ჩემი პირველი ფილოსოფიური თემა
ევრისტიკა არის პრობლემის გადაჭრის, ახალი საკითხის შესწავლისა და კვლევის ცდაზე დაფუძნებული მეთოდი. ევრისტიკული მეთოდები აჩქარებს მისაღები შედეგის დადგომის პროცესს, მაშინ როცა ამომწურავი კვლევა არაპრაქტიკულია.
ამ მეთოდის მაგალითებია ცერა თითის წესი, განვითარებული ვარაუდი, ინტუიციური მსჯელობა, საღი აზრი..
უფრო ვიწრო გაგებით, ევრისტიკა ნიშნავს სტრატეგიას, რომელიც იყენებს ადვილად ხელმისაწვდომ, თუმცა დაუდევრად შერჩეულ ინფორმაციას პრობლემების გადასაჭრელად როგორც ადამიანურ ასევე მანქანა-დანადგარების სფეროებში.
ეს მეცნიერება იკვლევს შემოქმედებიტ საქმიანობას , ახალი აღმოჩენების გაკეთებისას გამოყენებულ მეთოდებს, ობიექტსა და ობიექტთა ერთობლიობას შორის კავშირსა და სწავლების პროცესის მეთოდიკას
წარმოშობა: სოკრატე იყენებდა სწავლების მეთოდს, როცა მოსწავლეს დამოუკიდებლად ამოახსნევინებდა რაიმე ამოცანას საკმაოდ რთული, დამაფიქრებელი კითხვების დასმით (პასუხის დრო შეზღუდული იყო).
"ჰეურისკო" ბერძ. "ვპოულობ" . განსაკუთრებით ამ მეთოდებს მაშინ იყენებენ როცა მოქმედების ზუსტი ალგორითმის განსაზღვრა ადამიანს არ შეუძლია.
ევრისტიკა ეს არის სპეციალური მეთოდები, რომლებიც გამოიყენება სიახლის აღმოჩენის ძიებაში. და ის ემყარება მონათესავე ამოცანების ამოხსნის გამოცდილებას ვარიანტების დიდი არჩევანის პირობებში. ევრისტიკა სწავლობს შემოქმედებით მოღვაწეობას. როდესაც ლაპარაკობენ შემოქმედებით ადამიანზე, მხედველობაში აქვთ, რომ ის ქმნის რაღაცას სხვებისგან განსხვავებულს, თავის საკუთარს: თხზავს სიმფონიებს, წერს პოემებს, ხატავს სურათებს, იგონებს რაიმე სიახლეს, ანუ არის გამომგონებელი. შემოქმედების ცნება გარკვეულწილად პირობითია და ფარდობითია. შემოქმედებით ამოცანას წყვეტს ექიმიც., რომელიც ავადმყოფს უწერს წამალს. შემოქმედებით პიროვნებად გვევლინება გამომძიებელიც, რომელიც იძიებს დანაშაულს. ხარატი, რომელიც აუმჯობესებს ტავის დაზგას, საკითხს შემოქმედებიტად უდგება. ამიტომ შემოქმედებიტად შეიძლება ჩავთვალოთ ნებისმიერი საქმიანობა, როდესაც ადამიანი თავის შრომას ახლებურად უდგება. შემოქმედების საიდუმლოს და ბუნების ამოცნობას დიდი ხანია ცდილობენ ადამიანები, მაგრამ ამ საოცარი უნარის ცხადი სურათის მოცემა ვერავინ ვერ მოახერხა. ევრისტიკული მეთოდები და პროგრამები,რომლებიც გამოიყენება მატემატიკური და სატამაშო ამოცანებისათვის და კომპიუტერების მუშაობის სრულყოფისათვის.
