კი, არა მარტო იდეოლოგიურად, აი ნახე ფაქტები:
მართლმადიდებლები კათოლიკეების წინააღმდეგ (post #26942044)მართლმადიდებლები კათოლიკეების წინააღმდეგ (post #27049875)მის უწმინდესობას, ბენედიქტე 16-ს, საყოველთაო ეკლესიის მწყემსს,
ვატიკანი
უძვირფასესო უწმინდესობავ
გვსურს ვისარგებლოთ თქვენთან დანიშნული ვიზიტით, "AD LIMINA", რომლის დროსაც პირადად შეგხვდებათ ჩვენი ეპისკოპოსი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო, და გაგრძნობინოთ ჩვენი სიახლოვე, სიყვარული, ჩვენი ერთგულება ეკლესიისადმი და ასევე, ჩვენი ტკივილი.
საქართველოში ჩვენი ადგილობრივი ეკლესია, კომუნისტური რეჟIმის პერიოდის შემდეგ, იმ სხვადასხვა სასულიერო პირის დიდსულოვნებისა და მონდომების წყალობით, რომლებმაც თავიანთი მშობლიური მიწა მიატოვეს, კვლავ შეუდგა თავის სულიერ მსვლელობას და სამწყსო მისიის განხორციელებას. მოვლენა, რომელიც ყველა კათოლიკის გულში ღრმად აღიბეჭდა, გახლავთ ძვირფასი და საყვარელი თქვენი წინამორბედის, იოანე პავლე მეორის ვიზიტი საქართველოში 199 წლის 8-9 ნოემბერს. ერთი წლის წინ, ეპისკოპოსმა დანიშნა და აღასრულა სინოდი, რომელიც ძალზე შთამბეჭდავი გამოცდილება აღმოჩნდა ჩვენთვის და იმედი ჩაგვისახა.
ახლა კი გვსურს მოგწეროთ, როგორც შვილებმა, რომლებიც მიმართავენ მამას გაჭირვების ჟამს და გაგაცნოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვტანჯავს, სევდას გვგრის და გვაშფოთებს, ზოგჯერ გვაბრაზებს კიდეც.
გვსურს, მოკლედ მოგახსენოთ იმ სირთულეთა შესახებ, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიასთან გვაქვს, ეკლესიასთან, რომელიც ამ ქვეყანაში უმრავლესობას წარმოადგენს და ვისურვებდით, რომ ის დად მიგვაჩნია, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს ჩვენს გასანადგურებლად.
აი, რამდენიმე მაგალითი:
1. თუკი რომელიმე ჩვენგანს შეუყვარდება მართლმადიდებელი და მოუნდება დაქორწინება მასზე, როდესაც ის მიდის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჯვრის დასაწერად, უნდა გადაინათლოს ჯვრისწერამდე, ხოლო თუ სურს, კათოლიკურ ეკლესიაში ჯვრის დაწერა, მართლმადიდებელი აღმსარებლობის მხარე განიკვეთება. არ არსებობს ჯვრისწერის არანაირი შესაძლებლობა მართლმადიდებლურ ეკლესიაში საკუთარი რწმენის უარყოფის გარეშე, როგორ მოვიქცეთ? გადავინათლოთ? მოვატყუოთ მართლმადიდებელი მღვდელი და ვუთხრათ, რომ მართლმადიდებელი ვართ? არ გვიყვარდეს მართლმადიდებლები?
2. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არც ერთ კათოლიკეს არ აღიარებს მონათლულ ქრისტიანად, ამიტომ იყენებს ყველა ხერხს და ყოველგვარ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რათა გადანათლონ დაკრძალვების ან სხვა შეხვედრების დროს იქ მყოფი კათოლიკეები, ბავშვები თუ მოხუცები, ხშირად მათი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდაც კი. ან, ასევე, ამეორებინებენ სხვა საიდუმლოებებს. როგორ მოვიქცეთ თუკი საიდუმლო, რომელიც რწმენის საფუძველია, არ არის აღიარებული? შეგიძლიათ დაგვეხმაროთ?
3. ისეც ხდება, რომ როდესაც კათოლიკე შედის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მას გარეთ აგდებენ. ხშირად ხდება ბავშვებისა და მოზარდების დისკრიმინაცია სასწავლო დაწესებულებებში. კათოლიკისათვის სულ უფრო ძნელია სამუშაოს მოძებნა ისე რომ, რწმენის შეცვლისაკენ არ უბიძგონ. მასმედია ყოველთვის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეს იჭერს. მართლმადიდებლები აგრძელებენ ჩვენი და თქვენი პიროვნებისა და მოღვაწეობის შეურაცხმყოფელი ლიტერატურის გავრცელებას. ბოლო დროს იწყეს კათოლიკურ სოფლებში სიარული, ქადაგება და ჰუმანიტარული დახმარების დარიგება. სწორედ კათოლიკურ სოფლებში აგებენ მართლმადიდებლურ ეკლესიას, რათა შემდეგ გადაიბირონ მთელი სოფელი. ჩვენ, კათოლიკეებს არ გვაძლევენ ეკლესიების აშენების უფლებას და არც გვიბრუნებენ ჩვენი წინაპრების მიერ აგებულ კათოლიკურ ტაძრებს. როგორ მოვიქცეთ?
უწმინდესობავ,
ვგრძნობთ რა უსუსურობას, რომელსაც ჩვენი მღვდლები და მწყემსნი განიცდიან, რადგანაც არ სურთ უპასუხონ იმავე მეთოდებით რა მეთოდებითაც მათ ესხმიან თავს, გვსურს გთხოვოთ მხარდაჭერა და შემწეობა, რათა შევძლოთ შევინარჩუნოთ და სიხარულით დავამოწმოთ ყველაზე ძვირფასი და მშვენიერი, რაც გაგვაჩნია, ჩვენი რწმენა.
გთხოვთ მოგვაშოროთ ის მიტოვებულობის გრძნობა, რომელსაც განვიცდით ამ სირთულეთა წინაშე და მოგვცეთ ცხადი მითითებანი, თუ როგორ ვიმოქმედოთ.
აღგითქვამთ ჩვენს ლოცვას და ჩვენს სურვილს, ვიყოთ მუდამ თანაზიარებაში თქვენთან და მსოფლიო კათოლიკე ეკლესიასთან. ილოცეთ ჩვენთვის!
საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების საბჭო: მამა კარლო დი სტეფანო, მამა არტურ გარბეც კი, და ჟოზეფინა ნჟოკი, ნინა აივაზოვა, ეკატერინე ბიტკაში, თამრიკო ჩიტაშვილი, თეონა ტატალაშვილი, ნათია ხითარიანი, სოფია ასტოიანი, თამუნა ჩილინგარიშვილი, ლაშა მამულაშვილი