"შეკითხვა მართლმადიდებლებს" თემაში ვაპირებდი ამ კითხვის დასმას,მაგრამ თურმე თემაც არსებულა...
ვინმე ხართ ზე-კომპეტენტური სისხლით ნათესაური კავშირების თემაში?
ისე, როგორ გგონიათ, რას ნიშნავს ეს ნათესაობა? ნუ ამ შემთხვევაში არამარტო რელიგიური კუთხით, ზოგადად....
ახლა შეკითხვა, მოკლედ, ბიჭის ბებია იყო გოგოს ბაბუის დეიდაშვილის შვილი. ეს გოგო და ბიჭი რატომ უნდა იყვნენ ნათესავები და რატომ არ უდნა შეეძლოთ რეალობად აქციონ სურვილები? აი პორკე? რომელი თაობაა საერთოდ?
* * *
ეგ კი არა,ცოტა ხნის უკან ვუსმენდი ისტორიებს,სადაც ასეთი ჭპყ ნათესაური კავშირის მქონე ადამიანებს ერთმანეთი შეუყვარდათ და ცოცხლად დაწვეს, ჩაქოლეს,მოკლეს და ა.შ. ნუ ეს სვანური ისტორიები მომიყვნენ, საშინლად ვიგრძენი თავი.
მთელი შენი შეგნებული ცხოვრება არ იცნობ ადამიანს, გაიცნობ, რაღაც ჩნდება თქვენს შორის და უცებ იგებ რომ შანსი არა გაქვს,რადგან ბებიამისი იყო ბაბუაშენის დეიდაშვილის შვილი და თუ შეცდი,მოვლენ და ან ყელს გამოგჭრიან,ან ჩაგქოლავენ და ან დაგწვავენ,ოღონდ ჯერ გაყურებინებენ მას როგორ წვავენ
ესეც თუ ცხოვრებაა,მაშინ აღარ მინდა ადამიანობა,დაე ჭიანჭველად ვიქცე და მთელი ცხოვრება ჯარისკაცურ ჯაფაში გავლიო....
This post has been edited by GentlеGirl on 30 Nov 2014, 15:07