#26833400 · 9 Aug 2011, 11:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lasha kakauridze
| QUOTE | | ეს ხომ იუდევლებზეა ნათქვამი და მათ სიწმინდეებზე? |
არანაირად, ეს იერუშალაიმზეა ნათქვამი, იუდეველებზე რომ თქმულიყო ეს ყოველივე, მაშინ პეტრესაც შეეხებოდა ის კი იუდეველი იყო, ისევე როგორც თომა, ბართლომე, იოანე ზებედეს ძენი ესენი ყველანი იუდევლები იყვნენ. იუდეველთა უპირატესობა გააქრო ღმერთმა, ისრაელი თუ ღვთის რჩეული ერი იყო დღეს შენ მოგეცა ღვთის ძედ წოდების უფლება ასე რომ ეს სიტყვები იერუსალიმის ნანგრევებზე და მასში მოყოლილ ფანატიკოსებზეა დაწერილი. კონტექსტი მიმართულია ფარისევლებისა და მათ მიერ ნაგები შენობების მიმართ. და........ ასეთი ფარისევლები შენობებით დღესაც მრავლად არსებობენ იუდეველებშიც და არაიუდეველებშიც.
| QUOTE | | სხვათაშორის ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა, სოლომონის ტაძარი დაინგრა, აღთქმის კიდობანი დაიკარგა და რაც მთავარი მათ სიწმინდეებში ღმერთი აღარ სუფევს |
იმედი მაქვს გესმის რასაც ამბობ და მშრალ სიტყვებს არ ამბობ. სოლომონის ტაძარი ქვით ნაგები ტაძარი არ ყოფილა ეს ტაძარი კი არ დანგრეულა ამ ტაძარზე ითქვა მას ვერ დასძლევენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი, არც აღთქმის კიდობანი დაკარგულა მეგობარო ის ყუთი თუ დაიკარგა იმ ყუთში მყოფი სული დღეს შენშია და დღეს შენ ხარ აღთქმის კიდობანი. 18. წარმართნი გაშმაგდნენ და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი. 19. მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა, მიწისძვრა და სასტიკი სეტყვა.
| QUOTE | | ხოლო იქაური ქრისტიანულ ტაძრებში დიდი სიწმინდეა რითაც დასტურდება ცეცხლის გადმოსვლით |
ცეცხლის გარდამოსვლით არაფერი არ დასტურდება. რატომ? აი ამიტომ: 10. ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება; ესაა წმიდათა მოთმინება და რწმენა. 11. მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. 12. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა. 13. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე. "ისე რომ ცეცხლიც კი ჩამოაქვს ზეციდან კაცთა წინაშე" აი ამიტომ არ ადასტურებს ცეცხლის გარდმოსვლა არაფერს მეგობარო.
| QUOTE | | რა აღმსარებლობის ბრძანდებით? |
ქრისტიანი ვარ.
This post has been edited by Metamorfoz on 9 Aug 2011, 12:26
|