ლივერმენhttp://jehovahlit.blogspot.com/ * * *
იესო თავადაც იყენებდა ღვთის სახელს და სხვებსაც ამცნობდა მას (იოანე 17:6, 11, 12, 26). იესომ პირდაპირ თქვა: „მე მამაჩემის სახელით მოვედი“. მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქმეებს ‘თავისი მამის სახელით აკეთებდა’. თავად იესოს სახელი ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“ (იოანე 5:43; 10:25).
▪ ღვთის სახელის შემოკლებული ფორმა გვხვდება ბერძნულ წერილებში. გამოცხადების 19:1, 3, 4, 6 მუხლებში გამოყენებულია გამოთქმა „ალილუია“ ან „ჰალლელუია“, რომელშიც გვხვდება ღვთის სახელი. ეს გამოთქმა სიტყვასიტყვით ნიშნავს „ადიდეთ იაჰი!“ იაჰი ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმაა.
▪ პირველი საუკუნის ებრაელთა ჩანაწერები გვიჩვენებს, რომ ებრაელი ქრისტიანები თავიანთ ნაწერებში იყენებდნენ ღვთის სახელს. „თოსეფთაში“, ზეპირი კანონების წერილობით კრებულში, რომლის შედგენაც დაახლოებით ახ. წ. 300 წელს დასრულდა, ქრისტიანული ხელნაწერების შესახებ, რომლებიც შეიძლებოდა შაბათ დღეს ცეცხლს გაენადგურებინა, ნათქვამია: «მახარებელთა წიგნები, აგრეთვე „მინიმის“ [ვარაუდობენ, რომ ებრაელ ქრისტიანთა] წიგნები ცეცხლისგან არ უნდა გადაერჩინათ. ისინი შეიძლებოდა ისევე დამწვარიყო, როგორც ეწყო . . . ეს ხელნაწერები და თავისთავად ცხადია ის ადგილები, სადაც ღვთის სახელი ეწერა, დაიწვებოდა». ამავე წყაროში მოყვანილია გალილეელი რაბინის, იოსეს სიტყვები, რომელიც ახ. წ. მეორე საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. ის ამბობს, რომ შაბათის გარდა კვირის ნებისმიერ დღეს ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში „შეეძლოთ ამოეჭრათ ღვთის სახელი [ქრისტიანული ხელნაწერებიდან] და შეენახათ, დანარჩენი კი შეიძლებოდა დამწვარიყო“. როგორც აქედან ვხედავთ, აშკარაა, რომ მეორე საუკუნეში მცხოვრებ ებრაელებს სჯეროდათ, რომ ქრისტიანები ღვთის სახელს, იეჰოვას იყენებდნენ თავიანთ ხელნაწერებში
ერთსა და იმავე კაცს ერთმა შეიძლება ბატონი უწოდოს, მეორემ მამა დაუძახოს, სხვამ კი ის უფროსად მოიხსენიოს. მართალია ეს სიტყვები ადამიანზე რაღაცას გვეუბნება, მაგრამ, როცა ნაცნობი ადამიანის საკუთარი სახელი გვესმის, მის შესახებ ყველაფერი გვახსენდება. მსგავსად ამისა, წოდებები — უფალი, ყოვლისშემძლე, მამა და შემოქმედი — გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ღმერთზე. მაგრამ მხოლოდ ღვთის საკუთარი სახელი, იეჰოვა, გვახსენებს მის შესახებ ყველაფერს, რაც ვიცით. მართლაც, ღვთის სახელის ცოდნის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მისი უკეთ გაცნობა.
მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ვიცოდეთ ღვთის სახელი, არამედ გამოვიყენოთ კიდეც ის. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (რომაელები 10:13; იოელი 2:32).
1992 წლის „საქართველოს საეკლესიო კალენდარში“ 203-ე გვერდზე ნათქვამია, რომ ბიბლიის ზოგ ქართულ თარგმანში ღვთის სახელი „იეჰოვა“ ნათარგმნია როგორც „უფალი“
ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:9, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“). იესომ იცოდა, რომ ღმერთს სახელი ჰქონდა.
▪ „ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე მათთან ვიყო ერთობაში“ (იოანე 17:26). იესომ ხალხს ღვთის სახელი ამცნო.
▪ «ამიერიდან ვეღარ მიხილავთ, სანამ არ იტყვით: „კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი!“» (ლუკა 13:35; ფსალმუნი 118:26). იესო იყენებდა ღვთის სახელს
* * *
რამდენიმე ინგლისური თარგმანი, სადაც „ახალ აღთქმაში“ გამოყენებულია ღვთის სახელი:
ჰერმან ჰაინფეტერის „ახალი აღთქმის სიტყვასიტყვითი თარგმანი . . . ვატიკანის მანუსკრიპტიდან“ (1863).
ბენჯამინ უილსონის „ემფატიკ დიაგლოტი“ (1864).
ჯორჯ ბარკერ სტივენსის „პავლეს ეპისტოლეები თანამედროვე ინგლისურ ენაზე“ (1898).
უილიამ რეზერფორდის „წმინდა პავლეს ეპისტოლე რომაელების მიმართ“ (1900).
ჯორჯ ლეფევრეს „ქრისტიანების ბიბლია — ახალი აღთქმა“ (1928).
ლონდონის ეპისკოპოსის უილიამ ვანდის „ახალი აღთქმის წერილები“ (1946)
„ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“. შემდეგ კი იკითხა: „როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? ან როგორ ირწმუნონ ის, ვის შესახებაც არ სმენიათ?
* * *
http://watchtower.org/ge/index.htmlhttp://download.jw.org/files/media_books/bh_GE.pdfhttp://download.jw.org/files/media_bible/bi12_U.pdf * * *
http://www.jw.org/index.html?option=QrYQCsVrGZNT