ევრისტიკასთან დაკავშირებით ასხვავებენ ევრისტიკულ ალგორითმს, ევრისტიკულ სკანირებას, ინტერნეტ–ევრისტიკას და სხვა…
ასხვავებენ შემდეგ ევრისტიკულ მოდელებს : ა). ბრმა ძიების მოდელი, რომელიც ეყრდნობა მოსინჯვისა და შეცდომების მეთოდს. ბ). ლაბირინთული მეთოდი, რომელშიც გადასასაწყვეტი ამოცანა განიხილება როგორც ლაბირინთი, ხოლო პასუხის ძიების პროცესი – როგორც ლაბირინთში გზაააბნეული ხეტიალი. გ). სტრუქტურულ–სემანტიკური მეთოდი, რომელიც ამჟამად ითვლება ყველაზე ეფექტურად და შინაარსიანად.
ევრისტიკა დაკავშირებულია ფსიქოლოგიასთან, უმაღლესი ნერვული მოღვაწეობის ფიზიოლოგიასთან, კიბერნეტიკასთან და სხვა მეცნიერებებთან და დისციპლინებთან.
http://en.wikipedia.org/wiki/Heuristichttp://qsilisi.wordpress.com/2010/12/29/%E...83%99%E1%83%90/ * * *
ევრისტიკა – იმ საერთო ან სიტუაციური წესების ნაკრებია, რომლებიც თქვენ წინაშე დამდგარი ამოცანების გადაჭრაში დახმარებისკენაა მიმართული. როცა ამოცანა რთულია ან დიდი, ხოლო ოპტიმალური გადაწყვტილება - გაურკვეველი, ევრისტიკული მეთოდების გამოყენება დაგეხმარებათ, წინ წახვიდეთ მაშინაც, თუ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ვერ ხედავთ.
დავუშვათ, თქვენი მიზანი მთის მწვერვალის დაპყრობაა, მაგრამ არც ერთ გზას მწვერვალისკენ არ მივყავართ. ევრისტიკული გადაწყვეტის მაგალითი: პირდაპირ მწვერვალისკენ გზას უნდა დაადგე, სანამ გადაულახავ დაბრკოლებას არ შეხვდები. დაბრკოლებას რომ გადააწყდები, მის გასწვრივ მარჯვნივ უნდა იარო, სანამ მწვერვალისკენ წასვლას ისევ შეძლებ. ეს არაა ევრისტიკის გამოყენების საუკეთესო და სრული ვარიანტი, მაგრამ ბევრ შემთხვევაში კარგად იმუშავებს და მწვერვალს მიაღწევ.
განსაზღვრული ტიპის ამოცანებისთვის ევრისტიკის ძალა ისაა, რომ მკვდარი წერტილიდან დაძვრაში გეხმარება, აგამოძრავებს მაშინ, როცა ვერც მოქმედებ და ვერც გადაწყვეტილებას იღებ.
* * *
Рассмотрим умозрительный пример. Допустим, что имеется известный, но чрезвычайно сложный точный алгоритм решения задачи, и эвристика, которая требует в 1000 раз меньше затрат и чаще всего даёт приемлемое решение (пусть в 95 % случаев). Для простоты примем, что цена точного решения постоянна, как и цена ошибки.
Тогда в среднем решение эвристическим методом будет стоить (T / 1000 + 0.05 * E), где T — цена точного решения, а E — цена ошибки. Средняя разница в цене решения точным и эвристическим методом (T − T / 1000 − 0,05 * E) = (19,98 * T − E) / 20 = 0,999 * T − E / 20, то есть эвристика в среднем оказывается выгоднее точного решения, если только цена ошибки не превышает двадцатикратную(!) цену точного решения.
Если же на выходе результат решения критически оценивается человеком, то ситуация становится ещё лучше: когда ошибка, выданная эвристикой, оказывается достаточно мала, чтобы человек её не заметил, цена этой ошибки обычно гораздо ниже, а серьёзные ошибки будут отсеяны «фильтром здравого смысла», следовательно, не нанесут существенного вреда.