ეს სამყარო იღვრება მასში, მის გრძნობებსა და ცნობიერებაში, მისი განვითარებისა და წინსვლისათვის.თუ ადამიანის ფიზიკური გრძნობის ორგანოები ჯანსაღია, ჯანმრთელი და ადექვატურია ფიზიკური სამყაროსი,მაშინ ეს ფიზიკური სამყარო მასზე კეთილნაყოფიერად ზემოქმედებს და მის წინაშე გადახსნის ამ სამყაროს მთელს შეცნობად საგანძურს.
სწორედ ასევე, ანალოგიურად,[B]როდესაც ადამიანს გააჩნია სულიერი აღქმის ჯანსაღად ჩამოყალიბებული ორგანოები, ის თანახმიერებაში, ჰარმონიაში იმყოფება სულიერი სამყაროს ამოუწურავი მრავალფეროვნების და აუწყველი სიბრძნის საგანძურის მიმართ. ეს ყოველივე ისევე შთაიღვრება მასში, როგორც ფიზიკური სამყაროს მრავალფეროვნება-ფიზიკური აღქმის ჯანსაღი ორგანოების მეშვეობით.
..........................
მაგრამ, თუ სულიერი აღქმის ორგანოები ჩამოყალიბდება არასწორად, თუ ეს ორგანოები წინააღმდეგობაში მოვლენ სულიერი სამყაროს სინამდვილესთან, მაშინ ზუსტად იგივე მოხდება რაც მოხდებოდა ფიზიკურ პლანზე, არაჯანსაღი აღქმის ორგანოებით ორიენტაციის შემთხვევაში: ორივე შემთხვევაში ეს სამყაროები ადამიანზე იზემოქმედებენ არა კეთილნაყოფიერად, არამედ დამანგრევლად! გამანადგურებლად. ადამიანს დაემუქრება განადგურების საფრთხე.
შესაბამისად:
* * *
QUOTE
აუცილებელია თუ არა სპეციალური სიტყვათშეთანხმების წარმოთქმა
შესაბამისად, სიტყვათშეთანხმება და სხვ. არ არის თვითმიზანი. საჭიროა ზუსტი ცოდნა იმისა, თუ რას ვეხებით ჩვენი დღის ცნობიერებით, როგორც ჩვენი სულიერ სხეულებში აღქმის ორგანოების ჩამომყალიბებელ ქმედებებს, აზრებს და გრძნობებს, რომლებიც განბეჭდილია ლოცვებში, მედიტაციებში და სხვადასხვა სახის ფიზიკურ ქმედებებში.
ამდენად, უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვინც ადამიანებს აწვდის ზემოაღნიშნულ მიმართებებს.
ლოცვა, მედიტაცია, რომელიც არადროულია, არათანადროულია, შეუსაბამოა ადამიანის დღევანდელი განვითარების მდგომარეობასთან, არა სრულფასოვნად ჩამოაყალიბებს ადამიანს სულიერ სხეულში აღქმის და გრძნობის ორგანოებს.
ეს ასხავას ჰპოვებს ფიზიკურ პლანზეც (ავნებს ხორცსა) და თავისთავად ადამიანის სულიერ არსებაზე,მის ორიენაციაზე სულიერ სამყაროში და ამ სამყაროს ხდომილებათა შორის.
რაც ითქვა ეს არის ლოცვისა და მედიტაციის რაობა და უპირველესი დანიშნულება კონკრეტულად- ადამიანისათვის.
QUOTE
რას ნიშნავს სხვისთვის ლოცვა? ანუ, მაგალითად პატრიარქი რომ ილოცებს საქართველოსთვის - ეს რამეს მოუტანს ქვეყანას?
ეს ცალკე საკითხია.
This post has been edited by
luka123
on 3 Jun 2012, 16:12
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(15)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0302 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.